Advertisement
✅ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრების საღამო ალექსანდრე ჯეჯელავასთან▶ თემა - „მომაკვდავთა ხუთი სინანული“
✍️„მოხარული ვარ, რომ აზროვნების აკადემიაში კიდევ ერთი სალონური საუბარი შედგება. შეხვედრის თემად ავირჩიეთ "მომაკვდავთა ხუთი სინანული" ბრონი უეარის ცნობილი წიგნის თემა.
თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურად ცდილობს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით, საკმარისი დრო დავუთმოთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, ოჯახს, ახლობლებს, ჯანმრთელობას, სამსახურს და სხვა რამეებს. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ადამიანები, როდესაც ყველაფერს ცხოვრების ბოლო ეტაპიდან უყურებენ, ბევრ რამეს ნანობენ.
ბრონი უეარი იყო პროფესიონალი ექთანი, რომელიც უვლიდა ტერმინალურ პაციენტებს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდათ და სიცოცხლის ბოლო კვირებს და თვეებს ითვლიდნენ. ბრონის საუბრები მის პაციენტებთან გვაძლევს უნიკალურ საშუალებას დავფიქრდეთ, იგივე სინანულებისკენ ხომ არ მიდის ჩვენი ცხოვრებაც.
ერთად დავფიქრდებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა შეიძლება დღეს გავაკეთოთ, რომ ცხოვრების ბოლოს ნაკლები სინანულით შევხვდეთ.“ - ალექსანდრე ჯეჯელავა.
?შეხვედრის თარიღი: 5 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ ხანგრძლივობა – 2-3 საათი
?დასწრების საფასური - 50₾
?სტუდენტებზე ვრცელდება 25% ფასდაკლება
? შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
? დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
?მისამართი: თინა იოსებიძის #57
? შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/LeTEco2l
☎ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia
Tickets