Advertisement
🤝 მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარებისა და გამოწვევებისა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ Future Agro Challenge-ის ჩატარება. გვჯერა, რომ ეს არის დრო, როდესაც ინოვაციებმა, ერთიანობამ და გლობალურმა თანამშრომლობამ უნდა გააძლიეროს ჩვენი გზა უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. 🌍Future Agro Challenge-ის ფესვები ევროპაში, საბერძნეთში იღებს სათავეს და სწორედ ეს პლატფორმა აერთიანებს ინოვატორებს, სტარტაპებს და აგროპრენერებს მთელი მსოფლიოდან, რათა ხელი შევუწყოთ პროგრესს და რეგიონის განვითარებას. 🌾
Future Agro Challenge – საერთაშორისო შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების და აგროტურიზმით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. 💡
შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ინოვაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, აგროტექნოლოგიებისა და აგროტურიზმის განვითარებას და გლობალური თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამ ღონისძიების საშუალებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც მზადაა გადადგას ნაბიჯები ევროპული სტანდარტებისკენ და შექმნას ინოვაციური, მდგრადი გადაწყვეტილებები. 🚀
📅 წელს Future Agro Challenge 25-26 დეკემბერს გაიმართება თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის ქუჩა, 5/7) და ეს იქნება შესაძლებლობა, ვაჩვენოთ, რომ პროგრესი, ინოვაცია და ევროპული მომავალი ჩვენი არჩევანია.
Future Agro Challenge ბუთკემპში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა შემდეგი მიმართულებებით:
🍏 კვების ტექნოლოგიები
🤖 აგროტექნოლოგიები (რობოტიკა, დრონები და ა.შ.)
🌾 აგრომეტყევეობა და მეცხოველეობა
🍽️ საკვები/სასმელი (პროდუქტი/საცალო ვაჭრობა)
🌍 კვების ხელმისაწვდომობა და მდგრადობა
🍞 საკვები ნარჩენები
🥗 ნუტრიცია და ჯანმრთელობა
🔬 უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
📦 შეფუთვა და ლოგისტიკა
🎓 აგროგანათლება
🏞️ აგროტურიზმი
🌾 სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება & დამუშავება
მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 22 დეკემბერს, 23:59 საათამდე შემდეგ ბმულზე: 🔗 https://forms.gle/2pco9gPK2ArnjEeW8
შერჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 25-26 დეკემბრის ბუთკემფში ან 26 დეკემბერს თავიანთი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინონ. 🧑🏫
🏆 ეროვნული გამარჯვებული - „წლის აგროპრენერი“ მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, რომელიც 2025 წელს საბერძნეთში გაიმართება. 🌍
ღონისძიების ორგანიზატორი Startup Büro გიწვევთ, ერთად შევქმნათ მომავალი, რომელიც ინოვაციებზე, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. 💙
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ლადო გუდიაშვილის ქუჩა, 5/7, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 9, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia