სპორტING VoL6

Mon, 18 May, 2026 at 08:00 pm UTC+04:00

BBQ HOUSE | Tbilisi

Bakur Khubulava
Publisher/HostBakur Khubulava
\u10e1\u10de\u10dd\u10e0\u10e2ING VoL6
Advertisement
სპორტინგი, Croco და BBQ House წარმოგიდგენთ, სპორტულ ინტელექტუალური თამაშის აზარტულ ფორმატს, სადაც შენი ცოდნა, ლოგიკა და ინტუიცია გამარჯვებას მოგიტანს⚽️🏆🏆🏆
შეკრიბე გუნდი, ითამაშე, გაერთე და გახდი როგორც ტურის, ასევე, სეზონის გამარჯვებული!!🏆🏆🏆

რა გელით?
ხუთი მრავალფეროვანი რაუნდი, რომელიც მსოფლიოს სპორტის ისტორიასა და თანამედროვეობას შეეხება:
I - სტარტი (გასახურებელი რაუნდი) 🚴‍♀️🚴‍♀️🚴‍♀️
რაუნდი შედგება 12 შეკითხვისგან, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ თემატიკაზე (მაგ: ბალკანელები, ქალთა სახეები სპორტში და ა.შ.). მონაწილე გუნდები თემატიკას ადგილზე იგებენ. დრო თითოეული კითხვის პასუხისთვის - 45 წამი.
სწორი პასუხი - 1 ქულა, არასწორი - ნული.
II - მიდის სანახავად ( ფოტო- ვიდეო რაუნდი) 📺📺📺
მოთამაშეები პასუხს გასცემენ 15 შეკითხვას, რომლებიც დაფუძნებულია ფოტო ან ვიდეო მასალაზე. თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 45 წამი.
სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი - ნული.
III - პინგ -პონგი / სხარტულა 🏎️🏎️🏎️
მესამე რაუნდი ყველაზე მეტად უხდება ბარსა და ლუდთან ერთად თამაშს. იგი მოიცავს 15 შეკითხვას 4 ქვეკატეგორიიდან: სიტყვებით თამაში, კაიფბურთი, ,,გამოიცანი მეხუთე,“ სპორტული პოეზია. თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 45 წამი.
სწორი პასუხი - 1 ქულა. არასწორი - ნული.
IV - „ვაზორვნებ, მაშასადამე, ვთამაშობ” 🦉🦉🦉
მეოთხე რაუნდი გუნდების ლოგიკურ აზროვნებასა და ფაქტობრივ ცოდნას ბოლომდე გამოცდის. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, მონაწილეები სააზროვნო ტიპის 8 შეკითხვას უპასუხებენ, რომლის ნომინალი 2 ქულაა, არასწორი პასუხი - .ნული
თითოეული კითხვის პასუხისათვის განკუთვნილია 90 წამი.
V - რაუნდი FERGIE TIME🔴🟠🟡🟢
მეხუთე რაუნდში მონაწილეობას საუკეთესო ოთხი გუნდი მიიღებს. ეკრანზე გამოისახება ექვსი თემა, გუნდიდან წარმოდგენილი მოთამაშეები თითოეულ თემაში ინდივიდუალურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს სისწრაფეში პულტებზე, რაც რაუნდს განსაკუთრებულ აზარტს შესძენს. თითოეული თემა 3 შეკითხვისგან შედგება, ქულები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 1-2-3. მოთამაშეები ინდივიდუალურად დაუპირსიპირდებიან ერთმანეთს, სწორი და არასწორი პასუხები კი ფასდება შესაბამისი ნომინალის მინუს და პლუს ქულებით.
სპორტING- მოიცავს გაზაფხული - ზაფხული სეზონი 7 რეგულარულ თამაშსა და სუპერფინალს. თითოეულ ტურს ოთხი გამარჯვებული ჰყავს. რომლებიც სპონსორებისგან სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ. მოგეხსენებათ, ტურნირი არის მარათონული. შესაბამისად, გამოვლინდება, როგორც ყოველი ტურის გამარჯვებული, ასევე, სუპერფინალში - 2026 წლის გაზაფხულის-ზაფხული სეზონის ჩემპიონი გუნდი. კროკოს საპრიზო ფონდი 3500 ლარია. 💴💴💴
2025 წლის გაზაფხული -ზაფხულის სეზონის პრიზიორები კი შემდეგი პრინციპით დასაჩუქრდებიან:
პირველი ადგილი - 1800 ლარი;
მეორე ადგილი - 1000 ლარი;
მესამე ადგილი - 500 ლარი;
მეოთხე ადგილი - 200 ლარი.
შეგახსენებთ, სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშ სპორტING-ის პარტნიორები არიან საერთაშორისო კომპანიები, ფედერაციები, რომლებიც სოლიდური პრიზებით დააჯილდოებენ წარმატებულ მონაწილეებს. ფულადი პრიზის გარდა, ყოველ ტურზე Croco გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს სხვადასხვა სახის სიურპრიზს შესთავაზებს.
BBQ - ისგან ბარის ვაუჩერებით 🍺🍺🍺(გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
გამომცემლობა არტანუჯისგან სპორტული თემატიკის წიგნებით📚📚📚 (გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
კომპანია ფრიქსისგან ჩიფსების სასაჩუქრე ყუთებით 🧀🧀🧀( გუნდის სრულ შემადგენლობაზე);
სპორტმიამბე-შოფისგან სასაჩუქრე ატრიბუტიკით👕👕👕 (სპორტული მაისურები) .
და სხვა პრიზებით🌟🌟🌟

