ფსიქოლოგიის ზოგადი კურსი

Sat, 24 Jan, 2026 at 10:30 am UTC+04:00

შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო | Tbilisi

Tbilisi Gestalt Institute
Publisher/HostTbilisi Gestalt Institute
\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10d8\u10e1 \u10d6\u10dd\u10d2\u10d0\u10d3\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Advertisement
გაინტერესებს ადამიანის გონება, გრძნობები და ქცევა? გსურს ფსიქოლოგიის საფუძვლების შესწავლა ინტერაქტიულად და პრაქტიკული გამოცდილებით? ეს კურსი შენთვისაა!
🎯 ვისთვის არის კურსი?
• ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვინც ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული;
• მათთვის, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ფსიქოლოგიით და არ იცის საიდან დაიწყოს ცოდნის მიღება;
• თბილისის გეშტალტ ინსტიტუტისა და ფსიქოთერაპიის რომელიმე მიმართულების ინსტიტუტის სტუდენტთათვის და მომავალი სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ზოგადი ფსიქოლოგიური განათლების მიღებისა და სამაგისტრო საფეხურისთვის მომზადებისკენ
რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა ეს კურსი?
ეს კურსი უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ თეორიის მოსმენა, არამედ პირადი გამოცდილებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით ფსიქოლოგიის სწავლა. სწავლების პროცესში გამოყენებულია ინტერაქტიული მეთოდები: როლური თამაშები, ჯგუფური დისკუსიები, ქეისების ანალიზი, სიმულაციები და მინი-კვლევები, რაც ხელს უწყობს ცოდნის ღრმად ათვისებას და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.
💡 რატომ არის კურსი უნიკალური?
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ხშირია ზედაპირული ან ერთმხრივი კურსები. ჩვენი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:
• გაეცნობა ფსიქოლოგიის ისტორიულ განვითარებას, ძირითად თეორიებსა და თანამედროვე მიმართულებებს;
• შეძლებს ადამიანის ტვინისა და ნერვული სისტემის სტრუქტურებისა და ფუნქციების ახსნას და მათ ქცევასა და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებას;
• გაითავისებს პიროვნების, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ძირითად მოდელებს;
• ახსნის სწავლების, მეხსიერებისა და მოტივაციის პროცესებს და შეძლებს მათი დაკავშირებას ყოველდღიურ ქცევასთან;
• ამოიცნობს სოციალური გავლენის, ჯგუფური დინამიკისა და სტრესის როლს ინდივიდისა და საზოგადოების ცხოვრებაში;
• გაეცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოპათოლოგიის ძირითად ცნებებს და DSM-5-ICD-11 კლასიფიკაციებს, შეძლებს ძირითადი აშლილობების ამოცნობასა და აღწერას;
• დაეუფლება ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდების გამოყენებასა და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებას.
👩‍🏫 ლექტორები:
ლანა რუაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი
მარიამ მაჭავარიანი – ფსიქოლოგი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მოწვეული ლექტორი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი
🕒 ხანგრძლივობა: 11 თვე (თვეში 1 მოდული)
📅 კურსის დაწყების თარიღი: 24 იანვარი, 2026
⏰ გრაფიკი: შაბათ-კვირას, 3–4 საათი თითო შეხვედრა
💲ფასი: 2400 ლარი, გადახდის მოქნილი გრაფიკით
👩‍🎓კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
🔗კურსის დეტალური აღწერა: https://tbilisigestalt.ge/wp-content/uploads/2025/10/Introduction-to-Psychology.pdf
📄რეგისტრაცია: https://forms.gle/bH9VkSxppwrtVTi17
📞 დამატებითი დეტალებისთვის: მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets
Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

PSYONIX
Fri, 23 Jan at 12:00 pm PSYONIX

პეტრე მელიქიშვილის 30

I Want Change * 3 Days  Bodywork Therapy Workshop WIth  Devaraj
Fri, 23 Jan at 07:00 pm I Want Change * 3 Days Bodywork Therapy Workshop WIth Devaraj

Sairme Street, 71 Godziashvili Park, 0194 Tbilisi, Georgia

Tbilisi Tango Marathon 7th Edition 2026
Fri, 23 Jan at 08:00 pm Tbilisi Tango Marathon 7th Edition 2026

Tbilisi Tango

\ud83c\uddec\ud83c\uddea Tbilisi Networking Days \u2013 January 24, 2026 (Saturday)
Sat, 24 Jan at 11:00 am 🇬🇪 Tbilisi Networking Days – January 24, 2026 (Saturday)

Pullman Tbilisi Axis Towers

Tbilisi  Networking Days\ud83c\uddec\ud83c\uddea \/ January 24
Sat, 24 Jan at 11:00 am Tbilisi Networking Days🇬🇪 / January 24

Pullman Tbilisi Axis Towers

Leader-Bet Drift Winter CUP 2025 - Round 1
Sun, 25 Jan at 10:00 am Leader-Bet Drift Winter CUP 2025 - Round 1

Lilo Arena

January meet up
Sun, 25 Jan at 12:00 pm January meet up

ბაზარი • Bazari

\u10e3\u10db\u10d0\u10e6\u10da\u10d4\u10e1\u10d8 \u10da\u10d8\u10d2\u10d0: \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 3
Sun, 25 Jan at 01:30 pm უმაღლესი ლიგა: ტური 3

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

t.A.T.u - First time in Georgia | Tbilisi
Fri, 30 Jan at 09:00 pm t.A.T.u - First time in Georgia | Tbilisi

სპორტის სასახლე

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events