ტობავარჩხილის ტბები

Fri, 28 Aug, 2026 at 12:00 am to Wed, 02 Sep, 2026 at 12:00 am UTC+04:00

შუამთის ქუჩა, Tbilisi, Georgia | Tbilisi

\u10db\u10dd\u10da\u10d0\u10e8\u10e5\u10e0\u10d4\u10d7\u10d0 \u10d9\u10da\u10e3\u10d1\u10d8  \u10e4\u10d4\u10dc\u10d8\u10e5\u10e1\u10d8 \/Hiking Club Phoenix
Publisher/Hostმოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი /Hiking Club Phoenix
\u10e2\u10dd\u10d1\u10d0\u10d5\u10d0\u10e0\u10e9\u10ee\u10d8\u10da\u10d8\u10e1 \u10e2\u10d1\u10d4\u10d1\u10d8
Advertisement
▲თუ განსხვავებულ შვებულებას ეძებ, ეს ლაშქრობა შენთვისაა. ნამდვილი თავგადასავალი გელოდება....მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 28-29-30-31-1-2 აგვისტო-სექტემბერს გთავაზობთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ფენიქსივით ცეცხლოვან ლაშქრობას ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.სადაც 6 სხვადასხვა სილამაზის, სიდიდის და ფერის ალპური ტბა გველოდება. 6 დღე ველურ პირობებში. დღეები რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსცადო წელიწადში ერთხელ სულ მცირე.
ეს იქნება ყველაზე დიდი 6 დღიანი მოგზაურობა, რომელზეც უნდა წამოხვიდეთ ძალიან კარგად მომზადებულები. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ფსიქოლოგიურად
შემოგვიერთდით დაუვიწყარი თავგადასავლის მაძიებელნი ♥
For English version please scroll down >>>
▲შეხვედრის დრო და ადგილი : 28 აგვისტო, 00:15 საათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ
▲რეგიონი: სამეგრელო-ზემოსვანეთი
▲ტურის სახეობა და სირთულე: სათავგადასავლო,საფეხმავლო, რთული
▲ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 50 კმ 6 დღის ჯამში
▲ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა!
თუ რამე კატასტროფა არ მოხდა
▲რას ვნახავთ:
•ხობისწყლის ხეობა
•მუხური
•ნათიფურე
•ოხოჯეს ტობა
•ტობას ურჩხულიკო 🙂
•ტობას ჩანჩქერი
•დიდი ტობავარჩხილი
•ჭითაგვალას (წითელი) მთა
•დიდი ღელეს ტობა (დიდღალი)
•კალიაშის ტობა
•კალიაშის ჩანჩქერი
•წაქარწყლის ტობა
•ლაკუმურაშ ტობა
•ხობისწყლის სათავე
•სამეგრელო-სვანეთის ქედები
და საუკეთესო ხედები
ჩვეულებრივი ზღაპარი, რომელიც თავბრუს გახვევს
და საერთოდ გელოდებათ მოგზაურობა სხვა სამყაროში !
▲რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ბათინკი რომელიც აფიქსირებს კოჭს. (ბათინკი , ჩანთა ,კარავი, საძილე ერთერთი უმთავრესი რამ არის ლაშქრობაში, განსაკუთრებით რთულ ლაშქრობაში) სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური 🙂 , გრძელსახელოიანი ზედა და შარვალი რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობები მზისგან და დასუსხვები ბალახებისგან, კბენები მწერებისგან და ასე შემდეგ 🙂 ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად. უფრო დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მოგვმართეთ პირადში
▲რა წავიღოთ აუცილებლად?
სალაშქრო ზურგჩანთა, მხრებზე კარგად მორგებული, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" (ვისაც არ გაქვთ საკუთარი, ჩვენ გათხოვებთ, შედის ტურის საფასურში თხოვება და არა ტარება 🙂 ) 6 დღის სამყოფი საკვები (შეგვიძლია წინასწარ ვიყიდოთ საერთო ძირითადი საკვები და გადავინაწილოთ ჩანთებში თანაბრად ) მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ხელთათმანი ,ფანარი, მზისგან დამცავი კრემი, მწერებისგან დამცავი ნიღბები და სპრეი. პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები, სალაშქრო გაზი
სასურველია: სალაშქრო ჯოხები. ასევე პირადი აფთიაქი
ჩანთის წონა გოგონებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 12-14 კგ-ს
ჩანთის წონა ბიჭებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 15-18 კგს
▲ფინანსური მხარე:
ტურის ფასი: 350 ლარი (ჩვენი ფონდის "+1 მინიმუმის ჩათვლით)
ადგილის დაჯავშნა ხდება წინასწარ, რადგან ამ ტურზე ადგილები შეზღუდულია.დასაჯავშნად რიცხავთ ბე-ს სახით 50 ლარს. ან მთლიანად.
ასევე შესაძლებელია ცხენების ქირაობა ბარგის სატარებლად ყველაზე რთული მონაკვეთებისთვის, ამაზე პირადში მოგვმართეთ წინასწარ.
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ტობა 2026
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს , გვერდის პირად შეტყობინებებში და ვგზავნით ჩარიცხვის ქვითრის ფოტოს ან "სქრინს
▲ფასში შედის:
•მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე მიკროავტობუსით
•სატვირთოს ქირაობა მუხურიდან ნათიფურის ქოხამდე
•გამომგზავრება ხაიშიდან თბილისამდე მარშუტკით
•ლაშქრობის ინსტრუქტორების მომსახურება
•კარავი, საძილე ტომარა, პარალონი (ვისაც არ აქვს)
•სამოყვარულო ფოტოგადაღება
▲ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 14 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება...ასევე ბე-ს სახით გადმორიცხული თანხაც გადაფიქრების შემთხვევაში უკან ვერ დაბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!
▲წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა ტურის განმავლობაში.
გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და მის მითითებებს ვემორჩილებით ყველა ტურის მსვლელობისას.
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ მოგვაქვს და არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავს შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა კლუბთან ერთად........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს გვერდის პირად შეტყობინებებში ან ნომერზე:
☎ 593 22 57 20 ლელა
▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...მეტი პოზიტივი სჭირდება ჯგუფურ ლაშქრობას...

