Advertisement
🎉 28 მაისს, 21:00 საათზე, კაფე მზიურის ეზოში ღია კინოჩვენებები ბრუნდება!📽️ ფილმის შესახებ:
38 წლის დათუნა ტელევიზიის არქივში მუშაობს და დედასთან ერთად მოსაწყენ, ერთფეროვან ცხოვრებას ეწევა. ადამიანებთან ურთიერთობაში დიდი სირთულეების გამო, ის თავისი მეზობელი მარგოს, მარტოხელა დედის სახელით, ყალბ პროფილს ქმნის სოციალურ ქსელში და მისი პიროვნებით იწყებს ურთიერთობას უცნობებთან. ის, რაც თავიდან უწყინარ გართობად მოეჩვენა, მალე საშიშ მანიპულაციად იქცევა და სრულიად ცვლის როგორც მარგოს, ისე თავად დათუნას ცხოვრებას.
რეჟისორი: პაპუნა მოსიძე
ხანგრძლივობა: 94 წუთი
ქვეყანა: საქართველო
წელი: 2025
✅ დასწრება თავისუფალია,
♿️ სივრცე #ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეებისთვის.
💙 მზიურის კინოჩვენებები იმათება თიბისის მხარდაჭერით
🎯 პროექტის მიზანია:
🔹 კინოს მეშვეობით აქტუალური თემების განხილვა სხვადასხვა თაობის მაყურებელთან
🔹 ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებელთან უშუალო დიალოგის წახალისება
🔹 თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენება
🔴 მერიის აუქციონის პირობები არ გამოქვეყნებულა. ვაგრძელებთ მუშაობას.
Advertisement
Event Venue
კაფე მზიური • Cafe Mziuri, Chavchavadze ,Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










