Advertisement
📢 ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) გიწვევთ კონფერენციაზე ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება". 🔹 პროექტის ფარგლებში გაეცნობით არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინაპირობებსა და განსაზღვრულ სასჯელებს, აღნიშნულის გავლენას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცხოვრებაზე. აგრეთვე, განიხილავთ ამ მიმართულებით საქართველოსა და საერთაშორისო პრაქტიკებს, დადგენილ სტანდარტებსა და გამოწვევებს.
🔸 კონფერენციას გაუძღვება:
ირაკლი ჩომახაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორის კანდიდატი.
🗓 01 დეკემბერი
🕔 17:00 საათზე
📍 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, 119-ე აუდიტორია
👥 კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებენ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
📃 პროექტის ფარგლებში გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
👉🏻 თუ გსურს გაიგო მეტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე დარეგისტრირდი ბმულზე: https://shorturl.at/xvJQc
❗️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 21 ნოემბერი.
🔹️ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:
მარიამ გორგასლიძეს - დირექტორი კონფერენციების მიმართულებით
📩 [email protected]
📞 591 706 007
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia