Advertisement
თუ თქვენც მიილტვით სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, თუ გაინტერესებთ განსხვავებული ხედვა, არასასურველი ქცევების მართვის ნაცვლად როგორ ვისწავლოთ ჩვენი შვილებისა თუ საკუთარი თავის მოსმენა, გააზრება და მხარდაჭერა, მაშინ ეს 7-კვირიანი დილის კლასი თქვენთვისაა. სელფ-რეგი სტრესის გააზრების და მართვის ხუთსაფეხურიანი მეთოდია, რომელიც დრ. სტუარტ შენკერმა და მისმა გუნდმა შეიმუშავა.
ეს არ არის სტანდარტული პროგრამა, ეს არის ხედვა და გეზი, როგორ ვუპასუხოთ მუდმივად ცვალებად სტრესორებს ისე, რომ ვისწავლოთ ჯანსაღი თვითრეგულაციაც და ხელი შევუწყოთ ჩვენს სულიერ განვითარებასაც, როგორც ინდივიდუალურ ასევე საზოგოადოებრივ დონეზე.
ამ კლასის ფარგლებში იმაზე მეტს გაიგებთ ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. თუ ხართ ფილოსოფიით, მეცნიერებითა და/ან ურთიერთობებით დაინტერესებული, გვჯერა, რომ ისიამოვნებთ.
შეხვედრის დეტალები:
✨ პატარა ჯგუფი
📍 Auditoria Bookbar, ს. ჯანაშიას 22
🗓️ 23 თებერვლიდან - 6 აპრილამდე, ყოველ ორშაბათს, დილის 10:00 -დან 12:15 საათამდე
🏷️ ერთიანად გადახდის შემთხვევაში 500 ლარი, ნაწილ-ნაწილ
გადახდის შემთხვევაში 2x 275 ლარი
სარეგისტრაციოდ ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
https://forms.gle/GM2oAJGMyWMCYF7AA
გადაწყვეტილების მიღება რომ გაგიადვილოთ, გიზიარებთ სელფ-რეგის კლასის ორი უძვირფასესი მონაწილის უკუკავშირსაც 🥹❤️
💥 "Self-Reg-ი ჩემთვის დიდი აღმოჩენაა — სტრესსაც სხვანაირად შევხედე და ადამიანებსაც! „რატომ?“ და „რატომ ახლა?“ კითხვებმა ბევრ ურთიერთობას ახალი სიღრმე მისცა... და ჰო — არჩევანის და საკუთარ თავისუფლებაც ცოტათი უკან დავიბრუნე." - ნინი ძნელაძე
💥 "ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო იმის გააზრება, თუ რამდენ ემოციას ვიტევთ ადამიანები ერთდროულად და რამდენად შესაძლებელია, სწორი მიდგომისა და აღქმის შემთხვევაში, ამ ემოციების მიღება, მათთან მშვიდი თანაარსებობა .. მათი ჩახშობისა და ზედმეტი ბრძოლების გარეშე..
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩენა იყო ის, რომ თითქოს უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვება — იმაზე, თუ რა გვღლის, გვსტრესავს და ასევე რა გვამშვიდებს და გვავსებს ენერგიით— ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეუძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება…" - მარიამ ანდრიაძე
ნებისმიერ შეკითხვაზე მოგვწერეთ. გაგვიხარდება, თუ მეტს გაგიზიარებთ❤️
Advertisement
Event Venue
Auditoria, სიმონ ჯანაშიას ქუჩა 28, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










