Advertisement
გიწვევთ რეზო კორინთელის ახალი წიგნის - „თვითრეალიზაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ - პრეზენტაციაზე.
წიგნი „თვითრეალიზაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ პიროვნული განვითარების, სულიერი ბალანსის და სოციალური ადაპტაციის თემებს ეხმიანება. ავტორი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური მიდგომის განხილვით ცდილობს მკითხველს გააცნოს ის მექანიზმები, რომლებიც ადამიანის ფსიქიკურ წონასწორობას, შინაგან თავისუფლებასა და აზრიან ცხოვრებას განაპირობებს.
ტექსტში გადმოცემულია როგორც ფსიქოანალიზისა და სიღრმის ფსიქოლოგიის ძირითადი კონცეფციები (ფროიდი, იუნგი, ადლერი), ასევე თანამედროვე ხედვები მედიტაციაზე, ემოციებსა და ფსიქოსოციალურ პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თვითრეალიზაციის მნიშვნელობას და იმ პირობებს, რომლებიც ადამიანს პიროვნული სრულყოფისკენ სვლაში ეხმარება.
წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძვლები და ამავე დროს ეძებს პრინციპებს, რომლებიც ცხოვრების აზრის, მიზნისა და შინაგანი ჰარმონიის პოვნაში დაეხმარება.
წიგნს ავტორთან ერთად წარადგენს ფსიქოლოგი ელენე ბაჩიაშვილი.
📌 დასაწყისი 20 დეკემბერი, 20:00 საათი
📍 მისამართი: თ. იოსებიძის #57
✅ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა # 57, Tbilisi, Georgia
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.











