Advertisement
სპექტაკლი "სხვანაირი" ქართველი ცნობილი მწერლის ჯემალ ქარჩხაძისპრეისტორიული მოთხრობის "იგი"-ს მიხედვით დადგმული მარიონეტული
სპექტაკლია, ამბავი მოგვითხრობს ერთი პირველყოფილი კაცის ისტორიას,
რომელიც თავის ტომში პირველი განიცდის ევოლუციას და წელში იმართება,
პირველად ახედავს ცას იწყებს ფიქრს, უჩნდება შეგრძნებები, პირველად უყვარდება
ქალი და იწყებს საკუთარი თავის შეცნობას, მაგრამ ეს ყოველივე აშინებს ირგვლივ
მყოფებს და ტომის ბელადს.....
სპექტაკლის ქრონომეტრაჟი 35 წუთია. რეალისტური დეკორაციები და ადამიანებს
მიმსგავსებული თოჯინები, ერთობლივად ქმნიან ანიმაციური ფილმისა და თეატრის
ჯადოსნურ სინთეზს.
სპექტაკლის სცენოგრაფი და რეჟისორი: გიორგი ჩხაიძე
თოჯინების მხატვარი და ოსტატი: მერი დარცმელიძე
ორიგინალური მუსიკის ავტორი/კომპოზიტორი: გიორგი ტრაპაიძე
მონაწილე მეთოჯინეები:
მარიკა ბულეიშვილი
ირინე ღლონტი
მერი დიასამიძე
ფრიდონ მოდებაძე
ანა მალაზონია
მერი დარცმელიძე
გიორგი არველაძე
თეატრის დირექტორი: თემურ მახარაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ჩხაიძე
მისამართი: ბათუმი,ზურაბ გორგილაძის 2. ტელეფონი: 599 86 05 86. ელ ფოსტა: [email protected] ვებ-გვერდი: batumimarionette.com
bileTebi.ge
https://biletebi.ge/concerts/the-different-marionette-story
Advertisement
Event Venue
georgia, adjara, batumi, 6010 Batumi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





