ექსპერიმენტი გეშტალტ-თერაპიაში: სპეციალიზაცია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის

Fri, 24 Apr, 2026 at 10:00 am UTC+04:00

შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო | Tbilisi

Tbilisi Gestalt Institute
Publisher/HostTbilisi Gestalt Institute
\u10d4\u10e5\u10e1\u10de\u10d4\u10e0\u10d8\u10db\u10d4\u10dc\u10e2\u10d8 \u10d2\u10d4\u10e8\u10e2\u10d0\u10da\u10e2-\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0\u10e8\u10d8: \u10e1\u10de\u10d4\u10ea\u10d8\u10d0\u10da\u10d8\u10d6\u10d0\u10ea\u10d8\u10d0 \u10de\u10e0\u10d0\u10e5\u10e2\u10d8\u10d9\u10dd\u10e1\u10d8 \u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d4\u10d1\u10d8\u10e1\u10d7\u10d5\u10d8\u10e1
Advertisement
📢სპეციალიზაცია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის
👩‍🎓კურსი განკუთვნილია: გეშტალტ თერაპევტებისთვის, გეშტალტ პრაქტიკოსებისთვისა და სხვა მიმართულების ფსიქოთერაპევტებისთვის
პროგრამა საშუალებას მოგცემთ პრაქტიკოს ფსიქოლოგებს აიმაღლოთ და გაიმდიდროთ ექსპერიმენტირების თეორიული საფუძვლები გეშტალტ-თერაპიაში, გაეცნობით ექსპერიმენტების სხვადასხვა კლასიფიკაციას და ისწავლით მათი ადგილის გაგებას თერაპიულ პროცესში.
კურსი მიმართულია ფსიქოთერაპევტის შემოქმედებითი რესურსების განვითარებაზე და ინტერვენციების არსენალის გაფართოებაზე.
📑თქვენ შეიტყობთ:
• როგორ უკავშირდება ექსპერიმენტი დიალოგს და კონტაქტის ციკლს
• როგორ გამოიყენოთ ვან ბაალენის ფაზური მოდელი ექსპერიმენტული მუშაობის სტრუქტურირებისთვის
• როგორ შევინარჩუნოთ ექსპერიმენტული მუშაობის სიცოცხლისუნარიანობა და სიღრმე ონლაინ თერაპიის დროს.
🎯 ინსტრუმენტები და პრაქტიკული მუშაობა:
კურსის გავლით თქვენ მიიღებთ კონკრეტულ ინსტრუმენტებს კონტაქტის შეწყვეტის თითოეულ ტიპთან (მოდიფიკაციებთან) სამუშაოდ ექსპერიმენტირების გზით. ინტროექტებთან, რეტროფლექსიასთან, პროექციასთან, დეფლექსიასთან, კონფლუენციასთან, დესენსიტიზაციასთან, ეგოტიზმთან.
თქვენ გაიგებთ, თუ როგორ არის ექსპერიმენტი ინტეგრირებული თერაპიული ურთიერთობის კონტექსტში და როგორ გამოიყენოთ დიალოგური პერსპექტივა ექსპერიმენტის ჩატარების დროს. ეს საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ტექნიკური სირთულეები და შეინარჩუნოთ კონტაქტი კლიენტთან მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში.
💻 თანამედროვე პრაქტიკა წარმოუდგენელია დისტანციური მუშაობის გარეშე. პროგრამის ფარგლებში ჩვენ ცალკეულ ყურადღებას დავუთმობთ ექსპერიმენტის სპეციფიკას ციფრულ ეპოქაში:
ონლაინ თერაპია ჩვენი პროფესიული ცხოვრების რეალობად იქცა, მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ექსპერიმენტული მუშაობის სიცოცხლისუნარიანობა და სიღრმე მაშინ, როდესაც თქვენსა და კლიენტს შორის ეკრანია?
ონლაინ სემინარზე ჩვენ:
• ვისწავლით, როგორ ვიმუშაოთ კლიენტებთან მაშინ, როდესაც ფიზიკური კონტაქტი შეუძლებელია.
• გამოვიკვლევთ, როგორ მოვარგოთ კლასიკური ექსპერიმენტები ციფრულ გარემოს მათი თერაპიული ძალის დაკარგვის გარეშე.
• შევისწავლით ფენომენოლოგიის სპეციფიკას ონლაინ რეჟიმში: რას ვხედავთ და რას ვკარგავთ.
• ვისწავლით, როგორ გადავიტანოთ ექსპერიმენტის კლასიკური ტექნიკები დისტანციურ პრაქტიკაში ეფექტურობის დაკარგვის გარეშე.
🗓️ პროგრამა შედგება 5 (ხუთი) სამდღიანი სასწავლო მოდულისგან ( 120 სთ)
პირველი სემინარი - 24.04.26-26.04.26
• ექსპერიმენტის ცნება გეშტალტ-თერაპიაში და ექსპერიმენტების კლასიფიკაცია.
• ექსპერიმენტი და დიალოგი.
• ექსპერიმენტის ფაზები ვან ბაალენის მიხედვით.
• ექსპერიმენტი და კონტაქტის ციკლი.
• ექსპერიმენტები რეტროფლექსიასთან მუშაობისას: სხეულებრივი მეტაფორა, სხეულებრივი ამპლიფიკაცია, ნახატი და ა.შ.
მეორე სემინარი - 10.07.26 - 12.07.26 (ჩატარდება ონლაინ)
• ექსპერიმენტები რეტროფლექსიასთან მუშაობისას: ნახატი.
• როგორ მოვარგოთ კლასიკური ექსპერიმენტები ციფრულ გარემოს მათი თერაპიული ძალის დაკარგვის გარეშე.
• ექსპერიმენტები სხეულებრივ სიმპტომებთან მუშაობისას.
• ექსპერიმენტების გამოყენების შესაძლებლობები ეგოტიზმთან მუშაობისას.
• ექსპერიმენტები ინტროექტებთან მუშაობისას.
მესამე სემინარი - 02.10.26 – 04.10.26
• ექსპერიმენტები დესენსიტიზაციასთან და კონფლუენციასთან მუშაობისას (მუშაობა ასოციაციებთან და მეტაფორებთან, წარმოსახვასთან და ვიზუალიზაციასთან)
• მუშაობა რეგრესიასთან და ბავშვობის განვითარების დეფიციტებთან
მეოთხე სემინარი - 27.11.26-29.11.26
• მუშაობა პროექციასთან და დეფლექსიასთან ექსპერიმენტირების გზით
• ექსპერიმენტები და თერაპიული ურთიერთობები
მეხუთე სემინარი - 22.01.27- 24.01.27
• სუპერვიზია და მიღებული უნარების გადამუშავება
• დამატებითი კითხვები ექსპერიმენტთან დაკავშირებით
• პროგრამის დასრულება
📜 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი
💳 ღირებულება: კურსის ღირებულება შეადგენს 1,350 ევროს, შესაძლებელია 12 თვეზე გადანაწილება დაწყებული თებერვლიდან მომდევნო წლის იანვრის ჩათვლით.
წინასწარი გადახდის შემთხვევაში ღირებულება შეადგენს 1,200 ევროს, ექვივალენტი ლარში.
სემინარი ჩატარდება პარასკევიდან კვირის ჩათვლით
⏰ დრო: 10:00-დან 18:00-მდე
⌛სემინარში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
👤 პროგრამის წამყვანი:
ევგენი რიაბოი (უკრაინა): ფსიქოლოგიის მაგისტრი, გეშტალტ-თერაპევტი, ფსიქოთერაპევტის ევროპული სერტიფიკატის (ECP) მფლობელი ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციისგან (EAP), გეშტალტ-თერაპიის ევროპული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი (EAGT), პროგრამის "გეშტალტ-თერაპია" ლექტორი და სამეცნიერო სუპერვიზორი ზიგმუნდ ფროიდის უნივერსიტეტის უკრაინის ფილიალში.
📖 ავტორია წიგნის "კლინიკური გეშტალტ-თერაპია", რომელიც გამოიცა უკრაინულ ენაზე 2023 წელს (გამომცემლობა "სტატუსი") და ინგლისურ ენაზე აშშ-ში 2025 წელს (გამომცემლობა "The Gestalt Journal Press").
💼 აქვს 17 წლიანი პროფესიული სტაჟი ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში და 11 წელია ასწავლის გეშტალტ-თერაპიას
📢დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ: +995 555 330 177
Advertisement

