სამთო-სათავგადასავლო ბანაკი ხდის ხეობაში 2025

Sun, 12 Oct, 2025 at 08:00 am to Sun, 19 Oct, 2025 at 08:00 pm UTC+04:00

ილია ჭავჭავაძის გამზ. 3. (თსუ II კორპუსი), Tbilisi, Georgia | Tbilisi

TSU Alp Club
Publisher/HostTSU Alp Club
\u10e1\u10d0\u10db\u10d7\u10dd-\u10e1\u10d0\u10d7\u10d0\u10d5\u10d2\u10d0\u10d3\u10d0\u10e1\u10d0\u10d5\u10da\u10dd \u10d1\u10d0\u10dc\u10d0\u10d9\u10d8 \u10ee\u10d3\u10d8\u10e1 \u10ee\u10d4\u10dd\u10d1\u10d0\u10e8\u10d8 2025
Advertisement
📣 თსუ ალპური კლუბი იწვევს 18-დან 30 წლის ჩათვლით ახალგზარდებს სამთო-ალპინისტურ ბანაკში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება ხდის ხეობაში (დარიალი, ყაზბეგი) 1️⃣2️⃣-1️⃣9️⃣ ოქტომბრის პერიოდში. 🏞️
📌 ღონისძიების ფარგლებში თქვენ გაივლით საველე პრაქტიკას, ისწავლით ბანაკის სწორად გაშლას, მთაში სიარულის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებთ. ასევე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ხეობაში არსებულ მწვერვალებზე ასვლა ამინდიდან და ჯგუფის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 🏔️
📌 ღონიძიებას აფინანსებს და მხარს უჭერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია.
📌 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 👇🏻
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc24MacKLyF4Fx_E2jkjt136dgLglXP-kCh3jXWArNn2Giq9g/viewform?fbclid=IwY2xjawM-N_lleHRuA2FlbQIxMABicmlkETFDeXhWRjFkRTdoSVlzSGZaAR4XCZesSDvsfsobXxXiLIeQ3ReXM6LwWsLCR-p6mSasdMoN2IMYpURI-_teIQ_aem_Yb9PSJc7hWBdUoTexLPGmw
📌 შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით და ჩაინიშნება საერთო შეხვედრა.
❗გაითვალისწინეთ, შერჩეული მონაწილეებისთვის სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს 60 ლარს.
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
გისურვებთ წარმატებებს! ❤️
⛰ რა არის საჭირო?
თსუ-ის ალპური კლუბი უზრუნველყოფს ღონიძიებისათვის საჭირო საერთო აღჭურვილობას და ინსტუქტორებს, ხოლო მონაწილეებს ევალებათ იქონიონ საკუთარი პირადი აღჭურვილობა.
მონაწილეს უნდა გააჩნდეს:
1. ზურგჩანთა - რეკომენდირებულია კაცებისთვის 60-80 ლ. მოცულობის, ხოლო ქალებისთვის - 40-55
2. საძილე ტომარა - საშუალო ტემპერატურებზე გათვლილი ტომარა. რეკომენდირებულია საძილე -10C°-დან +0C°-მდე ტემპერატურული დიაპაზონის ტომარა
3. კარიმატი - იგივე „პარალონი“, საძილის ქვეშ დასაფენი (როგორც წესი ერთ კარავზე 3 ცალი საკმარისია, ანუ თუ კარავი 4 ადგილიანია, მხოლოდ 3 პარალონი იქნება საკმარისი 4 ადამიანზე)
4. ფეხსაცმელი - მაღალყელიანი, წყალგაუმტარი და რეფლირებული ძირით, სამთო ან ე.წ. ტრეკინგის. გარდა ამისა დაგჭირდებათ თბილი წინდები მწვერვალზე გასვლის დღისთვის.
5. სათვალე - დამუქებული, ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დასაცავად
6. კარავი (ან ადგილი კარავში) - კარავი უნდა იყოს სალაშქრო.
7. ტანისამოსი - წყალგაუმტარი სპორტული შარვალი ან კომბინიზონი (რეკომენდირებულია გამოსაცვლელი შარვლის ქონა), საწვიმარი, თბილი ზედა, თავსაფარი თბილი და მზისგან დამცავი.
8. გარუჯვის საწინააღმდეგო კრემი - 50 ფაქტორიანი.
9. ჯამ-ჭურჭელი - ჯამი, კოვზ-ჩანგალი, ჭიქა, წყლის შესანახი ჭურჭელი 1ლ. მოცულობის (მათარა ან ბოთლი).
10. ფარანი - რეკომენდირებულია თავზე დასამაგრი ფარანი
11. თავსაფარი - ერთი თბილი და ერთი მზისგან დამცავი (კეპი, პანამა ან თავზე მოსახვევი ნაჭერი)
12. თერმო ტანსაცმელი, საწვიმარი ან პონჩო, ფლისის ზედა.
13. სხვა ტანისამოსი და პირადი ჰიგიენის ნივთები
14. რეკომენდირებულია სალაშქრო ჯოხების ქონა
რა წონის ზურგჩანთა უნდა მქონდეს?
რეკომენდირებულია არ აღემატებოდეს 17 კგ-ს, ხოლო ქალებისთვის - 12 კგ-ს.
აღჭურვილობა:
მონაწილეებს ევალებათ საკუთარი ჩაფხუტის ქონა, შესაძლებელია ე.წ. მუშის ჩაფხუტის გამოყენება.
საკვები უნდა მქონდეს თან?
მხოლოდ პირველ დღეს ცოტაოდენი საკვები, მანამ სანამ მოხდება სამზარეულოს მოწყობა და საერთო კვების ორგანიზება,დანარჩენს ფედერაცია უზრუნველყოფს მონაწილეთა სრულ კვებას. მონაწილეებს დაევალებათ სამეურნეო ნაწილში მონაწილეობა
რა არის ალპინიადა?
ალპინიადა არის მასობრივი ხასიათის სამთო სპორტული რამოდენიმე დღიანი შეკრება, რომლის მიზანია მთამსვლელობით დაინტერესებული ახალგაზრდების აყვანა მარტივი სირთულის მწვევალებზე
ალპინიადის ისტორია:
1923 წლიდან საფუძველი ეყრება ქართულ ალპინიზმს. სწორედ ამ წელს ქართველები გიორგი ნიკოლაძის ორგანიზებით, დამოუკიდებლად, სპორტული მიზნებით, ადიან მყინვარწვერზე. შემდეგნ წლებში კიდევ უფრო მეტი ასვლა ხორციელდება, ხდება ალპინიზმის პოლპულარიზება და უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ამ სპორტში. 1924 წელს გიორგი ნიკოლაძე თსუ ში აარსებს მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებას. 1936 წლიდან მოყოლებული თსუ-ს ალპური კლუბი ყოველ წელს ატარებს ტრადიციულ ალპინიადებს
Advertisement

