Advertisement
26 იანვარსს, "ჯეო მეგზური" გთავაზობთ 1 დღიან გასართობ ტურს ბაკურიანში ❄️ბაკურიანში გელით, ბევრი თოვლი,სრიალი,გუნდაობა გართობა და ბედნიერი წუთები ❄️
ტურის გეგმა:
ბაკურიანში ვიქნებით დილის 11:00 საათისთვის და გავჩერდებით სათხილამურო ტრასა "25-იანებთან".სადაც სურვილის შემთხვევაში გექნებათ საშუალება თხილამურების ქირაობის.თუ სრიალი არ გხიბლავთ,ბაკურიანში ბევრი ალტერნატიური გასართობია:ბურანები,ციგები,ყინულის მოედანი,ცხენით სეირნობა.
დღის მეორე ნახევარში გადავინაცვლებთ კოხტა გორას საბაგიროსკენ.კოხტას საბაგირო კი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში,საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მიტარბის ხეობაზე და ბაკურიანზე ❄️
17:30 წუთიდან დავიწყებთ შეკრებას და 18:00 საათისთვის გამოვემართებით თბილისისკენ ❄️
ტურის ღირებულება მხოლოდ 40 ლარი ❄️
ღირებულებაში შედის:
1.ტრანსპორტირება
2.გამყოლი(ტურის ხელმძღვანელი)
გასვლა:თბილისი ცენტრალიდან (პირველი სართული,"ოქროს ბირჟის" წინ ვიდგებით) 08:00 საათზე
07:00 საათზე მიკრო ავტობუსი გამოვა რუსთავიდანაც (სასტუმრო)
დაბრუნება:თბილისი ცენტრალტან 21:00 საათზე
დაბრუნება რუსთავში 21:30 წუთზე
ტურზე რეგისტრაციისთვის და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით,
ტელ: 598 71 69 66 ლევანი;
ან მოგვწერეთ "ჯეო მეგზურის" პირად შეტყობინებაში
🔈 ჩვენი მოგზაურობა,რომ იყოს კომფორტული,გვაქვს გარკვეული წესები,რომელიც ტურის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას:
🚫 დაუშვებელია,ნასვამ მდგომარეობაში ტურზე გამოცხადება
🚫 დაუშვებელია ტრანსპორტში ალკოჰოლური სასმელის მიღება
🚫 ტურის ხელმძღვანელს,წინასწარ არ ვურეკავთ ადგილების დასაკავებლად(დროულად მოდით და დაიკავებთ თქვენთვის სასურველ ადგილს)
💲 ტურის ღირებულებას ვრიცხავთ წინასწარ,ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება,ტური რომ არ ჩაიშშალოს
👉 ტურის გასვლისას,დაგვიანებულისთვის მაქსიმალური ლოდინი 5 წუთი
👉 ფორსმაჟორულ სიტუაციაში,ტურის ხელმძღვანელი უფლებას იტოვებს,შეცვალოს ტურის მარშუტი
♥ გისურვებთ დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობას
Advertisement
Event Venue & Nearby Stays
ბაკურიანი, Mtskheta, Georgia