Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე: „თვითშემეცნება და ინდივიდუაცია“. 🔹 ციკლი ეხება ადამიანისათვის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და საინტერესო საკითხს:
ვინ ვართ სინამდვილეში, ჩვენი სოციალური როლების, მოლოდინების, სურვილებისა და შიშების მიღმა?
როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელია ჩვენი რეალური სურვილები და სად არის ზღვარი თვითშემეცნებასა და ილუზორულ თვითაღქმას შორის ?
🔹 ლექციების განმავლობაში გაეცნობით ინდივიდუაციის პროცესს, რომელიც მოითხოვს შინაგან კონფლიქტებთან შეხვედრას, ემოციების გაცნობიერებას, კრიტიკულ თვითრეფლექსიას და პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ არჩევანზე. ციკლი აერთიანებს ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ და ტექნოლოგიურ ხედვებს, რათა თვითშემეცნება არ დარჩეს აბსტრაქტულ იდეად, არამედ იქცეს პრაქტიკულ ინტელექტუალურ უნარად.
📚 ციკლში შემავალი თემები:
რეზო კორინთელი — ინდივიდუაცია — 31 იანვარი
გიორგი ჭანტურია — „საკუთარი თავის ძიება: მე და ჩემი სურვილი“ — 4 თებერვალი
ანა ქირია — „ხელოვნური ინტელექტი — თვითშემეცნების ახალი ორგანო“ — 11 თებერვალი
მარინა კაჭარავა — ემოციური ინტელექტი — 18 თებერვალი
ანდრო დგებუაძე — თვითშემეცნება — სუბიექტური ობიექტურობა — 25 თებერვალი
მამა გურამ ოთხოზორია — თემა ზუსტდება — 4 მარტი
📅 დაწყების თარიღი: 31 იანვარი
📅 სალექციო დღე: ოთხშაბათი
⌛სალექციო დრო: 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 სრული კურსის ღირებულება – 245₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/3thb4Ukq
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.