Event Venue

შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, შალვა ღამბაშიძის ქუჩა 3, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

International MUN Conference at King\u2019s College London
Fri, 24 Apr at 12:00 am International MUN Conference at King’s College London

კოსტავას ქუჩა N75ბ, 0165 Tbilisi, Georgia

"\u10db\u10e1\u10dd\u10e4\u10da\u10d8\u10dd \u10f0\u10dd\u10e0\u10db\u10dd\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4 2026"
Fri, 24 Apr at 03:00 pm "მსოფლიო ჰორმონების დღე 2026"

Holiday Inn Tbilisi

PEGGY GOU
Fri, 24 Apr at 10:00 pm PEGGY GOU

District 4

KALL plays LIFELOVER & PSYCHONAUT 4
Sat, 25 Apr at 07:00 pm KALL plays LIFELOVER & PSYCHONAUT 4

Elektrowerk

W.A. Mozart. Little night serenade by candlelight. Mystery Ensemble
Sat, 25 Apr at 08:00 pm W.A. Mozart. Little night serenade by candlelight. Mystery Ensemble

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia

Tbilisi Adventure Run \/ \u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d7\u10d0\u10d5\u10d2\u10d0\u10d3\u10d0\u10e1\u10d0\u10d5\u10da\u10dd \u10d2\u10d0\u10e0\u10d1\u10d4\u10dc\u10d8 2026
Sun, 26 Apr at 10:00 am Tbilisi Adventure Run / თბილისის სათავგადასავლო გარბენი 2026

Mtatsminda Park / მთაწმინდის პარკი

\ud83c\udfe2 PROPERTY EXCLUSIVE 2026
Sun, 26 Apr at 11:00 am 🏢 PROPERTY EXCLUSIVE 2026

The Biltmore Tbilisi Hotel

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events