ტაიჩი ჩუანის 10 ფორმის ორთვიანი კურსის ღია გაკვეთილი იური ლომიძესთან ერთად

Sat, 22 Nov, 2025 at 07:00 pm UTC+04:00

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi) | Tbilisi

Lumos \u2022 \u10da\u10e3\u10db\u10dd\u10e1
Publisher/HostLumos • ლუმოს
\u10e2\u10d0\u10d8\u10e9\u10d8 \u10e9\u10e3\u10d0\u10dc\u10d8\u10e1 10 \u10e4\u10dd\u10e0\u10db\u10d8\u10e1 \u10dd\u10e0\u10d7\u10d5\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10d9\u10e3\u10e0\u10e1\u10d8\u10e1 \u10e6\u10d8\u10d0 \u10d2\u10d0\u10d9\u10d5\u10d4\u10d7\u10d8\u10da\u10d8 \u10d8\u10e3\u10e0\u10d8 \u10da\u10dd\u10db\u10d8\u10eb\u10d4\u10e1\u10d7\u10d0\u10dc \u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10d3
Advertisement
☯️ ლუმოსში გეპატიჟებით ტაი ჩის 10 ფორმის კომპლექსის შემსწავლელი ორთვიანი კურსის უფასო ღია გაკვეთილებზე -
22 ნოემბერს, შაბათს, 19:00 საათზე;
25 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე;
🌊 იან სტილის 10 ფორმის კომპლექსი იდეალურია დამწყებებისთვის - ის საშუალებას გვაძლევს, მალევე ავითვისოთ ტაი ჩის ძირითადი პრინციპები და მალევე ვიგრძნოთ პირველი შედეგები.
🔥 კურსს გაუძღვება ლუმოსის უხუცესი ინსტრუქტორი, იური ლომიძე, რომელიც 45 წელია, დაოსურ პრაქტიკებს აზიარებს.
💦 ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე.
კურსის შეხვედრების გაკვეთილები ჩატარდება: 🐚
პირველი ჯგუფი:
სამშაბათს 19:00 - 20:30 საათზე, შაბათს: 12:00 - 13:30 საათზე;
მეორე ჯგუფი:
ხუთშაბათი, შაბათი 19:00 - 20:15 საათზე.
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.
ორთვიანი კურსის ღირებულებაა: 450 ლარი.
კურსის დამთავრების თარიღია 31 იანვარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 180 ლარის გადახდას.
დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება 1 დეკემბრამდე.
17 ნოემბრის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
რას სარგებელს მიიღებთ კურსისგან?
* სხეულის გაძლიერება: მოქნილობის, ბალანსისა და ძალის მომატება;
* ჰარმონია და სიმშვიდე: რბილი, დინამიური მოძრაობები, რომლებიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას.
* სუნთქვითი პრაქტიკები: ტექნიკების შესწავლა, რომლებიც ავსებს სხეულს ენერგიით.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ, დამოუკიდებლად ივარჯიშოთ ფორმა და სურვილის შემთხვევაში, შეამოწმოთ თქვენი პრაქტიკა მასწავლებელთან. ტაი ჩი ღრმა პრაქტიკაა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებაში, კოორდინაციის გაუმჯობესებასა და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში.
უფრო ღრმად ტაი ჩის შესახებ:
ტაი ჩი ჯანმრთელობის გასაძლიერებელი სავარჯიშოებისა და საბრძოლო ხელოვნების გამაერთიანებელი უძველესი ჩინური სისტემაა, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მაგრამ ეფექტური ბუნებით. ის ეფუძნება ღრმა ცოდნას მოძრაობის, სუნთქვისა და შინაგანი ენერგიის (ცი) შესახებ.
ტაი ჩის ძირითადი პრინციპებია:
* მოდუნება და ბუნებრიობა: ყველა მოძრაობა სრულდება რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. სხეული მოდუნებულია, მაგრამ, ამასთანავე, მზადაა მოქმედებისთვის;
* სიჩქარის შენელება და უწყვეტობა: მოძრაობები სრულდება ნელა და უწყვეტად, ისე, თითქოს „დინებას" მიჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ თქვენი შინაგანი ენერგია და უკეთ აკონტროლოთ სხეული.
* შინაგანი ენერგია (ცი): ტაი ჩი ფოკუსირებულია შინაგანი ენერგიის განვითარებასა და მართვაზე. ცი მოძრაობს სხეულში, კვებავს ორგანოებსა და სისტემებს.
* წინააღმდეგობათა ერთიანობა: სირბილისა და სიმყარის, დაძაბულობისა და მოდუნების, ინისა და იანის მუდმივი შერწყმა, რაც ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს.
* დამოკიდებულება მიწასთან: ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, თითქოს ღრმად იდგამთ ფესვებს მიწაზე, რაც მოძრაობებს ანიჭებს სტაბილურობასა და ძალას.
* წრიული მოძრაობები: ტაი ჩის მოძრაობები წრიულია, რაც ხელს უწყობს ცის ჰარმონიულ მოძრაობას სხეულში.
* კონცენტრაცია და ყურადღება: მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ შეგრძნებებზე, სუნთქვასა და მოძრაობებზე. ეს აუმჯობესებს კოორდინაციასა და კონცენტრაციას.
რა სარგებლობა მოაქვს ტაი ჩის რეგულარულ პრაქტიკას?
* ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: მოქნილობის, კოორდინაციის, ძალისა და გამძლეობის ზრდა;
* მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: სტრესის შემცირება, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაციის გაძლიერება;
* შინაგანი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალის მომატება;
* დაავადებების პრევენცია: გვეხმარება გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაავადებების პრევენციაში.
* სულიერი განვითარება და თვითშემეცნება.
ou are warmly invited to Lumos for two free open Tai Chi classes introducing the 10-form Yang style sequence — part of our upcoming two-month course:
🗓 Saturday, November 22 at 19:00
🗓 Tuesday, November 25 at 19:00
🌊 The 10-form Yang style sequence is ideal for beginners — it allows you to quickly grasp the core principles of Tai Chi and experience the first results early on.
🔥 The course will be led by Yuri Lomize, Lumos’s senior instructor, who has been sharing Taoist practices for over 45 years.
💦 Tai Chi, often called meditation in motion, blends martial arts and dance — movements are soft, fluid, and focused on cultivating inner strength.
🐚 Course Schedule:
Group 1:
Tuesdays 19:00–20:30 & Saturdays 12:00–13:30
Group 2:
Thursdays & Saturdays 19:00–20:15
The course is open to both beginners and experienced practitioners.
🌱 Course fee: 450 GEL
Duration: 2 months (ends January 31)
Registration requires a 40% prepayment (180 GEL); the remaining balance is due by December 1.
Cancellations after November 17 are refunded in full minus a 50 GEL admin fee.
🌾 What you’ll gain from the course:
Strength & Flexibility: Improve body coordination, balance, and resilience.
Harmony & Calm: Gentle, flowing movements release stress and tension.
Breathwork: Learn breathing techniques that recharge and balance your energy.
After completing the course, you’ll be able to practice independently and, if desired, refine your form with the instructor. Tai Chi is a profound practice that enhances health, coordination, and inner peace.
🌬 About Tai Chi
Tai Chi is an ancient Chinese system that unites healing exercises and martial art principles. Known for its softness and efficiency, it draws on deep knowledge of movement, breathing, and inner energy (Qi).
Core principles:
Relaxation & Natural Flow: Movements are gentle, tension-free, yet full of readiness.
Slowness & Continuity: The flow is steady and smooth, allowing awareness of inner energy.
Cultivation of Qi: Tai Chi nurtures and directs vital energy through the body.
Balance of Opposites: Yin and Yang — softness and strength, stillness and motion — merge in harmony.
Rootedness: Deep connection to the earth provides stability and strength.
Circular Movements: Encourage balanced Qi circulation.
Mindfulness: Focus on breath and sensations to improve concentration and body awareness.
Benefits of regular Tai Chi practice:
Enhanced physical health — flexibility, balance, endurance.
Improved mental health — reduced stress, better sleep, sharper focus.
Increased life energy and vitality.
Disease prevention — supports cardiovascular and musculoskeletal health.
Spiritual growth and self-awareness.
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park / საირმის ქ. 71 Tbilisi, Georgia, Tbilisi

Icon
Concerts, fests, parties, meetups - all the happenings, one place.

Ask AI if this event suits you:

More Events in Tbilisi

Hayao Miyazaki's Dreams by candlelight. Mystery Ensemble
Sat, 22 Nov at 08:00 pm Hayao Miyazaki's Dreams by candlelight. Mystery Ensemble

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი • Vakhtang Salaridze Concert Hall

\u10d0\u10da\u10d4\u10d5\u10d8\u10e1 \u10dd\u10e5\u10e0\u10dd\u10e1\u10d9\u10d0\u10e0\u10d8\u10d0\u10dc\u10d8 \u10e1\u10d0\u10db\u10d4\u10d1\u10d0
Sun, 23 Nov at 08:00 am ალევის ოქროსკარიანი სამება

შუამთის ქუჩა, Tbilisi, Georgia

\u10e1\u10e3\u10de\u10d4\u10e0\u10da\u10d8\u10d2\u10d0: \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 2
Sun, 23 Nov at 01:30 pm სუპერლიგა: ტური 2

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

Traitrs @ Junkyard in T'bilisi
Sun, 23 Nov at 08:00 pm Traitrs @ Junkyard in T'bilisi

Junkyard

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events