გაითვალისწინეთ, რომ ადგილები შეზღუდულია. თამაშში მონაწილეობას მიიღებს პირველი რეგისტრირებული 20 გუნდი.
გუნდის წევრების რაოდენობა: მაქსიმუმ ექვსი მოთამაშე.
თამაშის ღირებულება გუნდზე: 150₾ , 💴💴💴 საიდანაც 50 ლარი გიბრუნდებათ ბარის ანგარიშზე, რომლის გამოყენება თამაშის მიმდინარეობისას შეგიძლიათ.
კითხვების ავტორები: ბაკურ ხუბულავა და ნუგო შარაძე
სარეგისტრაციო ბმული :
https://docs.google.com/forms/d/1XgbEIc7M_BFoirg0d2XHzqBVMrV2W3dJI0w9g4tv0sY/edit


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ბაკურ ხუბულავა - 591 502 399
ნუგო შარაძე - 595 103 139
Advertisement

Event Venue

BBQ HOUSE, დავით აღმაშენებლის გამზირი 133, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Discover more events by tags:

Sports in TbilisiTournaments in Tbilisi

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

Campus Founder Discovery & Ideathon Sprint
Mon, 18 May at 01:00 pm Campus Founder Discovery & Ideathon Sprint

საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

\u10d1\u10e0\u10ec\u10e7\u10d8\u10dc\u10d5\u10d0\u10da\u10d4 \u10d2\u10dd\u10dc\u10d4\u10d1\u10d0
Wed, 20 May at 03:00 pm ბრწყინვალე გონება

Chavchavadze Ave. #1, Tbilisi, Georgia

Bakuriani Cup 2026
Thu, 21 May at 10:00 am Bakuriani Cup 2026

მზიურის კორტები • Mziuri Tennis courts

Tbilisi Art Fair 2026
Thu, 21 May at 11:00 am Tbilisi Art Fair 2026

ExpoGeorgia

\u0411\u043b\u0430\u0433\u043e\u0434\u0456\u0439\u043d\u0438\u0439 \u0432\u0435\u0447\u0456\u0440 \u00abDress code: \u0412\u0418\u0428\u0418\u0412\u0410\u041d\u041a\u0410\u00bb
Thu, 21 May at 07:00 pm Благодійний вечір «Dress code: ВИШИВАНКА»

30 Alexander Kazbegi Ave., Tbilisi, Georgia

\u10e6\u10d8\u10d0 \u10d9\u10d0\u10e0\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4
Thu, 21 May at 08:00 pm ღია კარის დღე

ჩუბინაშვილის 50, Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events