უძველესი ცივილიზაციის კვალდაკვალ: თეჯისი, ედიქილისა, ნარდევანი, რეხა და ა.შ

Sat May 03 2025 at 08:00 am to 10:00 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10e3\u10eb\u10d5\u10d4\u10da\u10d4\u10e1\u10d8 \u10ea\u10d8\u10d5\u10d8\u10da\u10d8\u10d6\u10d0\u10ea\u10d8\u10d8\u10e1 \u10d9\u10d5\u10d0\u10da\u10d3\u10d0\u10d9\u10d5\u10d0\u10da: \u10d7\u10d4\u10ef\u10d8\u10e1\u10d8, \u10d4\u10d3\u10d8\u10e5\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d0, \u10dc\u10d0\u10e0\u10d3\u10d4\u10d5\u10d0\u10dc\u10d8, \u10e0\u10d4\u10ee\u10d0  \u10d3\u10d0 \u10d0.\u10e8
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
3 მაისს, შაბათს ვიმოგზაურებთ 3000 წლის წინანდელ წარსულში. გთავაზობთ ერთ დღიან უცხო ტურს, უძველესი ცივილიზაციის კვალდაკვალ წალკის მუნიციპალიტეტში.

🚌 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

1. ბარეთის ტბა
2. თეჯისის წმ. ნიკოლოზი ეკლესია სოფელში ქვის გალავნით
3. თეჯისის ხიდი
4. თეჯისი აია კონსტანტინის ცენტრში - შიგ ეკლესიაში - დგას დიდი ზომის მენჰირი, რომელზედაც ქრისტიანულ ხანაში ჯვარი ამოუტიფრავთ. ეკლესიის მახლობლად წრიული წყობის მეგალითური ნაგებობებია.
5. ედიქილისას წმ.დემეტრეს ეკლესია, ედიქილისას სასახლე
6. აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია მე-6-7 სს
7. ნარდევანის ოლთისის ციკლოპური ციხე ძვ.წ.აღ I ათასწლ. (3000 წლის წინანდელი)
8. კუში - 6 ს. ეკლესია
9. გუმბათის ციკლოპური ციხე - ძვ. წ. II-I ათასწლ.
10. ავრანლოს ციხე, ავრანლოს ქვა ასომთავრული წარწერით ძვ.წ. I ათასწლ. (3000 წლის წინანდელი)
11. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ტაძარი სოფელ რეხასთან, ე.წ. თომას სამლოცველო და მასთან არსებული წყარო. აშენებულია მიწაში ჩამარხული უძველესი ტაძრის ნანგრევებზე.
(ტაძრის შესახებ ისტორიის სანახავად გადადით ამ ივენთის განხილვაში).
12. ბერთას სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი - სასწაულმოქმედი კალმახები

✔ ტურის ღირებულება: 50 ლარი

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555 40 76 50 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

👣 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - ჯამში 1 კმ.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

⚠️⚠️⚠️ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ⚠️⚠️⚠️
გთხოვთ სანამ ტურზე ჩაგვეწერებით დეტალები წაიკითხოთ სრულად. ასევე მეგობრები თუ მოგყავთ, მათაც გააცანით ტურის დეტალები წინასწარ ❤️

🏃‍♀️ გამყოლს აქვს უფლება, საჭირობისამებრ გადაანაცვლოს სანახავი ადგილები ანუ მიმდევრობა შეუცვალოს. ეს იმას არ ნიშნავს რომ რაიმეს გამოვტოვებთ, ყველაფერს განახებთ რაც ტურში გვიწერია ( გარდა იმ შემთხვევისა თუ სადმე გზა გაფუჭდა ან შეიქმნა ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ. ). როცა ყოჩაღი ჯგუფია დამტებით ვნახულობთ კიდევ რამეს.

🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
🚶‍ გამყოლი (გამყოლი არის ადამიანი, რომელსაც ევალება ტურის ორგანიზება, ასევე ტურზე სანახავ ძეგლებზე და იმ ადგილებზე, სადაც ეს ძეგლები მდებარეობს, მოგიყვებათ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და მთავარ ისტორიებს. თუ ჯგუფს სურვილი ექნება მაგალითად დეტალურად ყველა ეკლესიის ჩუქურთმების, არქიტექტურის, ფრესკების და ა.შ. განხილვა, ამ შემთხვევაში ჯგუფი ქირაობს ადგილობრივ გიდს, რომელიც იმ კონკრეტულ ადგილზე მუშაობს).
🚐 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
📸 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ღირებულებაში არ შედის:
🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი ან ქოლგა ☔, თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 🧢
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
🌞☁️🌤⛈️ამინდზე ორგანოზატორი არ არის პასუხისმგებელი. ტურზე ჩაწერის წინ თავად გადაამოწმეთ ამინდი და ისე ჩაგვეწერეთ. წვიმის გამო ტურები არ გადაიდება. ტური გადაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში სამანქანო გზები თუ დაიკეტება.
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

საქართველოს ბილიკებზე, Republic 24, გიორგი ახვლედიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

\u10e1\u10d4\u10e5\u10e1\u10e3\u10d0\u10da\u10dd\u10d1\u10d0\u10e1\u10d7\u10d0\u10dc \u10db\u10e3\u10e8\u10d0\u10dd\u10d1\u10d0 \u10d2\u10d4\u10e8\u10e2\u10d0\u10da\u10e2 \u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0\u10e8\u10d8
Fri, 02 May, 2025 at 10:00 am სექსუალობასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში

თბილისი, ღამბაშიძის 3

\u10db\u10d4\u10e4\u10d4 - \u10db\u10dd\u10d5\u10d8\u10d3\u10d0 \u10d3\u10e0\u10dd
Fri, 02 May, 2025 at 08:00 pm მეფე - მოვიდა დრო

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

\u10ef\u10d0\u10d3\u10dd\u10e1\u10dc\u10e3\u10e0\u10d8 \u10d4\u10d9\u10e0\u10d0\u10dc\u10d8 - \u10d0\u10db\u10d1\u10d4\u10d1\u10d8 \u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10e3\u10da\u10d8 \u10d0\u10dc\u10d8\u10db\u10d0\u10ea\u10d8\u10d8\u10d3\u10d0\u10dc
Sat, 03 May, 2025 at 08:00 pm ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართული ანიმაციიდან

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

Vendredi sur Mer @ MonoHall in Tbilisi
Sat, 03 May, 2025 at 08:00 pm Vendredi sur Mer @ MonoHall in Tbilisi

MonoHall

Vendredi Sur Mer
Sat, 03 May, 2025 at 10:00 pm Vendredi Sur Mer

2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi, Tbilisi, Georgia

Brazilian Film Festival in Tbilisi - In Therapy
Mon, 05 May, 2025 at 07:30 pm Brazilian Film Festival in Tbilisi - In Therapy

2 Dzmebi Kakabadzeebi St., Tbilisi, Georgia

Quest Pistols In Tbilisi
Mon, 05 May, 2025 at 08:00 pm Quest Pistols In Tbilisi

Elektrowerk

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events