Advertisement
მასტერკლასების სერია შექმნილია დამწყები ფსიქოლოგებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ თეორიულ ცოდნას, მაგრამ სურთ ისწავლონ, როგორ იმუშაონ კლიენტთან კონსულტირების ფორმატში — სტრუქტურულად, პროფესიონალურად და შედეგზე ორიენტირებულად. პროგრამის საფუძველს წარმოადგენს კონსულტირების ჩარჩო, რომელიც დამყარებულია Rimantas Kočiūnas-ის ხედვაზე: როგორ ავაწყოთ სესია, როგორ დავიცვათ როლები და საზღვრები, როგორ შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო სივრცე.მოცემულ სტრუქტურულ მიდგომას ეტაპობრივად ემატება ნლპ-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, განსაკუთრებით ის მოდელები, რომლებიც განვითარებულია Robert Dilts-ის მიერ. თქვენ გაეცნობით „რუკის“ კონცეფციას, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ აღიქვამს კლიენტი რეალობას, ასევე ისწავლით ქცევის სტრატეგიების გამოვლენას — ანუ როგორ „წაიკითხოთ“ შიდა პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ.
კურსში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რეპრეზენტაციული სისტემების შესწავლას და კომუნიკაციის მორგებას, რაც აძლიერებს კონტაქტს და ზრდის ეფექტურობას. საბოლოოდ კი დაეუფლებით პრაქტიკულ ტექნიკებს, მათ შორის "ღუზასთან" მუშაობას, რომელიც საშუალებას გაძლევთ კლიენტს დაეხმაროთ სასურველი ემოციური მდგომარეობების შენარჩუნებასა და აქტივაციაში.
კურსის შემდეგ თქვენ გექნებათ მკაფიო სქემა და ინსტრუმენტები, რათა კონსულტირების პროცესი გახადოთ უფრო გააზრებული, სტრუქტურული და ეფექტური.
თეორიულ მასალასთან და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საშუალება გექნებათ როლური თამაშების დახმარებით ადგილზევე ნახოთ როგორ მუშაობს ეს მიდგომები პრაქტიკაში.
სამიზნე აუდიტორია:
ფსიქოლოგიის ბაკალავრის მქონე სტუდენტები
დამწყები ფსიქოლოგები
სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკის დაწყება უჭირთ
ეს არის ჩემი საავტორო პროგრამა - ინტეგრირებული მეთოდოლოგიური მოდელი დამწყები ფსიქოლოგებისთვის. მასტერკლასის ფარგლებში გაგიზიარებთ იმას, რაც მეც ოდესღაც სხვისგან ვისწავლე, წავიკითხე, გამოვიყენე და გაამართლა.
მე ვარ ირინა ტაბუციძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ტრენერი. ვარ "ლონდონის ნლპ სკოლის" მასტერ-პრაქტიკოსი და მაქვს პრაქტიკული მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება.
შეხვედრების რაოდენობა: 6
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 3 სთ.
სრული კურსის ღირებულებაა 360 ₾.
1 ივნისამდე ჩარიცხვის შემთხვევაში 290 ₾.
რეგისტრაციის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXwyCIjVRovSy2HdNjZHooMPib-0koof7zv-G7UvdRfM75Qg/viewform?usp=publish-editor
დამატებითი კითვების შემთხვევაში დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.
Advertisement
Event Venue
ნინო რამიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, ნინო რამიშვილის ქუჩა 33, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.




![\u10db\u10d0\u10e6\u10d0\u10da\u10db\u10d7\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d0\u10ed\u10d0\u10e0\u10d0 [26-27-28 \u10d8\u10d5\u10dc\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czUvYmFubmVycy8zMjkxYjAxOTlkOWE1Y2U4N2VlYTIzZGU0N2Q1Y2VhZGMzNTdhMWZmM2E3OTMwYTBiNGMxZmI2OTBhZWZmYjJhLXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kY2VkZWZmNC1nbWlyP3Y9MTc3NzUwMTY0Ng.avif)
