Advertisement
✨ ძვირფასო კოლეგებო, გვინდა დიდი სიხარულითა და სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) 2026 წლის 26-28 ივნისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილის მეტეხი პალასის საკონფერენციო სივრცეში მართავს მე-8 საერთაშორისო ყოველწლიურ კონგრესს კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.🤩 ღონისძიების აკადემიური მხარდამჭერები არიან:
👉 ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოება (ESE);
👉 ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISE)
📖 აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.
განსაკუთრებული სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვევიან:
- ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი გერი ჰემერი;
- ჰოლანდიის ლიპიდების კლინიკების ქსელის(Dutch lipid clinic
network)დამპუძნებელი პიტერ ლანსბერგი;
- პროფესორი აარტ იან (AJ) ვან დერ ლელი, ჰოლანდიელი ენდოკრინოლოგი და როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის, ენდოკრინოლოგიის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი.
- ლისა ჰემერი პედიატრი,ძუძუთი კვებისა და ლაქტაციის სერტიფიცირებული კონსულტანტი.
- ოკან ბულენტ ილდიზი, მედიცინის/ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის პროფესორი ჰაჯეტეპეს სამედიცინო უნივერსიტეტში, ანკარაში.
- პროფესორი ხუან-კარლოს გალოფრე ენდოკრინოლოგი, ბარსელონა, ესპანეთი ნავარას სამედიცინო უნივერსიტეტის
სამედიცინო ფაკულტეტის ვიცე-დეკანი.
- პროფესორი ჰენინგ დრალე, ქირურგიის პროფესორი და ქირურგიის განყოფილების თავმჯდომარე ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში, გერმანიაში 1994 წლიდან.
‼️ კონგრესზე განხილული იქნება ყველაზე აქტუალური საკითხები ენდოკრინოლოგიის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, დიაბეტი და სიმსუქნე, ლიპიდური ცვლის დარღვევები, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია, კალციუმი და ძვლის ჯანმრთელობა.
👩🏻⚕️ კონგრესის სამიზნე აუდიტორიაა ენდოკრინოლოგები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, კარდიოლოგები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და სხვ. კონგრესზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე კლინიკურ რეზიდენტებს,
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეზიდენტებისთვის ადგილები იქნება შეზღუდული რაოდენობით - მაქსიმუმ 30 ადგილი.
👨⚕️კონგრესზე უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სინქრონული თარგმანი.
📖 ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ ასოციაციას შეტანილი აქვს საბუთები ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოში და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში დამსწრე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული კრედიტ ქულები.
‼️ კონფერენციაზე დასწრება ფასიანია.
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
👉 სარეგისტრაციო ფორმის შევსება
👉 დასწრების საფასურის გადარიცხვა ასოციაციის ანგარიშზე
‼️ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსება ადგილის დაჯავშნისა და დასწრების გარანტია არ არის. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფორმის შევსებასთან ერთად საფასურის გადახდა.
კონგრესზე რეგისტრაციის საფასურია
👨⚕️ ექიმებისთვის: early bird ადრეული რეგისტრაცია, 31 მაისის ჩათვლით - 300 ლარი, late bird გვიანი რეგისტრაცია, 19 ივნისის ჩათვლით - 400 ლარი;
👩🏻⚕️ რეზიდენტებისთვის: early bird - 250, late bird - 350 ლარი.
‼️ ღონისძიებაზე სტუდენტების დასწრება გათვალისწინებული არ არის.
🌐 კონგრესზე დარეგისტრირებას შეძლებთ ჩვენი ორგანიზაციის საიტზე:
https://www.conference.gaem.ge/
🙌 ასოციაციის ანგარიშის ნომერი და კონგრესზე დასწრების ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სარეგისტრაციო ფორმის დასაწყისში.
🤩 მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას.
Advertisement
Event Venue
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace, Sheraton Grand-Tbilisi Metechi Palace, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.



![\u10db\u10d0\u10e6\u10d0\u10da\u10db\u10d7\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d0\u10ed\u10d0\u10e0\u10d0 [26-27-28 \u10d8\u10d5\u10dc\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czUvYmFubmVycy8zMjkxYjAxOTlkOWE1Y2U4N2VlYTIzZGU0N2Q1Y2VhZGMzNTdhMWZmM2E3OTMwYTBiNGMxZmI2OTBhZWZmYjJhLXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kY2VkZWZmNC1nbWlyP3Y9MTc3NzUwMTY0Ng.avif)





