მაჰამუდრას 6 კვირიანი სწავლება შივო რამადატასთან ერთად

Wed, 28 Jan, 2026 at 08:00 pm UTC+04:00

გიორგი მაზნიაშვილის 35 | Tbilisi

Sphero-\u10e1\u10e4\u10d4\u10e0\u10dd
Publisher/HostSphero-სფერო
\u10db\u10d0\u10f0\u10d0\u10db\u10e3\u10d3\u10e0\u10d0\u10e1 6 \u10d9\u10d5\u10d8\u10e0\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e1\u10ec\u10d0\u10d5\u10da\u10d4\u10d1\u10d0 \u10e8\u10d8\u10d5\u10dd \u10e0\u10d0\u10db\u10d0\u10d3\u10d0\u10e2\u10d0\u10e1\u10d7\u10d0\u10dc \u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10d3
Advertisement
ეს პრაქტიკა სრულიად შეცვლის შენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე.
შენთვის იქნება საინტერესო თუ:
🔸გინდა საკუთარ თავზე სიღრმისეული მუშაობა და ეძებ შინაგან ცვლილებას.
🔸არ გაკმაყოფილებს ზედაპირული ტექნიკები და გინდა უფრო ძლიერი და ღრმა პრაქტიკის გამოცდა.
🔸გსურს გონების რეალური ბუნების უშუალოდ გაგება და არა მხოლოდ თეორიული ცოდნა.
🔸გინდა კონცენტრაციის გაღრმავება, შინაგანი სიმშვიდის პოვნა და ემოციური თავისუფლება.
🔸გსურს სტრუქტურირებული, უსაფრთხო და პროფესიონალურად მართული ღრმა მედიტაციური გამოცდილების მიღება.
🧘 მაჰამუდრა წარმოადგენს უმაღლეს სწავლების გონების ბუნების შესახებ. ის გვიჩვენებს ჩვენს ჭეშმარიტ მდგომარეობას და ნელ-ნელა მედიტაციების საშუალებით ავლენს გონების ბუნებას. მაჰამუდრა გავრცელებულია ტიბეტური ბუდიზმის სკოლებში, თუმცა, თავის თავში ის სცდება ყოველგვარ რელიგიას ან რწმენის სისტემას და აჩვენებს იმას, თუ როგორია რეალობა, ჩვენი შექმნილი თეორიების მიღმა.
🧠ეს არ არის უბრალოდ გონების დამშვიდება ან ის, რომ მომავალში იქნები კარგად.
☑️ეს არის პრაქტიკა, რომელსაც შედეგი აქვს მომენტალურად!
თუ ხშირად გაწუხებს კითხვა:
“ვინ ვარ მე, როლებსა და ყოველდღიურ აზრთა ქაოსის მიღმა?“
👉🏼მაჰამუდრა არის თვითგამორკვევის იდეალური საშუალება.
მაჰამუდრაში არსებობს ორი ძირითადი მედიტაცია: შამატჰა/შინე და ვიპაშიანა/ლჰაქტონგ:
❇️ შამატჰას ფუნქცია გონების სიწყნარეში მოყვანაა. ის ავითარებს კონცენრაციის უნარს და ხსნის გაფანტულობას. პრაქტიკოსი ნელ-ნელა ეჩვევა დაისვენოს ბუნებრივ მდგომარეობაში, გონების გაფანტულობის გარეშე. მედიტაციის დრო თანადათან იზრდება, იმისთვის რომ პროცესი იყოს თავისუფალი ყოველგვარი ხელოვნურობისა და დაძაბულობისგან. თავის მხრივ, მხოლოდ შამატჰას პრაქტიკაც კი იწვევს ადამიანში ტანჯვისგან თავისუფალ მდგომარეობას.
❇️ მეორე ეტაპზე პრაქტიკოსები გაიცნობენ ვიპაშიანას მედიტაციას. ამ დროს, ჩვენ სხვადასხვა კითხვის დასმის საშუალებით, ვიმედიტირებთ იმაზე, თუ რა არის გონება. როგორია ის, აქვს თუ არა დასაწყისი და დასასრული, ფორმა, ფერი, მოძრავია თუ უძრავი და ა.შ. ამ კითხვებზე მედიტაციას მივყავართ პირდაპირ გაგებამდე, თუ რა არის ჩვენი გონება. აქ უნდა ითქვას, რომ პირდაპირი გაგება განსხვავდება ინტელექტუალური გააზრებისგან. რასაც მაჰამუდრაში კონცეფტუალიზაციას უწოდებენ ხოლმე. საჭიროა გონების პირდაპირი შემეცნება, კონცეფციების და თეორიების გარეშე.
✨ საბოლოო ჯამში, პრაქტიკის შედეგად, პრაქტიკოსი მიდის განჭვრეტამდე, თუ როგორია მისი ბუნება და ისვენებს მასში. როცა ეს ეტაპი დგება, ხშირად ხდება მასწავლებლისგან "პირდაპირი მითითების ინსტრუქციის" მიცემა, რომელიც მთლიანობაში კრავს შამატჰას და ვიპაშიანას ყველა ნაწილს. ის, რაც მითითების შედეგად ხდება გამორკვეული, ეს არის მაჰამუდრა - ჩვენი ჭეშმარიტი არსი და ბუნება.
🔶 სწავლების დროს ჩვენ გამოვიყენებთ ისეთ ტექსტებს, როგორიცაა ტილოპას "მაჰამუდრას" სიმღერა. მე-9 კარმაპას "საბოლოო მნიშვნელობის ოკეანე", გულის სუტრას და ა.შ.
🤍დეტალები:
ფასილიტატორი: შივო რამადატა.
დასაწყისი: 28 იანვარი, ყოველ ოთხშაბათს - 20:00 საათი.
ხანგრძლივობა: 6 კვირა.
დასასრული - 4 მარტი - 20:00 საათი.
თითო შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.
მისამართი - გიორგი მაზნიაშვილის 35.
ღირებულება: 365 ლარი.
📌 დასწრება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ - Zoom-ის საშუალებით.
არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი ხარ თუ დამწყები,
🧘‍♂️თუ გინდა მიიღო ინტენსიური მედიტაციის გამოცდილება, შეიმეცნო ახალი უმაღლესი სწავლება, გააუმჯობესო კონცენტრაცია და გაიგო შენი ჭეშმარიტი ბუნება და არსი შემოგვიერთდი.
▪️ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
💌დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან ნახეთ მითითებული ბმული.
https://forms.gle/ovhTz8xKvLYrjj2A6
⚠️ შენიშვნა: სწავლება არ არის რეკომენდირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მწვავე ემოციურ მდგომარეობაში ან ბოლო პერიოდში ჰქონდათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

გიორგი მაზნიაშვილის 35, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა 35, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10d5\u10d4\u10e0\u10d8\u10e1 \u10e3\u10d1\u10dc\u10d8\u10e1 \u10db\u10d4\u10da\u10dd\u10d3\u10d8\u10d4\u10d1\u10d8
Tue, 27 Jan at 08:45 pm ვერის უბნის მელოდიები

99 beliashvili street , 0159 Tbilisi, Georgia

\u10db\u10d0\u10e0\u10d8\u10dc\u10d0 \u10d9\u10d0\u10ed\u10d0\u10e0\u10d0\u10d5\u10d0\u10e1 \u10e2\u10e0\u10d4\u10dc\u10d8\u10dc\u10d2\u10d8
Wed, 28 Jan at 07:00 pm მარინა კაჭარავას ტრენინგი

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო

\u10d0\u10da\u10d4\u10e5\u10e1\u10d8 \u10e9\u10d8\u10e5\u10dd\u10d5\u10d0\u10dc\u10d8\u10e1 \u10db\u10d0\u10e1\u10e2\u10d4\u10e0\u10d9\u10da\u10d0\u10e1\u10d8
Thu, 29 Jan at 07:00 pm ალექსი ჩიქოვანის მასტერკლასი

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო

Cin\u00e9-diner \/\/ O brother where art thou
Thu, 29 Jan at 08:15 pm Ciné-diner // O brother where art thou

23 Paolo Iashvili, Tbilisi, Georgia

\u10e8\u10d8\u10db\u10e8\u10d8\u10da\u10d8 | \u10e1\u10d0\u10db\u10d4\u10e4\u10dd \u10e3\u10d1\u10dc\u10d8\u10e1 \u10d7\u10d4\u10d0\u10e2\u10e0\u10d8
Fri, 30 Jan at 08:00 pm შიმშილი | სამეფო უბნის თეატრი

Royal District Theatre • სამეფო უბნის თეატრი

t.A.T.u - First time in Georgia | Tbilisi
Fri, 30 Jan at 09:00 pm t.A.T.u - First time in Georgia | Tbilisi

სპორტის სასახლე

\u10e2\u10e0\u10d8\u10e5\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10d8\u10e1 \u10d4\u10e0\u10d7\u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8
Sat, 31 Jan at 10:00 am ტრიქოლოგიის ერთდღიანი კურსი

22a Tashkenti st. , 0160 Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events