Advertisement
🎯ტრენერთა ასოციაცია 2024 წლის ნოემბერში ტრენინგ კურსს გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში აანონსებს, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს გაყიდვებით დაინტერესებული ახალგაზრდების გადამზადება, რომ შეძლონ ამ მიმართულებით დასაქმება და განვითარება.👉 თუ გიზიდავს გამოწვევები და გსურს პროფესიული განვითარება
👉 ეძებ ახალ გამოცდილებას, რომ გამოსცადო შესაძლებლობები გაყიდვებსა და მოლაპარაკებებში
👉 ხარ 20-დან 26 წლამდე სტუდენტი ან კურსდამთავრებული და გსურს გაყიდვების მიმართულებით დასაქმება
🎯ტრენერთა ასოციაცია გთავაზობს ახალ პროექტს - "გაყიდვების აკადემია"
🔑რეზიუმეს და ორმხრივი გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა მხოლოდ 12 მონაწილე, რომელთაც სწავლა, ტრენერთა ასოციაციის მიერ, სრულად დაუფინანსდება.
📌პროგრამის სულ მცირე 4 მონაწილე მიიღებს წამყვან კომპანიებში დასაქმების შეთავაზებას.
👉პროგრამის ხანგრძლივობა: 5 სატრენინგო შეხვედრა+მენტორინგი;
⏳ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და შაბათს (ადგილი და დრო დაზუსტდება მოგვიანებით)
📣პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები, მენტორის დახმარებით, გაივლიან კარიერულ კონსულტაციას და მიიღებენ ტრენერთა ასოციაციის სერტიფიკატს.
💻რეზიუმეს გამოგზავნის ვადა: 9 ნოემბერი, 23:59 საათამდე. სასურველია რეზიუმეს დაურთოთ Linkedin-ის პროფილი. ელ.ფოსტა [email protected]
გისურვებთ წარმატებას!
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 34, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia