Advertisement
დიდი ამბავის დასაწყისი 🔆“ჩვენებურები 15 წლის წინ ევროპაში გავიცანი - ზუსტად მაშინ, ქარზე შემოჯდომას რომ ვსწავლობდი. აქამდე მოვქროლდი და ისევ შევეყარეთ. ამჯერად საერთო ენერგიამ, დარდმა, სიხარულმა და მუსიკის, განსაკუთრებით ქართული მუსიკის სიყვარულმა შეგვყარა, აგვათამაშა. დიდი კეთლიშობილებით და თავისუფლებით შემოვიდნენ ჩემს მუსიკაში და ახალი სიმღერები დაიწერა, ახალი კონცერტიც დაიდგა. პირველ კონცერტს პრემიერად თეატრს მოვუხდენთ. მთლად თეატრში არ გეგონოთ წახვალთ, ბარიც იქნება და შესაბამისი თამადური გრიალიც.
2 მაისს დიდი ამბავი დაიწყება და არავის ვურჩევდი გამოტოვებას.
ბევრი დაგროვდა სათქმელი, ბევრი ახალი სიმღერითაც დავიკვეხნით და საყვარელ ძველებსაც არ გავაციებთ.
მაგარი რამე გელით და არ ღირს გამოტოვება ერთი ეგაა - ამჯერად, ადგილები ბევრი არა გვაქვს და ბილეთებზე ცოტა აჩქარება მოგიწევთ.” - თამადა
18+ - არასრულწლოვანი უფროსთან ერთად
ბილეთები:
I კალათა - 60 ლარი
II კალათა - 70 ლარი
კარზე(თუ დარჩა) - 80 ლარი
შეხვედრამდე, გავიხაროთ!
Advertisement
Event Venue
ქალაქის თეატრი/City Theatre, თამარ მეფის გამზირი N18,Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.




![\u10d1\u10d8\u10e0\u10d7\u10d5\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10ea\u10d8\u10ee\u10d4 [2 \u10db\u10d0\u10d8\u10e1\u10d8]](https://cdn-ip.allevents.in/s/rs:fill:500:250/g:sm/sh:100/aHR0cHM6Ly9jZG4tYXouYWxsZXZlbnRzLmluL2V2ZW50czIvYmFubmVycy83OWI0MTg3YTU4YmJlYWM2NjU3ZTA2ODFhYmRjYTMxZDNlZTc3OGQ3ZDE4NjkwZTVjZGJiNzUzY2RhODlhNGY3LXJpbWctdzEyMDAtaDYwMC1kYzQ0NGEzMS1nbWlyP3Y9MTc3NzA5MjU0MQ.avif)






