Advertisement
კვირას🗓️ 31 მაისს
⏰ 13:00 საათზე
🪽 სპექტაკლი - ,,თოლია - ჯონათან ლივინგსტონი’’
ℹ️ რეჟისორი - ლელა ჭინჭარაული
ანოტაცია:
,,რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაბედავ და იმაზე მაღლა აფრინდები, ვიდრე სხვები?!
თოლია ჯონათან ლივინგსტონი არ ეგუება ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ გადარჩენას ემსახურება. მისთვის ფრენა, თავისუფლების, თვითშემეცნების და სრულყოფილების ძიებაა. მაშინ, როცა ფრინველთა გუნდი წესებითა და შიშით ცხოვრობს, ჯონათანი ცისკენ მიიწევს — უსაზღვრო გზისკენ, რომელიც ტკივილით, მარტოობითა და აღმოჩენებითაა სავსე.
ეს შთამაგონებელი ისტორია გვახსენებს, რომ ნამდვილი საზღვრები გარეთ კი არა, ჩვენს ფიქრებში არსებობს და როცა ვბედავთ, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები, ფრენა მხოლოდ მოძრაობა აღარ არის — იგი ხდება შინაგანი თავისუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლო.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში აღმოაჩინეთ სპექტაკლს, რომელიც გვამოგზაურებს სამყაროში, სადაც ერთი გაბედული ნაბიჯით იწყება სვლა ახალი გზებისკენ.’’
ℹ️რეკომენდებული ასაკი: 8 +
⏳ხანგრძლივობა: 35 წთ
🎫 ბილეთის საფასური: 7 ლარი
#ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სალაროში და ონლაინ - biletebi.ge-ს საშუალებით
#თოლია_ჯონათან_ლივინგსტონი
#ლელა_ჭინჭარაული
#89_ე_თეატრალური_სეზონი
#ბათუმის_თოჯინებისა_და_მოზარდ_მაყურებელთა_პროფესიული_სახელმწიფო_თეატრი
Advertisement
Event Venue
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მემედ აბაშიძის გამზირი 49, ბათუმი, საქართველო, Batumi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.







