არმაზი, ბაგინეთი, კარსანი, ოლღას მონასტერი

Sat Mar 28 2026 at 10:00 am to 07:00 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10d0\u10e0\u10db\u10d0\u10d6\u10d8, \u10d1\u10d0\u10d2\u10d8\u10dc\u10d4\u10d7\u10d8, \u10d9\u10d0\u10e0\u10e1\u10d0\u10dc\u10d8, \u10dd\u10da\u10e6\u10d0\u10e1 \u10db\u10dd\u10dc\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10e0\u10d8
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
28 მარტს, შაბათს გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს მცხეთის შემოგარენში. ეს არის ტური მათთვის ვისაც არ უნდა დიდხანს მგზავრობა, მაგრამ სურს მთელი დღის ბუნებაში გატარება და თან ისტორიული ძეგლების მონახულება.
☕️🍵 ყავა/ჩაი მთელი დღე ულიმიტოდ და უფასოდ.
ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ქალაქში - “სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ". ვნახავთ ქართლის მთას, სადაც პირველად დასახლდა ქართლოსი და შემდეგ ფარნავზმა ძვ. წ. IV-III სს. ააშენა სამეფო სასახლე, სადაც იყო ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია (ფარნავაზიდან - ვახტან გორგასლის ჩათვლით, შემდეგ თბილისში გადაიტანეს სამეფო რეზიდენცია). აქ ცხოვრობდა 27 მეფე. ავალთ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით გამორჩეულ პატარა ხეობაში, სადაც მდებარეობს ისტორიული სოფელი კარსანი. სწორედ კარსნიდან იყო საქართველოში ქრისტეს კვართის ჩამომტანი ლონგინოზ კარსნელი. ვიხილავთ ლეგენდებით სავსე საიდუმლო ლაბორატორიას და უძველეს ტაძრებს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მცხეთასა და მის შემოგარენზე. ვიმოგზაურებთ არმაზის ხევში, სადაც ტყეშია მიმალული უძველესი ტაძარი. შემდეგ ვესტუმრებით ოლღას მონასტერს,რომელიც მიწით იყო სრულიად დაფარული. ტურს დავასრულებთ ბუნებაში პიკნიკით, დავანთებთ კოცონს და გავუზიარებთ ერთმანეთს დღის ამბებს.
1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. არმაზის ღვთისმშობელი
4. ოლღას მონასტერი
5. არმაზციხე (ბაგინეთი ) სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ძვ. წ. IV-III ს.ს.
6. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.
✔ ტურის ღირებულება: 35 ლარი
👣 ფეხით სასიარულო არ გვაქვს. მხოლოდ ბაგინეთში სამეფო ქალაქში სასეირნო რეჟიმში 1 კმ.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ან 568 71 01 75 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram- saqartvelosbilikebze

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო დიდუბის ზედა მხარეს
9:40 სთ. გავდივართ 10:00 სთ.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში. )
ღირებულებაში შედის:
🚶‍ სერთიფიცირებული გიდი ( მოგიყვებათ ისტორიებს)
🚐 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
☕️🍵 ყავა/ჩაი ულიმიტოდ და უფასოდ
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️
🍔 კვება არ შედის ტურის ღირებულებაში. მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ). კვებისთვის გამოყოფილია ერთხელ გაჩერება (ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში). რაც შეეხება დანარჩენ კვებას ამისათვის იქონიეთ ისეთი საკვები, რასაც გზაში მიირთმევთ. 🍔🍗🥤☕
♨️🍔🍗🥤 ტურის ბოლოს კი გვექნება კოცონ - პიკნიკი და მხიარული ამბები. :*❤
🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
⌚ არ ვაგვიანებთ
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤
Advertisement

Event Venue

საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10d4\u10db\u10dd\u10ea\u10d8\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d0 - \u10d2\u10d6\u10d0 \u10d4\u10db\u10dd\u10ea\u10d8\u10e3\u10e0\u10d8 \u10d1\u10d0\u10da\u10d0\u10dc\u10e1\u10d8\u10e1\u10d9\u10d4\u10dc
Fri, 27 Mar at 02:00 pm ემოციების მართვა - გზა ემოციური ბალანსისკენ

პეკინის გამზირი 30, თბილისი, საქართველო

The Future of Work - HR & Tech Leadership Event
Fri, 27 Mar at 04:00 pm The Future of Work - HR & Tech Leadership Event

Pullman Tbilisi Axis Towers

Building Business Bridges - Business Networking Forum
Fri, 27 Mar at 07:00 pm Building Business Bridges - Business Networking Forum

Biltmore Hotel Tbilisi

Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble
Fri, 27 Mar at 08:00 pm Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი • Vakhtang Salaridze Concert Hall

AI in Education - Workshop for Educators
Sat, 28 Mar at 10:30 am AI in Education - Workshop for Educators

3 Nino Ramishvili Street, 0186 Tbilisi, Georgia

\u10e6\u10d8\u10d0 \u10d9\u10d0\u10e0\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4
Sat, 28 Mar at 11:00 am ღია კარის დღე

S. tsuladze str., 32d, 0113 Tbilisi, Georgia

\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10de\u10e0\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10db\u10d0
Sat, 28 Mar at 12:00 pm ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამა

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia

\u10e3\u10e0\u10d7\u10d8\u10d4\u10e0\u10d7\u10dd\u10d1\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10ee\u10d4\u10da\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d0 * \u10e2\u10d0\u10dc\u10e2\u10e0\u10e3\u10da\u10d8 \u10d5\u10dd\u10e0\u10e5\u10e8\u10dd\u10e4\u10d8
Sat, 28 Mar at 12:00 pm ურთიერთობების ხელოვნება * ტანტრული ვორქშოფი

Sairme Street, 71 Godziashvili Park, 0194 Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events