Event Venue & Nearby Stays

ილია ჭავჭავაძის გამზ. 3. (თსუ II კორპუსი), Tbilisi, Georgia

Sharing is Caring:

More Events in Tbilisi

ART KNIFE DEMO \u2013 Anthony Marfione
Sat, 11 Oct at 01:00 pm ART KNIFE DEMO – Anthony Marfione

Pullman Tbilisi Axis Towers

\u10e1\u10d0\u10db\u10e3\u10e8\u10d0\u10dd \u10e8\u10d4\u10ee\u10d5\u10d4\u10d3\u10e0\u10d0 \u10d3\u10d0\u10db\u10e1\u10d0\u10e5\u10db\u10d4\u10d1\u10d4\u10da \u10db\u10e8\u10dd\u10d1\u10da\u10d4\u10d1\u10d7\u10d0\u10dc
Sat, 11 Oct at 01:00 pm სამუშაო შეხვედრა დამსაქმებელ მშობლებთან

14 თაბუკაშვილის ქუჩა, Tbilisi, Georgia

Symphonic Rock hits by candlelight \ud83c\udfb8\ud83d\udd6f\ufe0f
Sat, 11 Oct at 08:00 pm Symphonic Rock hits by candlelight 🎸🕯️

Silk Factory Studio

 Psychonaut 4 \u26a1 Stress 4621 @ CMR
Sat, 11 Oct at 09:00 pm Psychonaut 4 ⚡ Stress 4621 @ CMR

Egnate Ninoshvili Str. N 8, 0102 Tbilisi

\u10d2\u10e3\u10d3\u10d0\u10db\u10d0\u10e7\u10d0\u10e0\u10d8 ( \u10e8\u10d4\u10db\u10dd\u10d3\u10d2\u10dd\u10db\u10d8\u10e1 \u10e4\u10d4\u10e0\u10d7\u10d0 \u10d0\u10e4\u10d4\u10d7\u10e5\u10d4\u10d1\u10d0)
Sun, 12 Oct at 09:00 am გუდამაყარი ( შემოდგომის ფერთა აფეთქება)

საქართველოს ბილიკებზე

\u10e3\u10db\u10d0\u10e6\u10da\u10d4\u10e1\u10d8 \u10da\u10d8\u10d2\u10d0: \u10e2\u10e3\u10e0\u10d8 1
Sun, 12 Oct at 01:30 pm უმაღლესი ლიგა: ტური 1

კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University

\u10d6\u10d0\u10e4\u10ee\u10e3\u10da\u10d8\u10e1 \u10e6\u10d0\u10db\u10d8\u10e1 \u10e1\u10d8\u10d6\u10db\u10d0\u10e0\u10d8 [\u10de\u10e0\u10d4\u10db\u10d8\u10d4\u10e0\u10d0]
Tue, 14 Oct at 08:00 pm ზაფხულის ღამის სიზმარი [პრემიერა]

Royal District Theatre • სამეფო უბნის თეატრი

 Into The Shatter \ud83e\udd4f
Wed, 15 Oct at 04:00 pm Into The Shatter 🥏

ბულბულების ჭალა

\u10e0\u10d0\u10e2\u10dd\u10db \u10d5\u10d1\u10e0\u10e3\u10dc\u10d3\u10d4\u10d1\u10d8\u10d7 \u10e1\u10ee\u10d5\u10d0 \u10d0\u10d3\u10d0\u10db\u10d8\u10d0\u10dc\u10d4\u10d1\u10d0\u10d3
Wed, 15 Oct at 08:00 pm რატომ ვბრუნდებით სხვა ადამიანებად

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

Tbilisi is Happening!

Never miss your favorite happenings again!

Explore Tbilisi Events