ლომისი გიორგობას 6 მაისს

Wed May 06 2026 at 07:00 am to 09:30 pm UTC+04:00

საქართველოს ბილიკებზე | Tbilisi

\u10e1\u10d0\u10e5\u10d0\u10e0\u10d7\u10d5\u10d4\u10da\u10dd\u10e1 \u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10d9\u10d4\u10d1\u10d6\u10d4
Publisher/Hostსაქართველოს ბილიკებზე
\u10da\u10dd\u10db\u10d8\u10e1\u10d8 \u10d2\u10d8\u10dd\u10e0\u10d2\u10dd\u10d1\u10d0\u10e1 6 \u10db\u10d0\u10d8\u10e1\u10e1
Advertisement
,,საქართველოს ბილიკებზე"
6 მაისს, ოთხშაბათს გიორგობას გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ლომისას წმ. გიორგის სალოცავში.
1. ლომისა - წმ. გიორგის უძველესი სალოცავი მე - 9-10 ს.ს. მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. ტაძარში ინახება დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
2. მლეთის წმ. გიორგი (ლომისის ქვედა ეკლესია)
✔ ტურის ღირებულება: 40 ლარი.

სოფელი მლეთიდან ფეხით ავუყვებით ლომისის ქედს, ლომისას სასწაულმოქმედი ტაძარი მდებარეობს წვერზე.
ვიხილავთ ულამაზეს ხედებს მთიულეთზე, სხვადასხვა მწვერვალებზე და ა.შ.

👣 ფეხით სასიარულო ერთი გზა 3,5 კმ. ჯამში მთელი დღის განმავლობაში 7 კმ. გზა ასვლისას არის აღმართიანი, ჩამოსვლისას დაღმართი.

➡️ მივდივართ ნებისმიერ ამინდში. რომც გაწვიმდეს ტური არ გადაიდება.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💻 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 555407650 ანი
VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

⏰ თბილისში დაბრუნების დრო:
21:00 საათიდან - 21:30 საათამდე.

🍔 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 🍔
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი 👟 წინდა 🧦 საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 👟🚶‍♂️

🔊 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
💺 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
🍺 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
🥂 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
⚠️ როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
⌚არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა 📲 (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
🚸 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
🚯 არ ვყრით ნაგავს
🚭 არ ვეწევით მიკროავტობუსში
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

🔊 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

⚠️ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 💜
Advertisement

Event Venue

საქართველოს ბილიკებზე, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

\u10e8\u10d4\u10d3\u10d0\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10d7\u10d8 \u10d3\u10d0 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10e1\u10d0\u10db\u10d0\u10e0\u10d7\u10d0\u10da\u10d8
Tue, 05 May at 10:00 am შედარებითი და ევროპული სამართალი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი Sulkhansaba University

\u10d1\u10d4\u10d0\u10e2\u10e0\u10d8\u10e9\u10d4 | BEATRICE
Wed, 06 May at 08:00 pm ბეატრიჩე | BEATRICE

Rustaveli Theatre

Goth Party: Ductape (TR), ghostbells (DE) | Tbilisi | Mechanica Club
Sat, 09 May at 07:00 pm Goth Party: Ductape (TR), ghostbells (DE) | Tbilisi | Mechanica Club

Mechanica.Club / მუსიკალური კლუბი მექანიკა

Adam Port - KEINEMUSIK
Sat, 09 May at 10:00 pm Adam Port - KEINEMUSIK

Mtatsminda Park. მთაწმინდის პარკი

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events