Advertisement
🗓️ 17 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის კაფე „ბიბლუსში“ (მიშველაძის #5/ვაკის პარკი) გეპატიჟებით ჯეიმზ ჯოისის შედევრის – „ღამისთევა ფინეგანისათვის“ პირველი ქართული თარგმანის წარდგენაზე. 🎙️ წიგნს წარადგენს მთარგმნელი თამარ გელაშვილი; მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია.
🟥 ჯეიმზ ჯოისის უკანასკნელი რომანი „ღამისთევა ფინეგანისათვის“ რევოლუციური შედევრია, რომელზეც ავტორი 17 წელი მუშაობდა და 60-მდე ენა გამოიყენა. „მეხუთე სახარებად“ წოდებული რომანის მთავარი სირთულე, მრავალენოვანობის გარდა, უხვი ალუზია-რემინისცენციები და სიტყვათა ვირტუოზული თამაშია. რომანს ხშირად „ღამის წიგნად“ მოიხსენიებენ, რადგან მოქმედება ღამით ხდება, როდესაც ადამიანის არაცნობიერი განსაკუთრებით ბნელი, ბუნდოვანი და შეუცნობელია.
🟥 ფინეგანის გაცოცხლება ირონიულ-პაროდიულია, რადგან სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში მკვდრეთით ღმერთები/გმირები აღდგებიან, ხოლო ჯოისის რომანის პერსონაჟი ამაღლებული საწყისისგან შორსმყოფი ერთი ჩვეულებრივი ლოთი, გახრწნილი კაცია. ფინეგანი ყველა დაცემული ღმერთი, ადამიანი და მითური გმირია, რომელთა აღდგომას ელის კაცობრიობა.
🟥 „ღამისთევა ფინეგანისათვის“ ერთადერთი რომანია, რომელიც დღემდე არ თარგმნილა და პირველად გამოიცა ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯეიმზ ჯოისის კვლევასა და თარგმნას დიდი ტრადიცია აქვს.
🟥 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თამარ გელაშვილის ნახატები, რომელიც ჯეიმზ ჯოისს ეძღვნება.
დასწრება თავისუფალია, გელით, ვისაუბროთ მსოფლიო შედევრზე, შევხვდეთ მთარგმნელს და დავათვალიეროთ მისივე ნახატები <3
ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 🖇️ https://shorturl.at/lUW4j
#ინტელექტი #ჯეიმზჯოისი #ღამისთევაფინეგანისათვის #თამარგელაშვილი #ბიბლუსი
Advertisement
Event Venue
არჩილ მიშველაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.







