Advertisement
ბარსელონა-მადრიდი-ტოლედო! 🇪🇸🇪🇸7 დღიანი ჯგუფური მოგზაურობა ესპანეთში!
🔵ტურის თარიღი:
18-24 მარტი( 7 დღე / 6 ღამე )
მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მჩქეფარე ტემპერამენტი,მრავალფეროვანი არქიტექტურა, პოპულარული სამზარეულო - ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რაც ესპანეთს ასე მიმზიდველს ხდის მთელი მსოფლიოს თვალში! 🇪🇸🇪🇸
🔵ტურის დეტალური აღწერა:
🔵დღე 1 (18 მარტი)
🔰14:25 საათი, ფრენა ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით
🔰17:30 საათი (ადგილობრივი დროით)- ჩაფრენა ბარსელონაში.
🔰დაბინავება სასტუმროში და ღამის ბარსელონაში გასეირნება.
🔵დღე 2 (19 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰ტიბიდაბოს მთა- თუ ბარსელონას დანახვა მაღლიდან გსურთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქალაქის თავზე აღმართულ მთას. ტიბიდაბოს მთაზე რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ერთი მათგანია იესოს წმინდა გულის ტაძარი (Templo Sagrado Corazón de Jesús): ის შედგება ერთმანეთზე შემდგარი ორი ეკლესიისგან. ტაძრის ოთხ მომცრო კოშკზე განთავსებულია 12 მოციქულის ქანდაკებები, მთავარ კოშკზე კი იესო ქრისტეს 7-მეტრიანი ქანდაკება.
🔰Placa de Catalunya - შეიძლება ეწოდოს მტრედების მოედანიც, რადგან აქ უამრავი მტრედი იყრის თავს.
🔰Casa Batllo-ანტონიო გაუდის შესანიშნავი ნამუშევარი, მოდერნისტული საოცრებაა, რომელიც აშენდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში და დღეს ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
🔰კასა მილა-Casa Batlló-დან ჩრდილოეთით მდებარე კასა მილა წარმოადგენს გაუდის მიერ დაპროექტებულ ბოლო კერძო რეზიდენციას.
🔰საგრადა ფამილია – წმინდა ოჯახი (La Sagrada Família)- ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, კათოლიკური ბაზილიკა დაპროექტებული კატალონიის არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ.
🔵დღე 3 (20 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ღია ცის ქვეშ მდებარე ღირსშესანიშნაობაა, ეს ადგილი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც რევოლუციური საცხოვრებელი კომპლექსი, თუმცა რადგანაც არავინ დაასპონსორა, საზოგადოებრივ პარკად გადაკეთდა მოგვიანებით.
🔰ტრიუმფალური თაღი- ეს თაღი ბარსელონას პასუხია პარიზის ტრიუმფალურ თაღზე. თუმცა, ის აშენებულია სულ სხვა მიზეზით – რომელიც წარმოადგენდა მთავარ ჭიშკარს ბარსელონის უნივერსალურ გამოფენაზე შესვლისათვის 1888 წელს. ეს ქალაქის მთავარი არტერიაა და უამრავი კულტურული ბაზრის თავშეყრის ადგილი.
🔰19:55 საათი, ფრენა ბარსელონადან მადრიდის მიმართულებით.
🔰21:20 საათი, ჩაფრენა მადრიდში და დაბინავება სასტუმროში.
🔵დღე 4 (21 მარტი) - დღე 5 (22 მარტი)
🔰საუზმე მადრიდის სასტუმროში.
🔰ისტორიული მარგალიტებისა და მსოფლიო დონის ხელოვნებით დაწყებული საოცარი კულტურითა და თვალწარმტაცი პარკებით დამთავრებული – მადრიდს უამრავი რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი.
🔰Plaza Mayor- მადრიდის გული,ერთ-ერთი ლამაზი, ისტორიული და შთამბეჭდავი ადგილია, თავდაპირველად იყო ბაზარი და სავაჭრო ცენტრი, თუმცა შემდეგ იმპერიის ეპიცენტრი გახდა, აქ იმართებოდა კორიდები, თეატრალური წარმოდგენები,მეფეების კორონაცია, ინკვიზიციის სასამართლოები და სიკვდილით დასჯაც კი. მოედანი აშენდა 1619 წელს, მოედნის შუაში დგას მეფე ფილიპე III-ის ქანდაკება, გარშემო 237 აივანია საიდანაც ესპანელი დიდებულები აკვირდებოდნენ გამართულ ღონისძიებებს!