English Version:
❁Hiking Club Phoenix August -September 28-29-30-31-1-2 offer you one of the best place in Georgia to visit, Tobavarchkhili Lakes (6 lakes) Place, where you will be happy ♥ gather friends and join us ♥
❁Meeting Time and place
August 28, 00:15 am . M Rustaveli, Shota Rustaveli monument, in front of McDonald's
❁places to visit:
Samegrelo, Mukhuri
Tobavarchkhili 6 lakes
Svaneti
❁Distance to cover on foot:
50 km in 6 day
❁Weather
Good ...
❁Outfit:
Footwear: wear comfortable hiking boots, which are water proof and are with quite high necks.
On the body: dress light and warm.
❁ items to carry and Food:
Backpacks that fits perfectly on your back. tent, sleeping bag, hiking mattress .If you don't have, its ok, we have enough and get you) The second pair of shoes. Hat, necklace, gloves, sun glasses,
six day's food, one-time personal dishes, 2 liter of water.
❁Financial side:
------------------------
Price of the tour: 350GEL (including minimum +1 GEL)
Bank of Georgia
Account Number: 375407600GEL
Internet Bank: GE48BG0000000375407600GEL
Receiver: Lela Tsiklauri
Purpose: Please indicate the name, surname and name of the tour !!!
Keep your receipt
❁Important !!!
At the same time you will be informed by the organizers
Text messaging on mobile
593 22 57 20.
The price includes: transportation and guide service.
❁Rules and Conditions for Orderly Travel which must be followed at all times:
We do not go to the place of the gathering drunk/hungover
We do not take alcohol while driving / hiking and in the vehicle!
Smoking is forbidden in transport!
All of us will eat food together (unless someone gets sick)
We don’t litter!!! On the contrary, if we see something we clean as much as we can.
We do not take domestic animals / birds (no wild animals)
We do not talk about politics and religion that will lead to debate/confrontation.
We do not use foul language!
You will not deviate from the planned route at your own will!
We don’t separate into the separate small groups!
We all work together in friendly and warm team and we play as a team! We share the camp activities equally!
We do not gossip about other clubs or specific individuals!
We obey the organizer during the tour
In the event of non-fulfillment of the conditions, the organizer removes all liability / obligations before the opponent and the individual who violates these rules will be dismissed and removed from the tour.
A juvenile should be accompanied by a parent at the gathering spot ...
☎593 22 57 20 Lela
☛Note: read the description of the tour carefully and make those who wish to come along with your recommendation read it well as well. Uninteresting people, pathologists, separators, and cry-babies are not welcome !!! Do not let others feel inconvenienced ... We all try to spend a positive day together ... ♥
Advertisement

Event Venue

შუამთის ქუჩა, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you: