ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული პროგრამა

Sat, 28 Mar, 2026 at 12:00 pm UTC+04:00

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia | Tbilisi

IAIP \u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0
Publisher/HostIAIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის აკადემია
\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d8\u10e1 \u10d4\u10d5\u10e0\u10dd\u10de\u10e3\u10da\u10d8 \u10de\u10e0\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10db\u10d0
Advertisement
დაიწყო მსმენელების მიღება ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ აკრედიტებულ პროგრამაზე, რომელსაც ახორციელებს ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი აკრედიტებული ინსტიტუტი საქართველოში (EAPTI) "მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია".
აკადემიური პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მომავალი ფსიქოთერაპევტები აღჭურვოს სინთეზური თერაპიული ტექნიკისა და მეთოდოლოგიის ძლიერი ინსტრუმენტებით. იგი მოიცავს მრავალფეროვანი ფსიქოთერაპიული თეორიებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას რთული კლინიკური გამოწვევების მოსაგვარებლად.
🔸 პროგრამის მიმოხილვა
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამა გთავაზობთ სხვა და სხვა აღიარებული ფსიქოთერაპიული მოდალობების სინთეზური, საავტორო მოდელის სიღრმისეულ შესწავლას და წარმოდგენილია ფსიქოდინამიკური, ჰუმანისტური, კოგნიტურ - ბიჰევიორული, თანამედროვე ჰიპნოთერაპიის, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების თერაპიული მოდელისა და სტარეტეგიული ფიქოთერაპიის უნიკალური სინთეზის სახით. კურსდამთავრებულები შეიძენენ ღრმა თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია კლიენტის ეფექტური, ჰოლისტური თერაპიისთვის.
🔸 პროგრამის სასწავლო მიზნები:
☑️ თეორიული ინტეგრაცია: ძირითადი ფსიქოთერაპიული სკოლების მეთოდოლოგიური ფუძემდებლური პრინციპების, მათ შორის ფსიქოდინამიკური, ჰუმანისტური, კოგნიტურ-ბიჰევიორული, თანამედროვე ჰიპნოთერაპიის, ნეირო - ლინგვისტური პროგრამირების თერაპიული მოდელისა და სტარეტეგიული ფიქოთერაპიის, შესწავლა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების სიღრმისეული გაგება
☑️ კლინიკური გამოყენება: სხვადასხვა თერაპიული მეთოდოლოგიისა და ტექნიკის ინტეგრირების უნარის განვითარება, რათა შექმნათ კლიენტის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობის გეგმები და სტრატეგია
☑️ კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა: მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკურ პრაქტიკაში ჩართვა თერპიული ინტერვენციების გაძლიერების მიზნით
☑️ ეთიკური და კულტურალური კომპეტენციები: თერაპიულ პრაქტიკაში ეთიკური მოსაზრებებისა და კულტურული სენსიტიურობის ღრმა გაგების ხელშეწყობა.
🔸 პროგრამის სტრუქტურა:
ხანგრძლივობა: 5 წელი
ფორმატი: ჰიბრიდული (შერეული - ფიზიკური და ონლაინ დასწრება)
სასწავლო კომპონენტები: პროგრამა შედგება 5 კომპონენტისგან:
1️⃣ თეორია -მეთოდოლოგია
2️⃣ პირადი ფსიქოთერაპია (ჯგუფური და ინდივიდუალური)
3️⃣ კლინიკური პრაქტიკა
4️⃣ სუპერვიზია
5️⃣ კვლევა
თითოეული მათგანი ფოკუსირებულია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკული განხორციელების სხვა და სხვა ასპექტზე.
შეფასება: მონაწილეები შეფასდებიან წერილობითი დავალებების, პრაქტიკული სამუშაოს და ქეისის ანალიზის საშუალებით, ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობით, ტესტებით და კვლევითი ნაშრომის დაცვით.
🔸 ვისთვის არის პროგრამა (პროგრამაზე მიღების მინიმალური წინაპირობები)
☑️ ბაკალავრის ხარისხის ფლობა სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციალური მუშაობა, პედაგოგიკა და ა.შ)
☑️ ჯანდაცვის პროფესიონალები (ოჯახის ექიმები, პედიატრები, ენდოკრინოლოგები, გინეკოლოგები, ონკოლოგები, ნევროლოგები, სტომატოლოგები, ფსიქიატრები, ასევე ამ დარგების საშუალო რგოლის სპეციალისტები), ფსიქოკონსულტანტები, კლინიკური, სკოლის და ბაღის ფსიქოლოგები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთ პრაქტიკაში ფსიქოთერაპიული ტექნიკის ჩართვით.
🔸 აკადემიური პერსონალი:
პროგრამის აკადემიური პერსონალი წარმოდგენილია დარგის ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტებით, ინფორმაცია იხ. https://shorturl.at/efQvn
🔸 მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 მარტი
პროგრამის დაწყების თარიღი: 2026 წლის 28 მარტი
სწავლის ღირებულება: წლიური 2500 ევროს ექვივალენტი ლარში, შესაძლებელია წლიური თანხის ოთხჯერადი გადახდა (ღირებულება მოიცავს სწავლის ხუთივე კომპონენტს).
🔸 რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/KV3Lg
❗ რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, საბუთების გამოგზავნის შემდეგ, საჭიროა სააპლიკაციო ღირებულების, 100 ლარის გადახდა. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო პროგრამაზე მიღების შემთხვევაში გამოაკლდება სწავლის პირველი ტრიმესტრის გადასახადს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://shorturl.at/McCao
ან დაგვიკავშირდეთ:
[email protected]
598 53 53 88
მისამართი: თბილისი, ჩუბინაშვილის 50
გისურვებთ წარმატებულ მოგზაურობას ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო პროცესში კვალიფიციური ფსიქოთერაპიული განათლებისთვის საქართველოში!
Advertisement

Event Venue

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა 48, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Discover more events by tags:

Education in TbilisiPsychology in Tbilisi

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

Building Business Bridges - Business Networking Forum
Fri, 27 Mar at 07:00 pm Building Business Bridges - Business Networking Forum

Biltmore Hotel Tbilisi

Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble
Fri, 27 Mar at 08:00 pm Antonio Vivaldi: Four Seasons by candlelight. Mystery Ensemble

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი • Vakhtang Salaridze Concert Hall

AI in Education - Workshop for Educators
Sat, 28 Mar at 10:30 am AI in Education - Workshop for Educators

3 Nino Ramishvili Street, 0186 Tbilisi, Georgia

Encrypt the Mempool! EIP-8105 | ETH Tbilisi 2.0
Sat, 28 Mar at 07:00 pm Encrypt the Mempool! EIP-8105 | ETH Tbilisi 2.0

Terminal Abashidze str. 34

90\u2019s FESTIVAL With Arash
Sat, 28 Mar at 08:00 pm 90’s FESTIVAL With Arash

District 4

DRIFT MATSURI STAGE 2
Sun, 29 Mar at 10:00 am DRIFT MATSURI STAGE 2

Lilo Arena

\u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 70-\u10d4 \u10e9\u10d4\u10db\u10de\u10d8\u10dd\u10dc\u10d0\u10e2\u10d8: \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 4
Sun, 29 Mar at 12:30 pm თბილისის 70-ე ჩემპიონატი: ტური 4

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events