"საერთო შრომით" - საპირველმაისო კონფერენცია

Fri, 01 May, 2026 at 02:00 pm UTC+04:00

Museum Hotel Tbilisi | Tbilisi

\u10db\u10dd\u10eb\u10e0\u10d0\u10dd\u10d1\u10d0 \u10e1\u10dd\u10ea\u10d8\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10d8 \u10d3\u10d4\u10db\u10dd\u10d9\u10e0\u10d0\u10e2\u10d8\u10d8\u10e1\u10d7\u10d5\u10d8\u10e1 \u2022 Movement for Social Democracy
Publisher/Hostმოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის • Movement for Social Democracy
"\u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10dd \u10e8\u10e0\u10dd\u10db\u10d8\u10d7" - \u10e1\u10d0\u10de\u10d8\u10e0\u10d5\u10d4\u10da\u10db\u10d0\u10d8\u10e1\u10dd \u10d9\u10dd\u10dc\u10e4\u10d4\u10e0\u10d4\u10dc\u10ea\u10d8\u10d0
Advertisement
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობები გვპირდებიან დემოკრატიას, თავისუფლებას, განვითარებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე წრეზე მივდივართ: სოციალური ყოფის გაუმჯობესების ნაცვლად ეკონომიკის გაბატონებული ნეოლიბერალური მოდელი მიზანმიმართულად გვაღარიბებს. ერთეულები ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან და შემდეგ ჩვენი ამ ეკონომიკური უძალობის ნიადაგზე ახერხებენ პოლიტიკური ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდებასაც.
ჩვენი მოძრაობა ერთ წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ საქართველოს დღევანდელი ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ სისტემურ გარდაქმნაშია:
დემოკრატია არ შეიძლება დაიყვანებოდეს რამდენიმე წელიწადში არჩევნებში ვინმესთვის ხმის მიცემაზე. ადამიანებს უნდა მიეცეთ ქვეყნის ბედიღბლის განსაზღვრაში სრულფასოვანი, ყოველდღიური თანამონაწილეობის ინსტიტუციური ბერკეტები. სახელმწიფო აპარატი ვეღარ უნდა იქცეოდეს განცალკევებულ პრივილეგირებულ კასტად, რომლის ხელშიც დღეს სახელმწიფო კაპიტალის მოსამსახურედაა ქცეული, ხალხი და ბუნება კი - ოლიგარქიის გამდიდრების საშუალებად.
35 წლის ჩაკეტილი წრიდან გავაღწევთ მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური დოვლათი სამართლიანად გადანაწილდება და თითოეული მოქალაქე გახდება ქვეყნის ბედის - მისი პოლიტიკისა და ეკონომიკის - თანაშემოქმედი. ესაა ჩვენთვის სოციალური დემოკრატია.
დაარსების დღიდან თვითონ მოძრაობაც ამ პრინციპით მუშაობს: 180 წევრი თანასწორ გარემოში ერთობლივად მოქმედებს და ამუშავებს პროგრამულ ხედვებს ქვეყნის საკვანძო დარგებზე.
მოძრაობა პარტიად გარდაქმნას ესწრაფვის, მაგრამ მიზანია არა მორიგი პარტიის დარეგისტრირება, არამედ სოციალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული ერთობის შექმნა, სადაც თითოეული წევრი იგრძნობს, რომ ეს ერთობა მას ეკუთვნის და მისი თანამშრომლობით იქმნება.
ამ გზაზე, 1 მაისს გიწვევთ საპროგრამო კონფერენციაზე, სადაც საერთო მსჯელობად ვაქცევთ იმ ხედვებს ეკონომიკაზე, შრომასა და სოციალურ პოლიტიკაზე, რაც აქამდე მოძრაობის შიგნით მუშავდებოდა.
კონფერენციაზე წარვადგენთ:
▪️ ეკონომიკური პროგრამის დებულებებს;
▪️ შრომის პოლიტიკის ძირითად თეზისებს;
▪️ სოციალური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს.
🔴 ღონისძიების მთავარი ნაწილი იქნება სამუშაო განხილვა, თანასწორი დისკუსია საქართველოს ეკონომიკის, სოციალური ცხოვრებისა და შრომითი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ. გამოთქმული მოსაზრებები სათანადოდ აისახება პროგრამულ დოკუმენტებში, რომელთაც მოძრაობის საერთო კრება დაამტკიცებს.
📝 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/maydaymsd
📍შეხვედრა გაიმართება 2026 წლის 1 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ (Museum Hotel Tbilisi, ვახტანგ ორბელიანის 8/10).
Advertisement

Event Venue

Museum Hotel Tbilisi, Vakhtang Orbeliani Street 8/10,Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Discover more events by tags:

Conferences in Tbilisi

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10e6\u10d8\u10d0 \u10d9\u10d0\u10e0\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4
Fri, 01 May at 02:00 am ღია კარის დღე

Besiki 5, Tbilisi, Georgia

3-\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10d0\u10dd-\u10d9\u10da\u10d0\u10e0\u10ef\u10d4\u10d7\u10e8\u10d8
Fri, 01 May at 06:00 am 3-დღიანი ტური ტაო-კლარჯეთში

თბილისი; რუსთაველის გამზ. 38, 0108 Tbilisi, Georgia

\u10e2\u10e0\u10dd\u10e4\u10d8 - \u10d7\u10e0\u10d0\u10d8\u10d0\u10da\u10d8 2026 Trophy Trial
Fri, 01 May at 10:00 am ტროფი - თრაიალი 2026 Trophy Trial

რაჭა• Racha

AI \u10d0\u10d5\u10e2\u10dd\u10db\u10d0\u10e2\u10d8\u10d6\u10d0\u10ea\u10d8\u10d0 \u10d3\u10d0 \u10d0\u10d2\u10d4\u10dc\u10e2\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10e8\u10d4\u10e5\u10db\u10dc\u10d0
Fri, 01 May at 07:00 pm AI ავტომატიზაცია და აგენტების შექმნა

თსუ-ს პირველი კორპუსი

My Own Private Alaska | Tbilisi | Mechanica Club
Fri, 01 May at 08:00 pm My Own Private Alaska | Tbilisi | Mechanica Club

Mechanica.Club / მუსიკალური კლუბი მექანიკა

Kolga Tbilisi Photo 2026 | Grand Opening & Award Ceremony
Fri, 01 May at 08:30 pm Kolga Tbilisi Photo 2026 | Grand Opening & Award Ceremony

3 David Bakradze street. Tbilisi. Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events