Advertisement
მოლაშქრეთა კლუბი "კვალი" 6 ოქტომბერს გთავაზობთ ერთდღიან ტურს უკანაფშავში.ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
• ჟინვალის წყალსაცავს;
• ირემთკალოს სალოცავს, აქ გმირ კოპალას სახელზე საზარე და სასანთლე კოშკი დგას;
• სოფელი უძილაურთა.
ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში 16 კილომეტრი
სირთულე: საშუალოზე რთული
ღირებულება: 40 ლარი
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
• კომფორტული სალაშქრო/სპორტული ფეხსაცმელი;
• მოსახერხებელი ზურგჩანთა;
• თბილი მოსაცმელი;
• სალაშქრო ჯოხი.
ტურის ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება;
• გამყოლის მომსახურება.
ღირებულებაში არ შედის:
• კვება (თან იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი).
შეკრების ადგილი და დრო:
• თბილისი, M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
• გასვლის დრო - 07:00 საათზე (დაგვიანებულების ლოდინის მაქსიმალური დრო 10 წუთი)
თბილისში დავბრუნდებით 22:00-დან 23:00 საათამდე.
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 13 52 13 გიორგი
⚠️იმისათვის, რომ მოგზაურობა ჩვენს კვალდაკვალ იყოს მოწესრიგებული, ორგანიზებული და უსაფრთხო შევიმუშავეთ სალაშქრო წესების ჩამონათვალი, რომელთა დაცვაც ყველას ევალება:
?დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე მოსვლა;
?დაუშვებელია მგზავრობისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარება;
?არ ვანაგვიანებთ გარემოს და ნარჩენებს არ ვტოვებთ ბუნებაში;
?საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
?ტურამდე ორი დღით ადრე ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
მოლაშქრეთა კლუბი „კვალი“ უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას.
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ფშავი, გოჩა ონაშვილის ქუჩა 4, თბილისი, საქართველო,Tbilisi, Georgia