Advertisement
2025 წლის 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენციას „ბიომრავალფეროვნება მეცნიერების ფოკუსში“ მასპინძლობს.🥇 სამეცნიერო შედეგებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. სამ საუკეთესო მოხსენებელს კი ფულადი პრიზი გადაეცემა.
📌 საკუთარი ნაშრომების წარდგენასთან ერთად, მონაწილეები ბიომრავალფეროვნების კვლევის ახალ მიღწევებზე, ეკოლოგიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების გზებზე მსჯელობას შეძლებენ. ამასთან, კონფერენცია ახალი თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევის შესაძლებლობების გარანტია.
🔓 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, როგორც ღია მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი, კონფერენციაში მონაწილეების ნაშრომებს openjournals.ge პლატფორმაზე გამოაქვეყნებს, კომპეტენტური ჟიურის შერჩეული 3 საუკეთესო ნაშრომი კი openscience.ge ზე გამოქვეყნდება, რომელიც მეცნიერების ღრუბელშია ინტეგრირებული (EOSC).
🖇 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://shorturl.at/9NZpv და გაიარეთ რეგისტრაცია https://shorturl.at/9YjpO არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3, 0162 Tbilisi, Georgia, მერაბ ალექსიძის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





