Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ექიმ ფსიქიატრ - ლაშა კილაძესთან.🌟 თემა: „ბეჭდების მბრძანებელი"(ძალაუფლება და მორალი)
➡️ შეხვედრა შეეხება ჯ. რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ანალიზს ძალაუფლებისა და მორალური პასუხისმგებლობის კონტექსტში. განხილვა დაეფუძნება ტექსტის, როგორც ალეგორიული ნარატივის ინტერპრეტაციას, სადაც ბეჭედი წარმოდგენილია როგორც ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც მოქმედებს პერსონაჟების გადაწყვეტილებებზე, აჩენს ეთიკურ დილემებსა და განაპირობებს პიროვნულ ტრანსფორმაციებს.
🔸 გაანალიზდება, როგორ ხდება ძალაუფლება მორალური გამოცდა და როგორ აყალიბებს იგი ინდივიდის ღირებულებით სტრუქტურას. ყურადღება დაეთმობა პერსონაჟთა განსხვავებულ რეაქციებს ძალაუფლების ცდუნებაზე (ფროდო, გენდალფი, ბორომირი, გოლუმი), როგორც მორალური არჩევანის, თვითკონტროლისა და პასუხისმგებლობის სხვადასხვა მოდელებს.
🔸 ლექცია საშუალებას გვაძლევს გავიხსენოთ „ბეჭდების მბრძანებლის” სამყარო, ვისაუბროთ მასში გამოთქმულ და გამოხატულ მნიშვნელოვან საკითხებზე და ღიად ვიმსჯელოთ აუდიტორიის საინტერესო კითხვებზე როგოც ნაწარმოებზე, ასევე მის ღია თუ დაფარულ იდეებზე.
📅 შეხვედრის თარიღი: 17 თებერვალი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 30₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ „საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/dtzTiSGv
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia
Tickets
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.






