ფსიქოლოგიის საფუძვლები

Mon, 06 Oct, 2025 at 08:00 pm UTC+04:00

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო | Tbilisi

\u10d0\u10d6\u10e0\u10dd\u10d5\u10dc\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d0\u10d9\u10d0\u10d3\u10d4\u10db\u10d8\u10d0 \/ The Thinking Academy
Publisher/Hostაზროვნების აკადემია / The Thinking Academy
\u10e4\u10e1\u10d8\u10e5\u10dd\u10da\u10dd\u10d2\u10d8\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10e4\u10e3\u10eb\u10d5\u10da\u10d4\u10d1\u10d8
Advertisement
📣 აზროვნების აკადემიაში ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსზე მიღება დაიწყო
👉 კურსის მიმოხილვა
ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი გთავაზობთ ყოვლისმომცველ შესავალს ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებსა და პრაქტიკულ მიდგომებში. კურსი მოიცავს ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ მიმართულებებს, მის სხვადასხვა დარგებსა და ფსიქიკის მექანიზმებს, რაც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ადამიანის ქცევის, აზროვნებისა და ემოციების რთული ბუნება. ეს კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა ფსიქოლოგიის სფეროში. კურსის განმავლობაში თქვენ გაეცნობით ფსიქოლოგიის ისტორიულ განვითარებას, თანამედროვე მიდგომებსა და პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კლინიკურ, სოციალურ, განვითარებისა და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში.
👉კურსის სტრუქტურა
კურსი დაყოფილია სამ ძირითად მოდულად, რომლებიც მოიცავს 36 ლექციას (სექტემბრიდან ივნისამდე). თითოეული მოდული ფოკუსირებულია ფსიქოლოგიის განსხვავებულ ასპექტებზე:
▶ მოდული I: ფსიქოლოგიის ფუნდამენტური თეორიები
ხანგრძლივობა: სექტემბერი - დეკემბერი
👉თემები: ეს მოდული გაგაცნობთ ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს, მათ შორის სტრუქტურალიზმს, ფუნქციონალიზმს, ფსიქოანალიზს (ფროიდი, იუნგი), ბიჰევიორიზმს, ჰუმანისტურ, ეგზისტენციალურ, გეშტალტის, კოგნიტურ და პოზიტიურ ფსიქოლოგიას. ასევე განიხილება გარემოს ფსიქოლოგია, ველის თეორია და განწყობის ფსიქოლოგია.
ძირითადი მიზანი: მსმენელებს მისცეს ფსიქოლოგიის თეორიული საფუძვლების ღრმა გაგება და ისტორიული განვითარების მიმოხილვა.
▶ მოდული II: ფსიქოლოგიის დარგები და მიმართულებები
ხანგრძლივობა: იანვარი - აპრილი
👉თემები: ეს მოდული ფარავს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგს, მათ შორის სოციალური, განვითარების, განათლების, ნეიროფსიქოლოგიის, ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის, ასევე კლინიკური ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებს, როგორიცაა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია და მედიტაციაზე დაფუძნებული მეთოდები.
👉ძირითადი მიზანი: გაგაცნობთ ფსიქოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კვლევის მეთოდებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვაში.
▶ მოდული III: ფსიქიკის მექანიზმები
ხანგრძლივობა: აპრილი - ივნისი
👉თემები: ეს მოდული ფსიქიკის ძირითად მექანიზმებს განიხილავს, მათ შორის ფსიქიკის დაცვის მექანიზმებს, კოგნიტურ პროცესებს, ემოციებს, მოტივაციას, განწყობას, ქცევით მექანიზმებს, სოციალურ გავლენებს, კომუნიკაციასა და ნეირობიოლოგიურ პერსპექტივებს.
👉ძირითადი მიზანი: მსმენელებს მისცეს ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა და როგორ უკავშირდება ის ქცევასა და გარემოს.
👇 სწავლის მეთოდები
კურსი აერთიანებს თეორიულ ლექციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ მაგალითებს. თითოეული ლექცია წარმოდგენილია გამოცდილი ლექტორების მიერ, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ფსიქოლოგიის უახლეს კვლევებსა და მიდგომებს, ასევე განიხილონ გახმაურებული ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები.
👉კურსის მიზნები
გაგაცნობთ ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებსა და მათ ისტორიულ განვითარებას.
▶ გაგაცნობთ ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
▶ განავითარებთ გაგებას ადამიანის ფსიქიკის მექანიზმებისა და მათი გავლენის შესახებ ქცევაზე, ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე.
▶ მოგცემთ საფუძვლიან ცოდნას, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.
👇 კურსის დეტალები:
📅 დაწყების თარიღი: 6 ოქტომბერი
📅 შეხვედრები გაიმართება ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 სრული კურსის ღირებულება – 1800₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/qrJP8643
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, თინა იოსებიძის ქუჩა 57, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Tickets

Discover more events by tags:

Education in TbilisiPsychology in Tbilisi

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

Mana | \u10db\u10d0\u10dc\u10d0 - \u10d7\u10d1\u10d8\u10da\u10d8\u10e1\u10d8\u10e1 \u10e1\u10d0\u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10e8\u10dd\u10e0\u10d8\u10e1\u10dd \u10d7\u10d4\u10d0\u10e2\u10e0\u10d0\u10da\u10e3\u10e0\u10d8 \u10e4\u10d4\u10e1\u10e2\u10d8\u10d5\u10d0\u10da\u10d8
Sun, 05 Oct at 08:00 pm Mana | მანა - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre

GEORGIA - Trekking nello Svaneti
Mon, 06 Oct at 07:00 am GEORGIA - Trekking nello Svaneti

Georgia

11th International Golf Tournament GAMARJOBA
Mon, 06 Oct at 12:00 pm 11th International Golf Tournament GAMARJOBA

Tbilisi Hills Golf Resort

International Clinical Endocrinology Forum
Tue, 07 Oct at 09:00 am International Clinical Endocrinology Forum

Sheraton Metekhi Palace

Open Music Event \ud83c\udfb6
Wed, 08 Oct at 07:00 pm Open Music Event 🎶

Irakli Abashidze street 80, Tbilisi, Georgia

\u10f0\u10d0\u10db\u10da\u10d4\u10e2\u10d8
Thu, 09 Oct at 07:00 pm ჰამლეტი

P. Melikishvili #20, Wine Factory Building, Tbilisi, Georgia

\u10ee\u10d4\u10d5\u10e1\u10e3\u10e0\u10d4\u10d7\u10d8\u10e1 3 \u10d3\u10e6\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e2\u10e3\u10e0\u10d8
Fri, 10 Oct at 06:00 am ხევსურეთის 3 დღიანი ტური

ხევსურეთი

OsteoBiol-\u10d8\u10e1 \u10d9\u10dd\u10dc\u10d2\u10e0\u10d4\u10e1\u10d8 2025, \u10d4\u10e5. Luigi Canullo
Fri, 10 Oct at 10:00 am OsteoBiol-ის კონგრესი 2025, ექ. Luigi Canullo

34 Simon Chikovani, 0171 Tbilisi, Georgia

HR Congress 2025
Fri, 10 Oct at 04:00 pm HR Congress 2025

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events