About this Event
ქართულ-ამერიკული პროექტი „შინ“ ამჯერად ცნობილ სცენარისტს უმასპინძლებს. მის მიერ შექმნილ პერსონაჟებში ბევრმა ჩვენგანმა ალბათ საკუთარი თავი, მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი ან სულაც ცნობილი პოლიტიკოსი ამოიცნო. მან ყველაზე კარგად დაგვანახა ჩვენი დადებითი და უარყოფითი, მანკიერი მხარეები და დაგვაფიქრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რაზეც თანამედროვე და პროგრესული საზოგადოება უნდა იდგეს.
საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები უამრავი ქართველის ყველაზე საყვარელი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ავტორი, სცენარისტი, ტელეწამყვანი ქეთი დევდარიანი 9 მაისს ჩვენი სტუმარი იქნება. ვისაუბრებთ კინოზე, სერიალებზე, ხელოვნებასა და რა თქმა უნდა, წიგნებზე!
Event Venue & Nearby Stays
1201 Pennsylvania Avenue NW, 1201 Pennsylvania Avenue Northwest, Washington, United States