Advertisement
🤝 როგორ ვქმნით უსაფრთხო და ჰარმონიულ გარემოსიმისათვის, რომ ეს თავგადასავალი იყოს ორგანიზებული, უსაფრთხო და ყველასთვის სასიამოვნო, არსებობს რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომლის დაცვაც ყველა მონაწილის პასუხისმგებლობაა:
▪️ტურს ხელმძღვანელობს გამოცდილი გიდი;
▪️ტურის მიმდინარეობისას ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს - ეს აუცილებელია უსაფრთხოებისთვის;
▪️შეკრების ადგილზე დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
▪️აკრძალულია ნებისმიერი სახის ან რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება და მოხმარება;
▪️მარშირებისას არ გამოიყენება ყურსასმენები;
▪️ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
▪️ტრანსპორტში მოწევა აკრძალულია;
▪️კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი: პოლიტიკაზე, ფეხბურთზე, რელიგიაზე;
▪️„მწვანე ზებრა“-ს გასვლის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;
👣 ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
▪️დღე I 6 კმ, საშუალო სირთულის რელიეფი, ალპური ბილიკი. 200 მეტრიანი მკვეთრი აღმართი.
▪️დღე II 6 კმ, საშუალო სირთულის რელიეფი, ალპური ბილიკი. 200 მეტრიანი მკვეთრი დაღმართი.
⚠️ ტურის სირთულე:
★★★☆☆ - (საშუალო)
საშუალო მანძილი, საშუალო სიმძიმის ზურგჩანთა.
ღირსშესანიშნაობანი:
▪️მწვერვალ ხორისარის ზეგანი;
▪️სამოთხის საბანაკე;
▪️ულამაზესი ხედები მყინვაწვერზე;
▪️ხედები მწვერვალ ხორისარზე;
🥾 აუცილებელი აღჭურვილობა - შენი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის:
▪️3 სეზონიანი კარავი, საძილე ტომარა, საგებელი;
▪️წყალგაუმტარი სალაშქრო კოჭის მაფიქსირებელი ფეხსაცმელი;
▪️სალაშქრო ზურგჩანთა მინიმუმ 55-60 ლიტრი;
▪️თბილი მოსაცმელი, ქუდი, ხელთათმანები(საღამოსთვის);
▪️ინდივიდუალური აფთიაქი;
▪️სალაშქრო ჯოხები;
▪️სალაშქრო გაზქურა;
▪️მზის დამცავი საშუალებები
▪️ფანარი;
▪️გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები
🍲 კვება და წყალი
კვება ინდივიდუალურად, იქონიეთ 2 დღის სამყოფი საჭმელი და სასმელი, ასევე არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.
წყალი მინიმუმ 2 ლიტრი (წყლის შევსების შესაძლებლობა იქნება საბანაკეზე)
❤️ ჯანმრთელობა
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და სხვ.) აუცილებელია წინასწარ გვაცნობოთ.
სასურველია ინდივიდუალური აფთიაქის ქონა
📍 შეკრების ადგილი და დრო
📌 M დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
📅 𝟯𝟬.𝟬𝟱.𝟮𝟬𝟮𝟲
⏰ შეკრება - 07:30 საათი | გასვლა - 08:00 საათი
რისკები/საფრთხეები:
▪️წვიმის/ნისლის შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ხედი და სანახაობა;
💰 ფასი: 105 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: სამოთხე
ფასში შედის:
▪️ტრანსპორტირება
▪️საფეხმავლო გიდი;
▪️ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (კარავი, საძილე, საგებელი);
🎁 ერთგულების ბონუსები
▪️მეხუთე გასვლა საჩუქრად - თეთრი მაისური
▪️მეთოთხმეტე - ცისფერი მაისური
▪️ოცდამეორე - მწვანე მაისური
გაითვალისწინეთ, რომ ტურის გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ დაბრუნდება.
📱 დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკე:
598 84 36 50 - დავითი
558 10 26 16 - ირინა
598 36 23 39 - ლეონი
Advertisement
Event Venue
Kazbegi, სს ყაზბეგი, მარცხენა სანაპირო ბარათაშვილი სანაპირო, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.








