Advertisement
🎉 23-26 აპრილს საქართველოს წიგნის ასოციაცია, ტრადიციულად, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გიწვევთ.📅 23 აპრილს თბილისის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებსა და მკითხველებს.
📚 ოთხი დღის განმავლობაში მკითხველებს ელოდება საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ახალი წიგნები, რომლებსაც პირველად სწორედ აპრილის ბაზრობაზე შეხვდებით, გრანდიოზული ფასდაკლება, რომელსაც მთელი წელი ელოდით, და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. 🎨 წიგნებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, პოსტერები და ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარები.
✊ „წიგნებით თავისუფლებისთვის" - თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი გზავნილია და წელსაც, სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები.
რა გელით ბაზრობაზე?
✨ გამოფენა-გაყიდვა: თქვენი საყვარელი გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები და გრანდიოზული ფასდაკლებები.
🚀 ახალგაზრდული სივრცე: „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე" - სპეციალური ჰაბი მოზარდებისთვის, სადაც ლიტერატურა, ციფრული უსაფრთხოება და მედიაწიგნიერება ერთმანეთს ხვდება.
💡 სადაც სინათლეა: „სინათლე მედიის" ინტერაქციული სივრცე, სადაც დამოუკიდებელ მედიას პირისპირ შეხვდებით.
🎓 განათლების თავისუფლებისთვის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წიგნის ასოციაციის ერთობლივი დისკუსიები მცირე სცენაზე.
✊ მწერლები პოლიტპატიმრებისთვის: თბილისის წიგნის ბაზრობა და AT.GE წარმოგიდგენთ სიმბოლურ და სოლიდარობით სავსე საჯარო პერფომანსს, ქართველი მწერლები წაიკითხავენ პოლიტპატიმრებისთვის მომზადებულ წერილებს.
პროგრამა ოთხ სივრცეში:
🟡 მთავარი სცენა: წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან
🔵 მცირე სცენა: „მსახიობები ლიტერატურისთვის", „მწერლები პოლიტპატიმრებისთვის", „ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის"
🟣 საბავშვო სივრცე: ზღაპრების კითხვა, ვორქშოპები, შემეცნებითი აქტივობები, სამაგიდო თამაშები
🟠 ახალგაზრდული სივრცე: შემოქმედებითი ვორქშოპები, წერის მასტერკლასები, შემეცნებითი აქტივობები ციფრულ უსაფრთხოებასა და მედიაწიგნიერებაზე
🌟 პირველად წიგნის ბაზრობის ისტორიაში მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე მოზარდებისთვის: „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე". 🎯 სტენდის მიზანია, წიგნის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზოს გამოცდილება, რომელიც ლიტერატურას, თამაშს, შემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.
🤝 თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. ბაზრობის პარტნიორია პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ.
ბაზრობის ახალგაზრდული სივრცის წარმდგენია ესტონეთის საელჩო საქართველოში.
ბაზრობის სპონსორები არიან: ზუმერი, ჯიპიაი ჰოლდინგი, Extra.ge და wize.ge
🎟️ დასწრება თავისუფალია!
Advertisement
Event Venue
118 Akaki Tsereteli Ave, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.










