Advertisement
2026 წლის 11 იანვარს გაბრიელ შირაზთან ერთად გეპატიჟებით განსაკუთრებულ საღამოზე.ამჯერად ადგილები შეზღუდულია.
გიწვევთ ჩვენს სივრცეში ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიის სამყაროში ჯავშნის ლღვობის პროცესისთვის თვალის გასადევნებლად. დღის განმავლობაში გავეცნობით და საკუთარ თავში გავიტარებთ ბიოდინამიკური ფსიქოთერაპიისადმი გერდა ბოისენის მიდგომას, რომელიც ჩვენში არსებულ სასიცოცხლო ძალასა და შეხების, მოძრაობისა და სუნთქვის მეშვეობით ჯავშნის ლღვობის ტრანსფორმაციულ პროცესზე ახდენს ფოკუსირებას.
ბიოდინამიკური ფსიქოთერაპია ხელს უწყობს სხეულში დაგროვილი დაძაბულობისა და ემოციური ჯავშნის ცნობიერად მოსმენასა და მისგან ეტაპობრივად გათავისუფლებას. ეს არის უსაფრთხო სივრცეს საკუთარი რესურსების კვლევისათვის, ბიოდინამიკური სუნთქვისა და შეხების ტექნიკების ასათვლისებლად; აგრეთვე გაეცნობით ვარჯიშებს, რომლებიც ხელს უწყობს სხეულში სიცოცხლისუნარიანობის, სპონტანურობისა და შინაგანი მოძრაობის აღდგენას.
ვორქშოფი დაგეხმარებათ უკეთ შეიგრძნოთ საკუთარი საზღვრები, დაამყაროთ უფრო თბილი და თანაგრძნობით სავსე კავშირი საკუთარ თავთან და თანდათანობით გამოავლინოთ ის ბუნებრივი ენერგია, რომელსაც დაძაბულობა უმოქმედობაში ამყოფებდა.
ვორქშოფი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგიის სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვინც საკუთარი თავი შეცნობისა და პიროვნული ზრდის გზაზე დგას. თითოეული მონაწილე ვორქშოფიდან წაიღებს იმას, რაც მას სჭირდება დროის მოცემულ მომენტში განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა.
დეტალებისთვის მოგვწერეთ/დაგვირეკეთ.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/iqrKVKH1nt9RpFNT8
უზრუნველყოფილი იქნება ქართულენოვანი თარგმანი.
Gabriel Shiraz is an experienced therapist specializing in body psychotherapy and couples therapy, with over 25 years of teaching and clinical experience in multiple international settings.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
გალაკტიონ ტაბიძის 3/5, 0108 Tbilisi, Georgia, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





![Karaoke Night With Fasial [Weekly Expat Event]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czIvYmFubmVycy82NGNkN2MyNTRhZWQ3YWNiNjMzZTYyYzY5OWZlOGYzNTA5MmZkZWI0MGY5OGY2MzM4MDMyNmNlZGVlOTE3YjQ4LXJpbWctdzEyMDAtaDYyOC1kY2NkNGY0MS1nbWlyP3Y9MTc2NzU2NjcwNg.avif)





