Advertisement
🏛️ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ახალ სტუდენტურ ინტელექტუალურ ჩემპიონატს “ბრწყინვალე გონება”.🧠📎 ჩემპიონატი მიზნად ისახავს სტუდენტების ინტელექტუალური უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს გაძლიერებას.
📌 პროექტის სტრუქტურის შესახებ:
📎 პირველი ეტაპი: შესარჩევი ტური- ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, რომლის მეშვეობითაც თითო ფაკულტეტზე შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი. შვიდივე ფაკულტეტზე გამოვლინდება 7 საუკეთესო გუნდი და 3 მეორეადგილოსანი.
📎 მეორე ეტაპი: ფინალური ტური- ამ ტურში გუნდები ითამაშებენ სატელევიზიო ფორმატით.
‼️ გუნდების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის, რომელთაგანაც თითოეული შედგება 6 ძირითადი მოთამაშისა და 1 ან 2 სათადარიგო წევრისგან
📌დრო და ლოკაცია:
📍შესარჩევი ტური გაიმართება პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.
🗓️ 1 მაისიდან 4 მაისის შუალედში გაიმართება შესარჩევი ტური.
🏆 პრიზები:
🏅შესარჩევ ტურში შვიდივე ფაკულტეტზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ 500 ლარი.
🏅ფინალურ ტურში:
🥇პირველი ადგილი- 6000 ლარი
🥈მეორე ადგილი- 3000 ლარი
🥉მესამე ადგილი- 1500 ლარი
📌 პროექტის მხარდამჭერები არიან თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი და ასევე ინტელექტუალური კლუბი “ბრწყინვალე გონება”.
https://www.facebook.com/share/1GrVnazkTd/?mibextid=wwXIfr
📎 პროექტში მონაწილეებისათვის გაიცემა დასწრების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
📎არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც დაგეხმარებათ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ გუნდებმა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე 🗓️25 აპრილამდე🤍
👇
https://docs.google.com/forms/d/1ay-fIkYMSYHY0FMKw7XS7w5S1Q4cCNEFC4yjyQu2tUU/edit
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
Chavchavadze Ave. #1, 0719 Tbilisi, Georgia, ა. ჭავჭავაძის ქუჩა 17, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia