Advertisement
19 ივნისს - წლევანდელი ზაფხულის სეზონს, ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსი და ჯგუფი - ნიაზ დიასამიძე და 33ა გახსნის - Mono Hall ბათუმში.ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს.
მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.
პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.
------
21:00 - კარის გახსნა
23:00 - კონცერტის დასაწყისი
------
🎟️ ბილეთის შეძენა: https://bilete.bi/niazi
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
-
On June 19, we are glad to open this years summer season with the Georgian musician, singer, songwriter - Niaz Diasamidze and 33a concert at Mono Hall Batumi.
Niaz Diasamidze is a Georgian musician, singer, songwriter, calligrapher and actor, also known as the lead vocalist and a founder member of the band “33a”. His unique musical discoveries allow you to travel through the infinite world of folk and folk-rock music.
------
21:00 – The Doors Open
23:00 – Niaz Diasamidze & 33A
------
🎟️ Buy Tickets: https://bilete.bi/niazi
Please note, that guests who leave the event area will not be allowed to re-enter.
-
Advertisement
Event Venue
MONO HALL Batumi, ჟასმინის ლაუნჯი, ბათუმი, საქართველო, Batumi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.





