Advertisement
📚16 ნოემბერს Tbilisi Book Days 2025-ის ფარგლებში გაიმართება აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ახალი რესურსის - „ჩემი წიგნების რვეული“ - პრეზენტაცია.✍️ჩემი წიგნების რვეული – ეს არის 7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შექმნილი აქტივობებით სავსე კრებული, რომელიც კითხვის პროცესს აქცევს უფრო საინტერესო და ღირებულ გამოცდილებად.
ლიტერატურის პედაგოგისა და მწერლის, მარიამ ჯამდელიანის მიერ შედგენილი ეს რვეული მშობლებისა და მასწავლებლებისთვის არის საიმედო რესურსი, რომელიც:
• ხელს უწყობს ტექსტის გააზრებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
• ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, წერითი და შემოქმედებითი დავალებებით საკუთარი კითხვის გამოცდილება შემოინახოს;
• კითხვის პროცესს აქცევს აღმოჩენად და თავგადასავლად.
რვეულში მოცემული აქტივობები განკუთვნილია სამი წიგნისთვის და თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნაწარმოებისთვის, რადგან სავარჯიშოები უნივერსალურია. ბავშვი ისწავლის არამხოლოდ „სწორად“ წაკითხვას, არამედ საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოხატვასაც.
წარმდგენები:
მარიამ ჯამდელიანი, მარიამ ტურძილაძე.
🕠 პრეზენტაცია დაიწყება 17:30 საათზე
📍 მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი 118
✅ პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Expo Georgia ექსპო ჯორჯია, 118 Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











