Advertisement
📚 წიგნის პრეზენტაციადოქტორი რაინეგსი და გრაფი კოჰარი საქართველოში
ავტორი - რაინერ პეტო
გერმანულიდან თარგმნა ქეთევან ნიკოლაძემ
📌 24 აპრილი, 17:00 – 17:30
📌ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი
📚 თბილისის წიგნის ბაზრობა
წიგნს წარადგენენ: ანა მარგველაშვილი, ქეთევან ნიკოლაძე
თბილისის წიგნის ბაზრობაზეე, 24 აპრილს, გამომცემლობა „ალონი“ წარადგენს ახალ წიგნს - „დოქტორი რაინეგსი და გრაფი კოჰარი საქართველოში“.
თანამედროვე გერმანელი ავტორის, ზაარბრიუკენში მცხოვრები რაინერ პეტოს 2000 წელს გამოცემული წიგნს საფუძვლად, ავტორის მიერ განხორციელებული სიღრმისეული კვლევა და ისტორიული წყაროების მიმოხილვა უდევს.
ბატონ პეტოსთან ელექტრონული მიმოწერისას ასეთი აზრი გამოითქვა: რაინეგსმა არა მხოლოდ თავისი თანამედროვენი შეიყვანა შეცდომაში, არამედ მომავალი თაობებიც დააბნია. ბიოგრაფიული ცნობარების მაშინდელმა და შემდგომმა ავტორებმა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გადაიღეს მისი „შელამაზებული“ ავტობიოგრაფია, შემდეგ კი სხვებმაც მათგან გადაწერეს. რაინერ პეტომ კი ფაქტები მაქსიმალურად შეისწავლა და მოახერხა კიდეც ნაწილის უარყოფა.
წიგნი ერეკლე მეფის დროს, მის კარზე მყოფ და ოჯახთან დაახლოებულ იაკობ რაინეგსა და სხვადასხვა წყაროს შეპირისპირებას ეხება. იმედი გვაქვს, რომ ეს მძაფრსიუჟეტიანი თხრობა, წყაროებზე დაფუძნებული პროზა, არაერთ ქართულეონოვან მკითხველს დააინტერესებს და იაკობ რაინეგსის გარშემო კრიტიკულ დისკუსიაშიც შეიტანს თავის წვლილს.
Advertisement
Event Venue
Expo Georgia, თიბისი ბანკი, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











