სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა

Fri, 12 Sep, 2025 at 02:00 pm to Sat, 13 Sep, 2025 at 06:00 pm UTC+04:00

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, Tbilisi, Georgia | Tbilisi

Our Space \u10e9\u10d5\u10d4\u10dc\u10d8 \u10e1\u10d8\u10d5\u10e0\u10ea\u10d4
Publisher/HostOur Space ჩვენი სივრცე
\u10e1\u10d8\u10e7\u10d5\u10d0\u10e0\u10e3\u10da\u10d8\u10e1 \u10ec\u10d4\u10e1\u10e0\u10d8\u10d2\u10d8: \u10d4\u10e1 \u10e8\u10d4\u10dc\u10d8\u10d7 \u10d0\u10e0 \u10d3\u10d0\u10ec\u10e7\u10d4\u10d1\u10e3\u10da\u10d0
Advertisement
სიყვარულის წესრიგი: ეს შენით არ დაწყებულა
რეგისტრაციისა და დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს: https://tinyurl.com/yuzms9xt
შეხვედრა ოჯახური სისტემის სიღრმეებთან
🌼 ხშირად ვსევდიანობთ, გვტკივა, ვბრაზდებით ან ვაკეთებთ რაღაც ისეთს, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნით. ერთი შეხედვით ათასჯერ გადამუშავებული თემები და საფიქრალები, შესაძლოა, კვლავ და კვლავ გვიბრუნდებოდნენ და გვახსენებდნენ თავს. ამ დროს სათავეების ძებნას ოჯახის სისტემაში, მშობლებისა და წინაპრების ისტორიებში, ნაცხოვრებ ცხოვრებებში ვიწყებთ, ვინაიდან ჩვენი ამბავი არ არის მხოლოდ ჩვენი ამბავი. მასში მრავლად არის ჩაქსოვილი ჩვენი მშობლების, მათი მშობლებისა და ოჯახის სისტემაში მყოფი უამრავი ადამიანის ამბავი, განურჩევლად იმისა, ვიცნობდით თუ არა ამ ადამიანებს და ვიცოდით თუ არა მათი ისტორიები. უთქმელი, უცნობი ამბები ხომ განსაკუთრებული ჟინით და ძალით გადაეცემათ თაობებს მანამ, სანამ დღის შუქზე არ გამოაღწევს და არ გამოიაშკარავებს თავს.
🌼 ჰოდა, თითოეულ ჩვენგანს უამრავი უხილავი ძაფი გვაკავშირებს ჩვენს წარსულთან. ჩვენ ზოგჯერ არც კი ვიცით, ისე დავატარებთ წინაპრების უთქმელ ტკივილებს, დანაკარგვებს, სევდებსა და ოცნებებს. ამ ძაფების მოძრაობაში, ხშირად, სიყვარულიც იკარგება — ან ღრმად იმალება. ოჯახური სისტემური განლაგება ის ადგილია, სადაც ეს ძაფები ნელა და რბილად იშლება, რათა სიყვარულმა კვლავ იპოვოს თავისი გზა.
🌼 აქ არ ვეძებთ ბრალეულობას, არ ვამხელთ დამნაშავეს. აქ გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ ის, რაც ხშირად დაფარულია, თვალისა და ყურისთვის შეუმჩნეველია; ის, თუ როგორ შეზრდილა ჩვენი ცხოვრება იმ ისტორიებთან, რომლებმაც დაწყება და დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. განლაგების პროცესში ადამიანები წარმოსახვით ხდებიან ჩვენი ოჯახის წარმომადგენლები და მათი განლაგება სივრცეში ქმნის იმ უსიტყვო დიალოგს, რომელიც ხშირად გამორჩა რეალობას. ამ დიალოგში ვსმენთ იმას, რასაც დიდი ხანია ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვამბობთ; იმას, რაც განსხეულებულა შეგრძნებებში, ჩაკირულა სხეულში, მაგრამ გასიტყვებამდე ვერ მიუღწევია.
🌼 ეს პროცესი იმ სამყაროს ჰგავს, სადაც თითოეულ წევრს თავისი ადგილი აქვს, სადაც დანაკარგები აღიარებულია, და წარსული მოგონებად ქცეული ამბავია და არა ─ ჭრილობა. სწორედ ამ სივრცეში იბადება თავისუფლება და იმედი — არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ჩვენამდე იყო და ვინც ჩვენს შემდეგ მოდის. ეს ტკივილიანი და სევდიანი ამბები ჩვენით არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენით შეიძლება დასრულდეს.
…და როცა სისტემაში წესრიგი ბრუნდება — სიყვარული იწყებს მოძრაობას.
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

გალაკტიონ ტაბიძის 3/5, Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

\u10d9\u10d0\u10ee\u10d0\u10d1\u10d4\u10e0 \u10e2\u10d0\u10e2\u10d8\u10e8\u10d5\u10d8\u10da\u10d8. ,,\u10d0\u10d1\u10e1\u10e2\u10e0\u10d0\u10e5\u10ea\u10d8\u10d0,,
Thu, 11 Sep at 06:00 pm კახაბერ ტატიშვილი. ,,აბსტრაქცია,,

დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

\u10d8\u10dc\u10e2\u10d4\u10d2\u10e0\u10d8\u10e0\u10d4\u10d1\u10d8\u10e1 \u10d3\u10e6\u10d4\u10d4\u10d1\u10d8 2025
Fri, 12 Sep at 06:00 am ინტეგრირების დღეები 2025

ჩუბინაშვილის 50, 0179 Tbilisi, Georgia

13 \u10e1\u10d4\u10e5\u10e2\u10d4\u10db\u10d1\u10d4\u10e0\u10d8,\u10d4\u10e5\u10e1\u10de\u10dd-\u10ef\u10dd\u10e0\u10ef\u10d8\u10d0,\u10db\u10d4-11 \u10de\u10d0\u10d5\u10d8\u10da\u10d8\u10dd\u10dc\u10d8
Sat, 13 Sep at 09:00 am 13 სექტემბერი,ექსპო-ჯორჯია,მე-11 პავილიონი

თბილისი ექსპოჯორჯია

\u10d9\u10d8\u10dc\u10dd\u10d7\u10d4\u10e0\u10d0\u10de\u10d8\u10d0 \u10db\u10d4\u10d9\u10dd \u10d2\u10d4\u10da\u10d0\u10e8\u10d5\u10d8\u10da\u10d7\u10d0\u10dc \u10d4\u10e0\u10d7\u10d0\u10d3
Sat, 13 Sep at 07:00 pm კინოთერაპია მეკო გელაშვილთან ერთად

იოსებიძის 57, 0179 Tbilisi, Georgia

Deadpilot \u26a1 Komma @ CMR
Sat, 13 Sep at 08:00 pm Deadpilot ⚡ Komma @ CMR

Egnate Ninoshvili Str. N 8, 0102 Tbilisi, Georgia

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events