Advertisement
📣 გახდით საუკეთესო ჰაკერი საქართველოში და მოიგეთ პრიზი! შემოგვიერთდით რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ჰაკათონზე!26 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, SCSA-ს მხარდაჭერით ტარდება შეჯიბრება საქართველოს საუკეთესო ჰაკერების გამოსავლენად! ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, დაამტკიცოთ თქვენი უნარები და კრეატიულობა ხუთი განსხვავებული ვებ-მანქანის გატეხვით, რომელიც სპეციალურად ამ გამოწვევისთვისაა შექმნილი.
რას გთავაზობთ:
ხუთი უნიკალური ვებ-მანქანა, რომელიც გელოდებათ გასატეხად და გამოსაკვლევად;
შესაძლებლობა, შეხვდეთ ტექნოლოგიების სფეროს მოყვარულებს და პროფესიონალებს;
კონკურენტული გარემო, სადაც მხოლოდ საუკეთესოები მოიპოვებენ გამარჯვებას!
🎖პრიზი: საუკეთესო ჰაკერი მიიღებს გეიმერულ ლეპტოპს MSI Thin 15 B12U.
რეგისტრაციის დეტალები: მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი ვებ-გვერდის გატეხვა და დამალული რეგისტრაციის ბმულის აღმოჩენა.
ეს თქვენი შანსია, პირველივე ნაბიჯიდან აჩვენოთ თქვენი შესაძლებლობები!
ღირებულება: მონაწილეობა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია ჩვენი სპონსორების მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორია კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაცია – IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი საქართველოში.
ნუ გამოტოვებთ ამ უიშვიათეს შანსს, რომ დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი საქართველოს მოწინავე ჰაკერებს შორის! ტექნოლოგიების ყველა მოყვარულს, გამოცდილ პროფესიონალს თუ დამწყებ სპეციალისტს – ყველას გელოდებით ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე.
მზად ხართ, რომ იპოვოთ რეგისტრაციის ბმული?
მოიპოვე რეგისტრაციის ბმული: https://hackme.scsa.ge/
გახდით ღონისძიების სპონსორი და ისარგებლეთ ექსკლუზიური შეთავაზებებით!
ჩვენ შევიმუშავეთ 4 სახის სასპონსორო პაკეტი, რომელიც მოახდენს თქვენი ბრენდის, პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირებას ტექნოლოგიებითა და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ 300k-ზე მეტი მოცულობის Facebook, Tiktok, Instagram აუდიტორიასთან!
რატომ უნდა გახდეთ სპონსორი?
მიიღებთ წვდომას ტოპ კიბერუსაფრთხოების ტალანტებთან: სპონსორებს შეეძლებათ უშუალოდ დაუკავშირდნენ მონაწილეებს და დაამყარონ კონტაქტები კიბერუსაფრთხოების მომავალ ლიდერებთან;
ბრენდის ხილვადობის გაზრდა: თქვენი ლოგო განთავსდება ღონისძიების მასალებსა და სოციალურ მედიაში (facebook, instagram, tiktok), 300k მეტი მოცულობის მიზნობრივი აუდიტორიით;
ექსკლუზიური შესაძლებლობა: სატიტულო სპონსორის პოზიცია ჯერ კიდევ ღიაა, რაც გთავაზობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდის უნიკალურ შანსს.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
1 Paata Saakadze Street, 0102 Tbilisi, Georgia, პაატა სააკაძის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia