დუბაი-აბუ დაბის ჯგუფური ტური! 8-12 იანვარი

Thu, 08 Jan, 2026 at 01:30 pm to Mon, 12 Jan, 2026 at 12:40 pm UTC+04:00

Dubai Marina, Dubai | Dubai

GTG TOUR
Publisher/HostGTG TOUR
\u10d3\u10e3\u10d1\u10d0\u10d8-\u10d0\u10d1\u10e3 \u10d3\u10d0\u10d1\u10d8\u10e1 \u10ef\u10d2\u10e3\u10e4\u10e3\u10e0\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8! 8-12 \u10d8\u10d0\u10dc\u10d5\u10d0\u10e0\u10d8
Advertisement
🇦🇪 დუბაის ჯგუფური მოგზაურობა თბილისიდან ფრენით !
დუბაი- ქალაქი უდაბნოში, სადაც ქვიშიდან აღმართული ცათამბჯენები ღრუბლებს ეხებიან!
ავიაბილეთები (თბილისი-აბუ დაბი-თბილისი), ხელბარგი 10 კგ, სასტუმრო 4⭐️⭐️⭐️⭐️, საუზმით, აუზით, საუნით, სპორტდარბაზით! გამოცდილი გიდის მომსახურება თბილისიდან თბილისამდე, სამოგზაურო დაზღვევა, სითი ტაქსი!
ეს ყველაფერი 1750 ლარად!
ტურის თარიღები:
✅️8-9-10-11-12 იანვარი
ტურის დეტალური აღწერა:
დღე 1
🔰13:30 საათი-ფრენა თბილისიდან აბუდაბის მიმართულებით
🔰16:45 საათი- ჩასვლა აბუდაბის აეროპორტში.
🔰 შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი , მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი, ეს სალოცავი სახლი აღჭურვილია 82 გუმბათით, 1000-ზე მეტი სვეტით და თეთრი და ოქროსფერი ფასადით.
უფრო მეტიც, ეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მხოლოდ ორიდან ერთ-ერთი მეჩეთია, რომელიც ღიაა არამუსლიმი ტურისტებისთვის.
ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელნაკეთ ხალიჩაზე, ნახონ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჭაღი და აღფრთოვანდნენ ფატიმიდური, მამლუქებისა და ოსმალეთის არქიტექტურული სტილის შერწყმით, რომლებიც წარმოადგენს სამ განსხვავებულ ისლამურ დინასტიას
🔰გამგზავრება დუბაიში და დაბინავება სასტუმროში, დასვენება.

