ნიაზ დიასამიძე 33ა - გიორგობა

Sun, 23 Nov, 2025 at 09:00 pm

MONO HALL | Tbilisi

MONO HALL
Publisher/HostMONO HALL
\u10dc\u10d8\u10d0\u10d6 \u10d3\u10d8\u10d0\u10e1\u10d0\u10db\u10d8\u10eb\u10d4 33\u10d0 - \u10d2\u10d8\u10dd\u10e0\u10d2\u10dd\u10d1\u10d0
Advertisement
23 ნოემბერს, აღნიშნე გიორგობის დღესასწაული - Mono Hall-ში, ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტზე.
ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.
მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.
პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

? ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/mono-hall/niaz-diasamidze-giorgoba

------
21:00 - კარის გახსნა
23:00 - კონცერტის დასაწყისი
------
-
-
-
Advertisement

Event Venue

MONO HALL, 2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you: