Advertisement
SOBER RAVE - კოლექტიური მედიტაციისა და თავისუფალი ცეკვის უნიკალური გამოცდილებაა, სადაც მუსიკა, მოძრაობა და სიფხიზლე ერთ მთლიან, ცოცხალ ენერგიად იქცევა.ეს არის სივრცე, სადაც აკუსტიკური მუსიკა, ეთნო ჟღერადობა, გრანდიოზული სირცე და თბილი, კომფორტული გარემო ქმნის სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს - სიფხიზლის სიგიჟეს საუკეთესო მნიშვნელობით.
SOBER RAVE-ზე შენ საკუთარ თავში აღმოაჩენ სიფხიზლის ძალას და იგრძნობ, რომ ნამდვილი გართობა ყოველგვარი დანამატების, სტიმულანტებისა და ხელოვნური გამაძლიერებლების გარეშეც შესაძლებელია.
მედიტაციური პრაქტიკები, იოგური აქტივობები და აკუსტიკური მუსიკის ცოცხალი ვიბრაცია სხეულს ათავისუფლებს, გონებას ამშვიდებს და მოძრაობას ბუნებრივ, თავისუფალ და ლაღ პროცესად აქცევს.
როცა სხეული მუსიკას მიჰყვება, დინამიური მოძრაობა ნელ-ნელა ათავისუფლებს გონებას შიდა დიალოგისგან, ზედმეტი ფიქრებისგან და დაძაბულობისგან. სწორედ ამ დროს იბადება სიფხიზლის ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად არის ღრმა, ენერგიული, თავისუფალი და დაუვიწყარი.
SOBER RAVE არის გამოცდილება, რომელიც დაგანახებს, რომ მუსიკის რიტმში, სუფთა ცნობიერებითა და შინაგანი თავისუფლებით, ცეკვას სრულიად ახალი სიღრმე და სიამოვნება აქვს.
მოემზადე დაუვიწყარი საღამოსთვის, სადაც თავს ერთდროულად იგრძნობ მშვიდად, ძლიერად და უსასრულოდ ცოცხლად.
🤸♀️გაითვალისწინეთ: თან იქონიეთ ინდივიდუალური მატები
💥კეთილი იყოს შენი მობრძანება SOBER RAVE-ზე
Sober Raves პროექტის ორგანიზატორები არიან Yoga Rooms, Lenø Records და Yoga Fest
Advertisement
Event Venue
Lenø Records, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