🔰Puerta Del Sol / პუერტა დელ სოლის მოედანი არამარტო მადრიდის, არამედ მთელი ესპანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია. ესპანეთის ოფიციალური „ნულოვანი კილომეტრი“ - აქედან ითვლება ყველა მთავარი გზის მანძილი ქვეყანაში. მოედანს ასევე ეძახიან ,,მზის კარიბჭეს,, რადგან ძველ დროს ქალაქის აღმოსავლეთი კარიბჭე იყო, რომელსაც მზის სიმბოლო ამშვენებდა. მოედანზე მდებარეობს მადრიდის სიმბოლო ბრინჯაოს ქანდაკება ,,დათვი და მარწყვის ხე,, მოედანზე მდებარეობს ცნობილი შენობა ,,კოშკი საათით,, რომელიც ახალი წლის ღამეს 12 დარტყმას აყოლებს!
🔰Mercado De San Miguel- არაჩვეულებრივი ბაზარი, ნამდვილი სამოთხე გურმანებისთვის! ეს არის ტაპასების, ღვინის,ზღვის პროდუქტების და ესპანური გემოების ფესტივალი ისტორიულ არქიტექტურაში. აქ დააგემოვნებთ ხამონს, პინჩოსებს (ბასკური სტილის პატარა ბუტერბროდები), ტორტილია ესპანიოლა (კარტოფილით და კვერცხით დამზადებული საოცრება), უგემრიელეს ტკბილეულობას და საუკეთესო ესპანურ ღვინოებს!
🔰La Latina- მადრიდის უძველესი უბანი,ტიპიური მადრიდული არქიტექტურით, აივნებით და ღია ფანჯრებით, დღისით მშვიდი, საღამოს ცოცხალი და ხმაურიანი, სადაც მეზობლობა, ისტორია, ბარების კულტურა შესანიშნავად არის შერწყმული ერთმანეთში. აქ მდებარეობს cava baja-ტაპასების ქუჩა, ასევე ცნობილი EL BASTO (ესპანეთის ყველაზე ცნობილი ღია ბაზრობა) . ასევე Iglesia de san francisco el Grande- შთამბეჭდავი ბაროკოს სტილის ეკლესია გუმბათით , რომელიც ვატიკანის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში!
🔰ალმუდენას ტაძარი- მადრიდის მთავარი კათედრალი, სადაც ისტორია, სულიერება და თანამედროვე არქიტექტურა ერთად იკვეთება, შთამბეჭდავი ინტერიერით, გოთიკური სტილის თაღები, ფერადი ვიტრაჟები და თანამედროვე ფრესკები, თუკი გუმბათზე ახვალთ, გადახედავთ სამეფო სასახლეს, თითქმის მთელ ქალაქს და სიერა დე გვადარამის მთებს, განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის დროს.
🔰ატოჩის რკინიგზის სადგური- მადრიდის მთავარი რკინიგზის სადგური, აშენდა 1851 წელს, ძველ მთავარ დარბაზში არის ბოტანიკური ბაღი გაშენებული, პალმებით, ბამბუკებით, ქოლგებით და კუებითაც კი.რკინიგზასთან ერთად ეს ბოტანიკური შედევრი საოცარ ჰარმონიას და განსაკუთრებულ იერსახეს ქმნის.
🔰პრადოს მუზეუმი- მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი, უნიკალური კოლექციით, აქ ნახავთ გოიას, ველასკესის, ელ გრეკოს, ბოტიჩელის, რაფაელის, ტიციანის, რუბენსის და სხვა გენიოსების შედევრებს! მუზეუმი 1819 წელს გაიხსნა, თაბდაპირველად განკუთვნილი იყო ბუნებისმეტყველების მუზეუმად, მაგრამ მეფე ფერნანდო VII-ის და დედოფალ მარია იზაბელას თხოვნით გადაკეთდა ხელოვნების ნიმუშების მუზეუმად! პრადოში დაცულია 6000-მდე ნახატი და 400-მდე სკულპტურა!
🔰Palacio de cibeles- ულამაზესი შენობა, გამორჩეული არქიტექტურით, შიგნით განთავსებულია მუზეუმი, კულტურის ცენტრი და ტერასა ქალაქის ხედით.
🔰Royal Palace-ეს არის მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობა და ერთდროულად სამეფო დიდებულების სიმბოლო, ისტორიის მატარებელი და ხელოვნების საგანძური, გამოიყენება სამეფო ცერემონიებისთვის და შედგება 3481 ოთახისგან.
