Advertisement
7 ტაძრის ტური. ამბობენ ჩაუთქვით სურვილი, 7 ტაძარი მოილოცეთ ერთ დღეში და აგისრულდებათ რასაც გულით ითხოვთო.
,,საქართველოს ბილიკებზე"
15 მარტს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შიდა ქართლში.
🚌 მიკროავტობუსი გამოვა თბილისიდანაც და რუსთავიდანაც.
☕️🍵 ყავა/ჩაი უფასოდ და ულიმიტოდ მთელი ტურის განმავლობაში 🥰
1. ძველი ქანდა, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი (უნიკალური სოფელი საქართველოში, რომელიც ქრისტეს ენაზე საუბრობს. აქ მოღვაწეობს სქემარქიმანდრიტი სერაფიმე, რომელიც წირვა- ლოცვას აღავლენს არამეულ ენაზე. თუ მამაო იქნება ტაძარში, ცოტახანს დავესწრებით წირვას).
2. სამთავისი - ისიდორე სამთავნელის (ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგან) დაარსებული მონასტერი, მე-5-11 სს.
3. ჭალა-ამილახვრიანთა ციხე - დარბაზები მე-17ს.
4. რუისის ფერისცვალების ტაძარი - მე-8-9 სს.
5. ბრეთის დედათა მონასტერი მე-6 ს.დააარსა პიროს ბრეთელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი.დაკრძალულია აქვე.
6. დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
957-967 წწ. (უშვილოთა შემწე).
7. ურბნისის სიონი - მე-5-6 ს.ს.
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 8:40 სთ-დან. გავდივართ 9:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
🚶 სერთიფიცირებული გიდი, რომელიც მოგიყვებათ სანახავი ძეგლების ისტორიებს
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze
⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️
🏃♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement
Event Venue
საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.




![\u10e4\u10d4\u10e0\u10d0\u10d3\u10d8 \u10e3\u10d3\u10d0\u10d1\u10dc\u10dd\/\u10d3\u10d0\u10d5\u10d8\u10d7 \u10d2\u10d0\u10e0\u10d4\u10ef\u10d8\/\u10ef\u10d0\u10dc\u10d3\u10d0\u10e0\u10d0 [15 \u10db\u10d0\u10e0\u10e2\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czQvYmFubmVycy81OTVjMjM3ZWFlNjU5MGZiZTNlNzhkYWI3NjdlMmE3YzVhNGMwOWFlMTZhY2FhMjUwM2M3OTZiMGExYzAwMjQzLXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kYzkxNzQ2My1nbWlyP3Y9MTc3MjgxMzc3MQ.avif)






