Advertisement
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საზაფხულო სკოლა 3 დღის განმავლობაში 26-28 ივნისს გიწვევთ ქალაქ ქობულეთში, სადაც სამი ქვეყნის - საქართველო, საფრანგეთი და ბულგარეთი - მონაწილეობით განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა “ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია ზრდასრულებთან და ბავშვებთან”.სწორედ ამ ურთულესი საკითხების ირგვლივ გააერთიანებს კოლეგა ფსიქოლოგებს, ფსიქოანალიტიკოსებს, ფსიქოთერაპევტებს და ყველას ვისაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება ჰქონდეს შეხება ფსიქოზთან (ბავშვებთან მოზარდებთან თუ ზრდასრულებთან), როგორც არა მხოლოდ დიდ ნოზოლოგიურ ერთეულთან ფსიქიატრიაში, არამედ როგორც ფსიქიკური ფუნქციონირებისა და ყოფიერების სრულიად განსაკუთრებულ და უნიკალურ ფორმასთან ადამიანთან.
საზაფხულო სკოლის აქტივობები :
🔹სემინარები: ფსიქოანალიტიკური თეორია და კლინიკა ფსიქოზების შესახებ ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულ პაციენტებთან;
🔹სუპერვიზიის ჯგუფები: კლინიკური შემთხვევის წარდგენა და განხილვა მოწვეულ კოლეგებთან ერთად;
🔹კლინიკური და თეორიული დისკუსიები: კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსიები და თავისუფალი მსჯელობა კითხვების, თეორიული თუ კლინიკური რეფლექსიის ირგვლივ, რომელიც გაჩნდება სემინარებისა და სუპერვიზიების დროს.
მოწვეული კოლეგები იქნებიან:
🔹ვანესა ბლატერი (Vanessa Bletterie, პარიზი).
🔹მარი პეზანტი ირმანი (Marie Pesenti-Irrmann, სტრასბურგი).
🔹ვენჩისლავ ვატოვი (Vencislav Vatov, სოფია).
2️⃣6️⃣ ივნისი
18:00 - 18:15 საზაფხულო სკოლის გახსნა, ასოციაციის პრეზიდენტის - გიგა მამინაშვილის სიტყვა, სტუმრების წარდგენა და მოკლე მიმოხილვა;
18:10 - 20:15 “ჟაკ ლაკანის ზოგიერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის აღმოჩენა ფსიქოზების შესახებ ბავშვებთან და არა მხოლოდ“ - მარი პეზანტი ირმან;
2️⃣7️⃣ ივნისი
11:00 - 13:00სთ „ბავშვთა ფსიქოზები და ფსიქოანალიზი - ბოდვა და ჰალუცინაცია ბავშვებთან“ - ვანესა ბლატერი;
13:00 - 14:30 სუპერვიზია - მარი პეზანტი ირმან;
14:30 - 15:30 ყავის შესვენება;
15:30 - 17:30 „ფსიქოტური სტრუქტურის მქონე პაციენტებთან ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური მუშაობის თავისებურებები“ - ვენჩისლავ ვატოვი;
2️⃣8️⃣ ივნისი
11:00 - 13:00 „შეუმჩნეველი და ფარული ფსიქოზი - ორი კლინიკური შემთხვევის პრიზმიდან“ - მარი პეზანტი ირმან;
13:00 - 14:30 სუპერვიზია - ვენჩისლავ ვატოვი;
14:10 - 15:10 ყავის შესვენება
15:30 - 17:30 სუპერვიზია - ვანესა ბლატერი;
17:40 - 18:00 დასკვნითი სიტყვა.
📍ადგილმდებარეობა - Georgia Palace Hotel & SPA, ქობულეთი.
🔹შესაძლებელია ონლაინ დასწრებაც ზუმის საშუალებით, ზუმის ბმული მონაწილეებს სემინარის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გაეგზავნებათ.
🔹სამივე დღის მონაწილეობის ღირებულება ორივე შემთხვევაში შეადგენს 130 ლარს.
🔹უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმანი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მონაწილეობის ღირებულება მოიცავს მხოლოდ სემინარებზე, სუპერვიზიებსა და კლინიკურ დისკუსიებზე დასწრებას სასტუმროში შპს ჯორჯია პალას ჰოტელი და სპა, ყავისა და ჩაის შესვენებებს. ასოციაცია საკუთარ თავზე არ იღებს მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს, რომელსაც მონაწილე ინდივიდუალურად ან კოლეგებთან ერთად დაგეგმავს საკუთარი პრეფერენციების მიხედვით.
➡️ სარეგისტრაციო ბმული: https://www.espacegeorgien.com/_paylink/AZ1d_WPd
მომხსენებელების შესახებ:
🔹ვანესა ბლატერი (Vanessa Bletterie)
არის ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი. ასოციაცია Esace Analytique-ს წევრი პარიზში. ის ასოციაციის ფარგლებში უძღვება სემინარებს მოდ მანონის მოღვაწეობის შესახებ, ისევე როგორც კვლევით განყოფილებას სახელწოდებით „ბავშვისა და მოზარდის ფსიქოანალიტიკური სივრცე“.
