„თეორიიდან გამოყენებით გეოგრაფიამდე - GSG100“

Wed Nov 06 2024 at 09:00 am to Fri Nov 08 2024 at 06:00 pm UTC+04:00

თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა 11, Tbilisi, Georgia | Tbilisi

Vakhushti Bagrationi Institute of Geography
Publisher/HostVakhushti Bagrationi Institute of Geography
\u201e\u10d7\u10d4\u10dd\u10e0\u10d8\u10d8\u10d3\u10d0\u10dc \u10d2\u10d0\u10db\u10dd\u10e7\u10d4\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10d7 \u10d2\u10d4\u10dd\u10d2\u10e0\u10d0\u10e4\u10d8\u10d0\u10db\u10d3\u10d4 - GSG100\u201c
Advertisement
საერთაშორისო კონფერენცია „თეორიიდან გამოყენებით გეოგრაფიამდე - სგს100“ გაიმართება 2024 წლის 6-8 ნოემბერს, თბილისში. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსების 100 წლისთავს. ღონისძიების მიზნებია: ქართველ მეცნიერთა მიღწევების წარმოჩენა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გეოგრაფიის სფეროში მომავალი კვლევების პრიორიტეტების დასახვისა და ინოვაციური მიმართულებების განვითარების მიზნით.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია 2024 წლის ვახუშტი ბაგრატიონის მედლის გადაცემა ღვაწლმოსილი მეცნიერისთვის, ახალგაზრდა მკვლევრისთვის და წარმატებული პედაგოგისთვის (გეოგრაფიის ან/და ისტორიის).
კონფერენცია ტარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. ამით საორგანიზაციო კომიტეტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში. პარალელურად გულითადად გელით თბილისში.
კონფერენციის სამეცნეირო თემატური სესიებია:
1. ატმოსფერო
1.1 მეტეოროლოგია
1.2 ატმოსფეროს ქიმია
2. ბიოგეოგრაფია
2.1 ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემური სერვისები
3. კლიმატი
3.1 პალეოკლიმატი
3.2 მომავლის კლიმატის პროგნოზი
3.3 კლიმატის ცვლილება
4. კრიოსფერო
4.1 მყინვარები და მყინვარული ქუდები
4.2 მარადი მზრალობა
5. გეოდეზია, გეოინფორმატიკა და კარტოგრაფია
5.1 პოზიციონირება და ნავიგაცია
5.2 დისტანციური ზონდირება და ფოტოგრამეტრია
5.3 ისტორიული აეროფოტოსურათები
5.4 მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები
5.5 ვიზუალიზაცია და დიზაინი
5.6 კარტოგრაფიული მეთოდები და აპლიკაციები
5.7 თემატური კარტოგრაფია
5.8 ატლასური კარტოგრაფია
5.9 კარტოგრაფიული მემკვიდრეობა
6. გეომორფოლოგია
6.1 რელიეფის ფორმები, მასზე მიმდინარე პროცესები და ცვლილება
6.2 ფლუვიალური გეომორფოლოგია
6.3 ზღვის სანაპირო პროცესები
6.4 კარსტი
6.5 ეგზოდინამიკური პროცესები და რისკის მართვა
7. ჰიდროლოგია
7.1 მდინარეთა აუზების ჰიდროლოგია
7.2 წყლის ხარისხი, პოლიტიკა, მართვა და კონტროლი
8. ნიადაგები
8.1 ნიადაგის სტრუქტურა და კომპოზიცია
8.2 ნიადაგის ციფრული კარტოგრაფირება
9. ლანდშატის მეცნიერებები
9.1. ლანდშაფტის მეცნიერებების თეორია და მეთოდოლოგია, ლანდშაფტების კვლევის თანამედროვე მეთოდები
9.2. ლანდშაფტების შესწავლის გეოფიზიკური და გეოქიმიური ასპექტები
9.3. ლანდშაფტების დინამიკა და ფუნქციური მახასიათებლები
9.4. რეგიონული ფიზიკურ-გეოგრაფიული და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შესწავლა
9.5. ლანდშაფტების ეკოლოგიური პოტენციალი
9.6. ლანდშაფტების ეკოლოგია და გარემოს დაცვა
10. საზოგადოებრივი გეოგრაფია
10.1. ეკონომიკური გეოგრაფია: მეურნეობის დარგების გეოგრაფია (მრეწველობის და მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, მომსახურების სფეროს გეოგრაფია და სხვა)
10.2. სოციალური გეოგრაფია: დემოგრაფია (მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა, სქესობრივ- ასაკობრივი, ეთნიკურ-რელიგიური სტრუქტურა, განსახლება, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, დასაქმება, უმუშევრობა, ცხოვრების დონე და სხვა); განათლების გეოგრაფია; ჯანდაცვის გეოგრაფია
10.3. პოლიტიკური გეოგრაფია (საზოგადოებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, პოლიტიკური სისტემები და არჩევნები, გეოპოლიტიკური გამოწვევები, უსაფრთხოების საკითხები და სხვა).
10.4. ურბანული დაგეგმარება და ცხოვრების ხარისხი.
10.5. გენდერი, იდენტობა და ფემინიზმი
11. ისტორიული გეოგრაფია, კულტურა და მემკვიდრეობა
11.1. ტოპონიმები
11.2. კულტურული მემკვიდრეობა
11.3. მხარეთმცოდნეობა
12. გეოგრაფიული განათლება
12.1. გეოგრაფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
12.2. გეოგრაფია უმაღლეს სასწავლებლებში
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
https://vbig.ge//ka/conference/about
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა 11, Tbilisi, Georgia

Discover more events by tags:

Business in TbilisiConferences in Tbilisi

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

Sakartvelo International Orienteering Week
Tue Nov 05 2024 at 10:00 am Sakartvelo International Orienteering Week

Tbilisi, Georgia

John Maus (US) | Tbilisi | Junkyard
Tue Nov 05 2024 at 07:30 pm John Maus (US) | Tbilisi | Junkyard

Junkyard

GIFT FESTIVAL BIENNALE COLLEGE
Thu Nov 07 2024 at 03:00 pm GIFT FESTIVAL BIENNALE COLLEGE

7 Bazaleti Street, Tbilisi, Georgia

Skillet @ Mono Hall in Tbilisi
Sat Nov 09 2024 at 07:00 pm Skillet @ Mono Hall in Tbilisi

Mono Hall

\u10e1\u10e2\u10dd\u10db\u10d0\u10e2\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10e3\u10e0\u10d8 \u10d2\u10d0\u10db\u10dd\u10e4\u10d4\u10dc\u10d0 2024
Sat Nov 16 2024 at 10:00 am სტომატოლოგიური გამოფენა 2024

ჰუალინგ პლაზა • Hualing Plaza

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events