Advertisement
📚 წიგნის პრეზენტაცია თბილისის წიგნის დღეებზე!გიწვევთ ოლივერ რაისნერის ახალი წიგნის — „ქართველი ერის სკოლა“ — პრეზენტაციაზე!
📅 16 ნოემბერი, 15:00
📍 თბილისის წიგნის დღეები, ექსპო ჯორჯია
🎙 მოდერატორი: ნატო ალხაზიშვილი
ოლივერ რაისნერის მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე შექმნილი წიგნი მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების — პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის — შექმნისა და მოღვაწეობის ისტორიას.
🔹 „ქართველი ერის სკოლა“ აღწერს, თუ როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება, ცოდნის, განათლებისა და კულტურის გავრცელება და ქართველთა თაობებისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა.
🌿 წიგნი წარმოაჩენს ამ საზოგადოებას, როგორც მოძრაობას, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმოშობის, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულებების ადამიანები საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ.
👥 მკითხველი გაიცნობს როგორც საზოგადოების რიგით წევრებს, ისე ცნობილ მოღვაწეებსაც — ყოველდღიური შრომის სირთულეებსა და დიდ წარმატებებს შორის.
✨ გელოდებით პრეზენტაციაზე!
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
წერეთლის 118 ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო კომპლექსი, მე-3 პავილიონი, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