ის აგრეთვე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი და წამყვანი სამუშაო ჯგუფისა „ფსიქოანალიზი და ბავშვი“ ასოციაციის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია „ბავშვი და ფსიქოანალიზი (EPFCL Paris)“
აქვს კერძო ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა პარიზის მე-14 ოკრუგში და მუშაობს, როგორც კლინიკური ფსიქოლოგი მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრის პედოფსიქიტრიულ განყოფილებაში სახელწოდებით „ჩვილი, ბავშვი და მოზარდი“
🔹მარი პეზანტი ირმან არის ფსიქოანალიტიკოსი სტრასბურგიდან, ასოციაცია Espace Analytique-ის წევრი, ჟურნალის „Figures de la psychanalyse“ სარედაქციო კომიტეტის წევრი. ის არის ავტორი წიგნისა „ლაკანი ქალთა სკოლაში“. 1982 წლიდან დღემდე სტრასბურგის მედიკო-ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტი და ფსიქოანალიტიკოსია. მრავალი წელია უძღვება ბალინტის ჯგუფს ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან, ისევე როგორც სემინარებს ფსიქოანალიტიკურ ასოციაციებში ფორმაციაში მყოფი კოლეგებისათვის. ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს" წევრი და მომხსენებელი. ის არის ავტორი წიგნისა „ლაკანი ქალთა სკოლაში“ (Lacan à l’école des femmes), რომეიც ეხება ფემინურობას და ქალურ ტკბობას, აგრეთვე ქალთა მითიური და რეალური ფიგურების წვლილსა და გავლენას ლაკანზე. ის არის არაერთი სტატიის ავტორი, რომელსაც უძღვნის ლაკანიანურ კლინიკას, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიზს, ფემინურობისა და დედობრივობის საკითხებს ქალთან.
🔹ვენჩისლავ ვატოვი არის ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი (1995 წელი), ამავე ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი. ასოციაცია Espace Analytique de Paris-ის ანალიტიკოსი. ბულგარეთში 90-იანი წლებიდან ის ფრანგ კოლეგებთან, განსაკუთრებით კი პატრიკ დელაროშთან ერთად ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის სკოლის დამფუძნებელია. ბულგარეთში დრემდე უძღვება ფსიქონალიტიკური ფსიქოდრამის სკოლას, ასევე ის უძღვება ინდივიდუალური ფსიქოდრამის სასწავლო ჯგუფს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში. ვეჩისლავ ვატოვი აქტიურ მონაწილეობას იღებს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრების ფორმაციაში.
📌საზაფხულო სკოლის “ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგია ზრდასრულებთან და ბავშვებთან”არგუმენტაცია:
ფსიქოანალიზის წვლილი ფსიქოზების კვლევის საქმეში, ისევე როგორც ფსიქოანალიზის გავლენა ფსიქიატრიაზე მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ქმნის ფასდაუდებელ თეორიულ და კლინიკურ მემკვიდრეობას, რომლის გაზიარების, ათვისებისა და ტრანსმისიის გარეშე ფსიქიატრიისაგან მხოლოდ და მხოლოდ ნეირობიოლოგიურ მოდელზე ფუნქციონირებად, მხოლოდ ფარმაკოინდუსტრიის ამარა დარჩენილ დარგს მივიღებდით; ფსიქოზების დეტერმინაციის ფსიქიკური კაუზალობის შესახებ ყოველგვარ თეორიას მოკლებულ სფეროს, რომელიც დღეს ერთის მხრივ ნეირომეცნიერებების, ხოლო მეორეს მხრივ სოციალური უზრუნველყოფისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მენეჯმენტის პროგრამების მიერ თითქმის სრულად არის ანექსირებული. ფსიქოანალიზი ფსიქოზების სიღრმისეული კვლევის სათავეებთან დგას მეოცე საუკუნეში. ზიგმუნდ ფროიდი, მელანი კლაინი, ფერენცი, აბრაჰამი, განსაკუთრებით ინგლისური სკოლა მთლიანად და საფრანგეთში ჟაკ ლაკანი ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კვლევის პიონერებს წარმოადგენენ. მათი მოღვაწეობა ქმნის კლინიკური გამოცდილების საუკუნეზე ხანგრძლივ მემკვიდრეობას, ისევე როგორც ფსიქოზების შესახებ ფუნდამენტური შრომების, პუბლიკაციებისა და კვლევების წარმოუდგენლად მდიდარ მასალას. ფსიქოზების სტრუქტურალისტური ანალიზისა და გაგების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოანალიტიკური კვლევები არასრულფასოვანი იქნებოდა. ახალგაზრდა ფრანგი ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი ჟაკ ლაკანი 20-იანი წლებიდან სწორედ ფსიქოზების კვლევით მოდის ფსიქოანალიზში და 1955 წელს, ცნობილ მე-3 სემინარს „ფსიქოზები“ ამ ურთულეს საკითხს უძღვნის. ლაკანისთვის ფსიქოზი არის სტრუქტურა, დიდი ფსიქიკური სტრიქტურა, სრულიად განსაკუთრებული ფორმით ორგანიზებული აღმნიშვნელთან, ენასთან, ოიდიპოსთან და მამის კანონთან, მამის ფუნციასთან მიმართებით. ბავშვთა ფსიქოზების ცნება, ან ინფანტილური ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური კონცეფცია განუყოფელ კავშირშია არა მხოლოდ ბავშვთა ფსიქოპათოლოგიასთან, არამედ ფსიქოზებთან ზრდასრული პაციენტების შემთხვევაშიც.
Advertisement
Event Venue
ქობულეთი, სანაპირო, თამარ მეფე სანაპირო, ქობულეთი, საქართველო, Batumi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.