🔰Gran Via – 1,3 კმ სიგრძის ქუჩა, მადრიდის ბროდვეი! შოპინგის, თეატრის და არტ-დეკოს სამყარო. აშენებულია 1910-1931 წლებში დიდი ურბანული პროექტით, რათა მადრიდი დამსგავსებოდა პარიზს და ნიუ იორკს. აქ ნახავთ ოქროს გუმბათოვან შენობას, ასევე 1929 წელს აგებულ, იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას, ძალიან ბევრი ბრენდული მაღაზიით და ულამაზესი ხედებით ქალაქზე.
🔰საკონდიტრო San Gines- მადრიდის უძველესი კაფე, რომელიც გაიხსნა 1894 წელს. აქ მიირთმევთ ლეგენდარულ ჩუროსს ცხელი შოკოლადით, რომელიც აუცილებელიც კია, მადრიდში ჩამოსვლისას.ამ კაფეში უამრავი ცნობილი ხელოვანი ყოფილა, მწერლები,მხატვრები, მუსიკოსები. ამას გარდა, კაფის განსხვავებული ინტერიერი გულგრილს არავის ტოვებს.
🔵დღე 6 (23 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰გამგზავრება ტოლედოში.
🔰ტოლედოს ნამდვილ ატმოსფეროს მის წვრილ ხეივნებში აღმოაჩენთ, რომელიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის. აქ საფეხმავლო ქუჩები, მშვიდი ეზოები და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები შემოგეგებებათ. ძველ უბანში ბევრი ისტორიული მონუმენტი იყრის თავს: სასახლეები, ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები. საუკუნეების მანძილზე, ქრისტიანები, ებრაელები და მუსლიმები ტოლედოში ერთად ჰარმონიაში და პატივისცემაში ცხოვრობდნენ.
🔰ტოლედოს კათედრალი- გასაოცარი გოთიკური არქიტექტურით და შთამბეჭდავი კოშკურით, ეს კათედრალი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ძეგლია. ის მე-13 საუკუნეში აშენდა. მის ინტერიერში 88 მდიდრულად გაფორმებული თაღი მიიქცევს თქვენს ყურადღებას.
🔰მირადორ დელ ვალე- ტოლედოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია, რომელიც მდინარე ტახოს მოპირდაპირე მხარეს, ქალაქის გარშემო მდებარეობს. აქედან იშლება სრულად პანორამული ხედი ძველ ტოლედოზე — გოთიკური კათედრალით, ალკასარით, სველი სახურავებით და შუასაუკუნეებივით ხვეული ქუჩებით. მთაზე მდებარე ეს გადმოსახედი ფეხით ან საბაგიროთია ხელმისაწვდომი.
🔰პუენტე დე ალკანტარა: მე-13 საუკუნის მავრიტანული ხიდი - ეს ანტიკური რომაული ნაგებობა შუა საუკუნეებში განაახლეს. ალკანტარას ხიდი ერთ-ერთი ბრწყინვალე ადგილია ტოლედოში, რომ მშვენიერი ხედებით დატკბეთ. გადადით მასზე და ისიამოვნეთ წარსულში შებიჯებით.
დაბრუნება მადრიდში.
🔵დღე 7 ( 24 მარტი)
🔰საუზმე სასტუმროში.
🔰თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
🔰17:00 საათი, ფრენა მადრიდიდან ქუთაისის მიმართულებით.
🔰00:30 საათი (უკვე 25 მარტის)- ჩამოსვლა ქუთაისში.
ტურის ღირებულება-2500₾
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთები (ქუთაისი- ბარსელონა/ მადრიდი- ქუთაისი)
✅შიდა ფრენა-ბარსელონა-მადრიდი
✅10კგ ხელბარგი(ზურგჩანთა!)
✅სასტუმრო ბარსელონაში, 2 ღამით
✅სასტუმრო მადრიდში, 4 ღამით
✅საუზმე ორივე სასტუმროში
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ქალაქის მოსაკრებელი(City Tax)
ღირებულებაში არ შედის:
❌მუზეუმების მოსაკრებელი- 160-180 ევრო (თქვენი სურვილისამებრ)
❌აეროპორტიდან ტრანსფერი და ქალაქებში გადაადგილება - 170-180 ევრო
❌ტრანსფერი თბილისიდან ქუთაისამდე და უკან-45ლარი
❌საუზმის გარდა დანარჩენი კვება
❗️გაითვალისწინეთ, რომ ტური არის უმეტესად საფეხმავლო, სანახაობრივად დატვირთული და არ მიეკუთვნება დასასვენებელი ტურების კატეგორიას
❗️გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად
❗️დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება 800 ლარი
❗️ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
❗️საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით. არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება),
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Madrid,Spain
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