დღე 2
🔰საუზმე სასტუმროში
🔰 Palm jumeirah - პირველი ხელოვნური კუნძული მსოფლიოში. პალმის ფორმის კუნძული, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ ხელოვნურ კუნძულს, რომელიც გაშენებულია დუბაის სანაპიროზე, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში.
თანამედროვე მსოფლიოში პალმის ფორმის ულამაზესი კუნძულები მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული. ავდივართ 52-ე სართულზე, ულამაზესი ხედის სანახავად-Palm view observatory
🔰 Dubai Marina - ულამაზესი დასახლება ახალ დუბაიში, გამორჩეული სანაპიროთი, თავისუფალი დრო სანაპიროზე.
🔰 3 საათიანი იახტის ტური სპარსეთის ყურეში, კრუიზის განმავლობაში გვექნება დრო ცურვისთვის, ასევე მოვინახულებთ ბურჯ ალ არაბს, პალმ ჯუმეირას და ატლანტის ჰოტელს და ულამაზეს ღამის ხედებს დუბაიზე ზღვის მხრიდან.
დღე 3
🔰 საუზმე სასტუმროში
🔰Dubai Miracle Garden, სასწაულების ბაღი-ყვავილების ბაღია, რომელიც დუბაი ლენდის უბანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროში მდებარეობს.
2013 წელს ვალენტინობა დღეს გაიხსნა. იგი მოიცავს 72,000 მ² ტერიტორიას, რომელიც 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს. ყვავილები ისეა დარგული, რომ მათ სხვადასხვა ორნამენტების ფორმა აქვთ მიღებული.
დუბაის ეს ბაღი უნიკალური იმითაც არის, რომ ის პირდაპირ უდაბნოშია აშენებული.
🔰საფარის უდაბნოს ტური, ჯიპებით გავემგზავრებით შუაგულ უდაბნოში. უდაბნოს ტური მოიცავს:
ჯიპ-ტურს უდაბნოში , აქლემებით გასეირნებას, ბედუინების კარავში სტუმრობას, არაბული ცეკვების საღამოს და ცეცხლოვან შოუს, არაბული კერძების და ტკბილეულის დაგემოვნებას, ტატუს მოხატვას და კიდევ ბევრ მხიარულ აქტივობას მხიარულ ბედუინებთან ერთად!
დღე 4
🔰საუზმე სასტუმროში
🔰 მომავლის მუზეუმი, არქიტექტურული საოცრება, რომელიც მსოფლიოს 14 ყველაზე ლამაზი მუზეუმიდან ერთ-ერთია.
ვინც მუზეუმს ეწვევა, მას სამეცნიერო ექსპერმიენტული ტური ელის, რომელიც ისეთ სიახლეებს გვიჩვენებს, რომლებიც 2071 წლამდე შეიქმნება. სწორედ 2071 წელს აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისი დაარსების ასი წლის იუბილეს.(ბილეთები იჯავშნება წინასწარ,თანხის ჩარიცხვით)
🔰Sky Observatory-53-ე სართულიდან ულამაზესი ხედები ბურჯ ხალიფაზე და დუბაიზე, სრიალი და სეირნობა გამჭვირვალე შუშაზე
🔰 Wings of Mexico(მექსიკური ფრთები), ადგილი ულამაზესი ფოტოსესიისთვის
🔰 ბურჯ ხალიფას მიმდებარე ნაწილში განთავსებულია შოპინგ მოლი, ყვავილების ბაღები, ხელოვნური ტბები, მუსიკალური შადრევნები, დუბაის ცათამბჯენები.
ბურჯ ხალიფას 124-ე სართულზე განთავსებულია შუშის ვერანდა, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ დუბაის ხედებით. (ასვლის საფასური სართულიდან გამომდინარე)
🔰Global Village-მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ერთ სივრცეში. აქ შეგიძლია ერთი ნაბიჯით აფრიკაში აღმოჩნდე, შემდეგ აზიის ქუჩებში ისეირნო ან ევროპული ქვეყნების სამზარეულო დააგემოვნო.
🔰გვიან ღამით წასვლა აეროპორტში, მზადება ფრენისთვის
დღე 5
🔰09:00 საათი, გამოფრენა აბუდაბის აეროპორტიდან
🔰12:40 საათი, ჩამოსვლა თბილისში
ღირებულებაში შედის:
✅ ორმხრივი ავიაბილეთები (თბილისი- აბუ დაბი- თბილისი)
✅10კგ ხელბარგი
✅ 4⭐️⭐️⭐️⭐️ სასტუმრო დუბაიში , 3 ღამე (2 და 3 ადგილიანი ნომრებით, აუზით,სპა,საუნა და ყველა კომფორტით)
✅ დილის საუზმე (სულ 3 საუზმე)
✅ სამოგზაურო დაზღვევა
✅ ქართულენოვანი გამყოლი/გიდი
✅ ქალაქის მოსაკრებელი (City Tax)
ღირებულებაში არ შედის:
❎დანარჩენი კვება(გარდა საუზმისა)
❎სრული ტურის მანძილზე ავტობუსით გადაადგილება-100$
❎საფარის უდაბნოს ჯიპ- ტური-60$
❎იახტის 3 საათიანი ტური-30$
❎sky observatory-25$
❎Palm view observatory-30$
❎სასწაულების ბაღი-27$
❎მომავლის მუზეუმი-44$
❎global village-9$
⚠️ გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად 😊
⚠️ დასაჯავშნად პირველ ეტაპზე ირიცხება ავიაბილეთების თანხა (დაახლოებით 1000 ლარი)
⚠️ ავიაკომპანიის მხრიდან ხარვეზზე ან ცვლილებაზე ტურისტული კომპანია პასუხს არ აგებს.
⚠️ საზღვრის კვეთისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი 6 თვეზე მეტი ვადით. არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ საზღვარგარეთის პასპორტი(თუ დედა მოყვება),
+მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
⚠️ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს.
⚠️არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მიმდინარეობისას
⚠️ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს,რადგან
ტური ჯგუფურია😊
⚠️ცუდ განწყობას ვტოვებთ სახლში😊
დასაჯავშნად ან დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირადში, ან დაგვიკავშირდით:
595-41-22-35, მარიამი
599-41-08-35, ბაკური
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Dubai Marina, Dubai, United Arab Emirates

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Dubai

DecodeYou\u00ae\ufe0f: Foundation Level  0
Wed, 07 Jan at 06:30 pm DecodeYou®️: Foundation Level 0

Al Safa 1

Lords of the Sound Orchestra : The Music of Hans Zimmer in concert at Zabeel Theatre
Wed, 07 Jan at 08:00 pm Lords of the Sound Orchestra : The Music of Hans Zimmer in concert at Zabeel Theatre

Zabeel Theatre - Jumeirah Zabeel Saray

Lords of the Sound Orchestra : Harry's Magic Symphony in concert at Zabeel Theatre
Thu, 08 Jan at 08:00 pm Lords of the Sound Orchestra : Harry's Magic Symphony in concert at Zabeel Theatre

Zabeel Theatre - Jumeirah Zabeel Saray

Dubai Kizomba Fusion x ILKSF 2026
Thu, 08 Jan at 10:00 pm Dubai Kizomba Fusion x ILKSF 2026

Dubai, United Arab Emirates

Dubai Basketball vs Fenerbahce Beko Tickets
Thu, 08 Jan at 11:00 pm Dubai Basketball vs Fenerbahce Beko Tickets

Coca-Cola Arena

Swallow the Sun & Batushka - Live in Dubai
Fri, 09 Jan at 06:00 pm Swallow the Sun & Batushka - Live in Dubai

P7Arena

Swallow The Sun in Dubai
Fri, 09 Jan at 06:00 pm Swallow The Sun in Dubai

P7 Arena

Bollywood Beatdown at Vice in Dubai
Fri, 09 Jan at 10:00 pm Bollywood Beatdown at Vice in Dubai

VICE, Ramee Dream Hotel

Dubai is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Dubai Events