Advertisement
31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი, ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა.
35 წლის შემდეგ ისევ იმავე გამოწვევის წინაშე ვდგავართ - საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას და თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნებას კვლავ ქართველი ხალხის ერთსულოვანი ბრძოლა სჭირდება.
გამარჯვების გზის ბოლომდე გასავლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ არსებობს ძლიერი დემოკრატიული, ეროვნული ალტერნატივა, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული განუკითხაობიდან, კორუფციიდან, სიღარიბიდან და დაუცველობიდან და დააფუძნებს თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო რესპუბლიკას.
ოპოზიციის ალიანსი სწორედ ასეთი ერთობაა - სტრატეგიული თანამშრომლობა ერთფეროვნების გარეშე, რომელიც ქართულ საზოგადოებას რეჟიმის დამარცხების შემდეგ თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო მომავალს სთავაზობს.
ორთვიანი კამპანიის ფარგლებში მიზნად ვისახავთ: მშვიდობიანი წინაამდეგობის გაფართოებას, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებას და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ალტერნატივის კონსოლიდაციას.
26 მაისამდე, ეროვნული მობილიზაციის კამპანიის ფარგლებში შევიკრიბებით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში.
და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, შევიკრიბებით თბილისში, თსუ-ს I კორპუსთან და მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ.
გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!
Advertisement
Event Venue
Tbilisi State University, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






